Bloomberg: 2017-20 წლებში რუსეთის FSB-მ საქართველოში სამინისტროები, სებ და ცესკო დაჰაკა

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსულ FSB-სთან დაკავშირებული ჯაშუშები წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებსა და მსხვილ კომპანიებს ჰაკერული კამპანიის ფარგლებში, რა დროსაც აგროვებდნენ ინფორმაციას კრიტიკული ინფრასტრუქტურის პოტენციური საბოტაჟისთვის. Bloomberg-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებისა და ტექნიკური ანგარიშების თანახმად, საუბარია 2017-დან 2020 წლამდე პერიოდზე, როდესაც რუსმა ჰაკერებმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, ეროვნული ბანკისა და ენერგეტიკისა და სატელეკომუნიკაციო საკვანძო […]

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამის 21-ე პარტნიორი საქართველოს უნივერსიტეტია

საქართველოს ბანკი ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ფინანსურმა ინსტიტუტმა რამდენიმე თვის წინ სტიპენდიების პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 21 პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. პროექტის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 20 უნივერსიტეტის 160-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ახლახან პარტნიორი უნივერსიტეტების რიცხვს საქართველოს […]

სებ-ში საფინანსო სექტორს RTGS სისტემის განახლებისა და მყისიერი გადახდების სისტემის პროექტები გააცნეს

საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების, საბანკო ასოციაციისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის სებ-ის მიერ საგადახდო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციის მიზნით დაგეგმილი ორი მიმდინარე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა – ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს. შეხვედრას სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში არსებული დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის – RTGS სისტემის განახლებისა და სრულიად ახალი ტიპის […]

მესამე კვარტალში ეკონომიკური აგენტების 11 720 კონცენტრაცია დარეგისტრირდა – GCCA

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) ინფორმაციით, 2024 წლის მესამე კვარტალში, საქართველოში – ეკონომიკური აგენტების 11 720 კონცენტრაცია დარეგისტრირდა. იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით 11692 შემთხვევა, წილის მოცულობის გათვალისწინებით ან/და ტრანზაქციებში მონაწილე პირთა ერთობლივი წლიური შემოსავლების შესახებ, შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით – წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა. 28 შემთხვევა აკმაყოფილებდა, საიდანაც 22 მოექცა კონკურენციის […]

როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა – TechXplore

თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და კომფორტული ციფრული გადაწყვეტები და ადგილზევე წარადგინეს მათი მუშა პროტოტიპები. საიდანაც ჟიურიმ სამი გამარჯვებული გუნდი გამოავლინა:

“ამ დროისათვის, 15-16 მიმდინარე მასშტაბური პროექტი გვაქვს” – რა შედეგები მოუტანა “არტიტექსს” A’Design Award-ზე გამარჯვებამ?

მას შემდეგ, რაც არქიტექტურული კომპანია, Artytechs პრესტიჟული ჯილდოს, A’Design Award-ის მფლობელი გახდა, საერთაშორისო ბაზრებზე მასზე მოთხოვნა გაიზარდა. კომპანიის ხელმძღვანელი, დადუნა შათიშვილი BMGTV-ს გადაცემაში “ბიზნესის კვირეული” აცხადებს, რომ აღნიშნულმა აღიარებამ მას და კომპანიას საერთაშორისო ასპარეზზე ცნობადობის ზრდა მოუტანა. ამან კი საერთაშორისო ბაზრებიდან არაერთი პროექტი და სავარაუდო კოლაბორაციის შემოთავაზებები განაპირობა. საქმე ის არის, რომ Artytechs-ი აქტიურად თანამშრომლობს […]

ტირანაში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო

ტირანაში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. დღეიდან, საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23 წლამდელები ჩაებნენ და ხუთ წონით კატეგორიაში – 60, 67, 72, 82 და 97 კილოგრამებში გამოავლენენ ფინალისტებს. საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყო. ნახევარფინალები – 20:00 საათიდან დაიწყება. საქართველოს ნაკრების წევრთაგან დღეს ჭიდაობენ: ფრიდონ აბულაძე (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 […]

აშშ უკრაინას გაუწევს კიდევ 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღებს სამხედრო დახმარების ახალ, 400 მილიონი დოლარის პაკეტს. უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, გადაწყვეტილება დღეს, 21 ოქტომბერს კიევში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას გამოაცხადა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა. ოსტინი კიევში დღეს დილით, პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა. მისი განცხადებით, აშშ გააგრძელებს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას თავისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად. პენტაგონის მონაცემებით, 2022 […]

ისრაელი აცხადებს, რომ მიზანში ამოიღებს ჰეზბოლას ფინანსურ დანაყოფს

ისრაელის არმიამ 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ მიზანში ამოიღებს ლიბანში განთავსებული ჯგუფის, ჰეზბოლას ფინანსურ დანაყოფს და რომ უახლოეს საათებში აპირებს, თავს დაესხას “ბევრ სამიზნეს” ბეირუთსა და სხვა ადგილებში. ჰეზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს აშშ, ხოლო ევროკავშირს “შავ სიაში” შეყვანილი ჰყავს მხოლოდ მისი სამხედრო განშტოება და არა პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ლიბანის პარლამენტში წარმომადგენლები ჰყავს. ისრაელის არმიის პრესმდივნის, დანიელ […]

პროგრამაში წარმოდგენილი ყველა მიმართულება ასახული იქნება ბიუჯეტში – ირაკლი კობახიძე

პროგრამაში წარმოდგენილი ყველა მიმართულება ასახული იქნება ბიუჯეტში – ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2025 წლის ბიუჯეტში ზრდა იქნება ყველა მიმართულებით. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პირველად პროექტთან შედარებით, პენსიების ნაწილში სერიოზულად იზრდება ბიუჯეტი. „ბიუჯეტის ზრდა გვექნება ყველა მიმართულებით, მათ შორის როცა საქმე ეხება კულტურას და სპორტს, გვექნება სერიოზული მატება, რაც ჩვენი პროგრამის შემადგენელი […]