პრემიერი – მადლობა ღმერთს, სალომე ზურაბიშვილს ბევრი არაფრის გაფუჭება არ შეუძლია – კონსტიტუციის დამრღვევი და მოღალატე ადამიანი თანამდებობას იმპიჩმენტის წესით უნდა ტოვებდეს

ჩვენ საპარლამენტო მმართველობის სისტემა გვაქვს, შესაბამისად, მადლობა ღმერთს სალომე ზურაბიშვილს ბევრი არაფრის გაფუჭება არ შეუძლია – შესაბამისად, იმპიჩმენტს მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს. კონსტიტუციის დამრღვევი და მოღალატე ადამიანი თანამდებობას იმპიჩმენტის წესით უნდა ტოვებდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილს დეკემბრის ბოლოს თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადა გასდის, თუმცა იმპიჩმენტის საფუძველზე […]

ირაკლი კობახიძე – უხერხულობა შეუქმნა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს – ვერც ერთი ელჩი ვერ გამოხატავს მხარდაჭერას ისეთი აქტების მიმართ, როგორიც არის რიგგარეშე არჩევნები, ტექნიკური მთავრობა

არადიპლომატიური განცხადება გააკეთა რეალურად ზურაბიშვილმა – უხერხულობა შეუქმნა ევროკავშირის ელჩს და მთლიანად საელჩოს, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულ ქარტიას“ ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი უჭერს მხარს. კობახიძის განმარტებით, ვერც ერთი ელჩი ვერ დაუჭერს მხარს ისეთ აქტებს, რომლებიც რიგგარეშე არჩევნებსა და ტექნიკურ მთავრობას მოიაზრებს. „არადიპლომატიური განცხადება […]

კირთაძე ცესკო-ს: გასაჯაროვდეს მათი ვინაობა, ვინც უზრუნველყოფს ტექნოლოგიების გამართვას

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ცესკო-ში დავით კირთაძე მოუწოდებს ადმინისტრაციას, გაასაჯაროოს იმ პირების ვინაობა, რომლებიც ტექნოლოგიების გამართვას უზრუნველყოფენ. მისი თქმით, ამ პირების შესახებ ჩართული მხარეებისთვის ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია. “როგორც თქვენთვის ცნობილია, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად ელექტრონული ტექნოლოგიებით ჩატარდება. საარჩევნო უბნებზე განთავსებული იქნება მთვლელი აპარატები, ვერიფიკაციის აპარატები და პლანშეტები. იმისათვის, რომ პროცესი […]

კადრები რაც გაავრცელეს, აქციაზე ჩანს ასეულობით ათასი ადამიანი და ამბობენ, ათეულობით ათასი იყოო, რატომ იკლებენ არ მესმის. მერე სხვა კადრები ვნახეთ, სადაც 25 000, 20 000 ადამიანი ჩანს. რა ხდება, იქნებ გაგვარკვიონ

კადრები რაც გაავრცელეს, აქციაზე ჩანს ასეულობით ათასი ადამიანი და ამბობენ, ათეულობით ათასი იყოო, რატომ იკლებენ არ მესმის. მერე სხვა კადრები ვნახეთ, სადაც 25 000, 20 000 ადამიანი ჩანს. რა ხდება, იქნებ გაგვარკვიონ იყო წინასაარჩევნო აქცია, მაგრამ ვისთვის უნდა მიგეცათ ხმა მოწოდებები არ ისმოდა. ამომრჩეველს კითხვა რომ გასჩენოდა, ვის მივცე ხმა – ამაზე პასუხი მთელი დღის […]

იშოპინგე კრიპტოზე – შეიძინე კრიპტო პირდაპირ საბანკო ბარათით

იშოპინგე კრიპტოზე – სასურველს აქტივებს პირდაპირ საბანკო ბარათით იყიდი. კრიპტოაქტივებთან, იგივე კრიპტოსთან ურთიერთობა, მათი ყიდვა, გაყიდვა და შენახვა შეიძლება ბევრი ადამიანისთვის სირთულეს უკავშირდებოდეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტრადიციულ საფინანსო და კრიპტო სამყაროებს შორის კავშირი ჯერ კიდევ შორია. თუმცა, ბოლო რამოდენიმე წელია, ინდუსტრია იმაზე გამარტივებულია, ვიდრე წარმოგვიდგენია. მომხმარებლებს გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ გამოცდილების გარეშე შეიძინონ მათთვის სასურველი […]

“გეი ნაგავს ხელს არ მოვაწერ… კევინ, მოკეტე!” – “ვოლფსბურგის” ფანები თავის ფეხბურთელს LGBTQ თემის საწინააღმდეგო განცხადების გამო დაუპირისპირდნენ

Bild-ის ინფორმაციით, გერმანიის ბუნდესლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში, სადაც “ვოლფსბურგმა” “ვერდერი” მიიღო და 2:4 დამარცხდა, მასპინძელი გუნდის ფანებმა გუნდის 33 წლის გერმანელი ფროვარდის კევინ ბერენსის მისამართით ბანერი გამოფინეს. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბერენსმა რამდენიმე დღის წინ “ცისარტყელა სამკლაურზე” ხელის მოწერაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ გეი ნაგავს ხელს არ მოაწერდა. ამის შემდეგ “მგლების” ფანებმა Volkswagen Arena-ზე […]

ირაკლი ქადაგიშვილი – ჩვენ უცხო ქვეყნის ჩარევა ბევრჯერ გვინახავს – ჩარევებით ყოველთვის რუსეთი გამოირჩეოდა და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს სტარტი რუსეთისგან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა გადაიღეს

ჩვენ უცხო ქვეყნის ჩარევა ბევრჯერ გვინახავს – ჩარევებით ყოველთვის რუსეთი გამოირჩეოდა და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს სტარტი რუსეთისგან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა გადაიღეს, – ასე ეხმაურება ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი. როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, საქართველო ევროკავშირის კართან სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მიიყვანა და ევროკავშირის გზით სიარულს “ქართული […]

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის საკრებულოს წევრმა იმ ადამიანების ვინაობა გაასაჯაროვეს, რომლებიც მათი თქმით, „ქართული ოცნების“ დავალებით მოქალაქეების დაშინების კამპანიაში არიან ჩართულები

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის საკრებულოს წევრმა, დავით მჟავანაძემ და პარტიის პოლიტსაბჭოს მოადგილემ, თათია ნიკოლაიშვილმა იმ ადამიანების ვინაობა გაასაჯაროვეს, რომლებიც მათი თქმით, „ქართული ოცნების“ დავალებით მოქალაქეების დაშინების კამპანიაში არიან ჩართულები. როგორც დავით მჟავანაძემ განაცხადა, მმართველი პარტია არჩევნების მოპარვას სწორედ კრიმინალების მეშვეობით ცდილობს. მისი თქმით, საუბარი შეეხებათ იმ მძიმე დანაშაულებში ბრალდებულ პირებზე, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ ციხიდან გაათავისუფლა. […]

ნათია მეზვრიშვილი – გუშინ, პრეზიდენტის მიმართ ყოვლად მიუღებელი ქმედება „ქართული ოცნების“ დაკვეთით ზუსტად იმ დაჯგუფებამ განახორციელა, ვინც 9 ოქტომბერს, ამაღლების ქუჩაზე ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს თავს დაესხა

გუშინ, პრეზიდენტის მიმართ ყოვლად მიუღებელი ქმედება „ქართული ოცნების“ დაკვეთით ზუსტად იმ დაჯგუფებამ განახორციელა, ვინც 9 ოქტომბერს, ამაღლების ქუჩაზე ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს თავს დაესხა, – ასე გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გუშინ, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე, გარკვეული პირები ლაზერს ანათებდნენ. მისივე შეფასებით, მმართველი პარტია უკვე ოპონენტების […]

გრინვუდი გოგოსგან, რომელიც გაუპატიურებასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა, მეორე შვილს ელოდება

The Sun-ის ინფორმაციით, “მარსელის” ფორვარდი მეისონ გრინვუდი მეგობარი გოგონა ჰარიეტ რობსონისგან მეორე შვილს ელოდება. წყვილს 2023 წლის ივლისში გოგონა სამერი უკვე შეეძინათ. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ფეხბურთელი სწორედ რობსონის ბრალდებით დააკავეს, რომელიც მეისონს გაუპატიურებასა და მასზე ფიზიკური ძალადობას ედავებოდა. მოგვიანებით, წყვილი შერიგდა,ფეხბურთელს ყველა ბრალდება მოუხსნეს და სასამართლო პროცესი დახურეს.