1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7207 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7207 ლარი გახდა 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7207 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7207 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7157 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0050 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9509 ლარია. […]

რა მსგავსებას ხედავენ ანალიტიკოსები საქართველოსა და მოლდოვის წინასაარჩევნო გარემოში

“რუსეთის სურვილია ხელი შეუშალოს საქართველოსა და მოლდოვას ევროინტეგრაციას”, – ამბობენ ამერიკელი ანალიტიკოსები “ამერიკის ხმასთან” საუბრისას და განმარტავენ, რომ რუსეთი შეეცდება, როგორც კიშინოვში, ასევე თბილისში საარჩევნოდ დესტაბილიზაცია შეიტანოს.

USAID კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერას „აწარმოე საქართველოს“ გარეშე აგრძელებს, მიზეზი „რუსული კანონია“

USAID კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერას „აწარმოე საქართველოს“ გარეშე აგრძელებს, მიზეზი „რუსული კანონია“

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7207 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7207 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7207 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7157 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0050 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9509 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9457 ლარს შეადგენდა. […]

მამუკა ხაზარაძე – მოხდება ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლირებადი, სახელმწიფო კომპანიის ჩამოშორება ანაკლიის პროექტიდან – ჩვენი გეგმის მიხედვით, ანაკლიის პორტის თანამესაკუთრეები საქართველოს მოქალაქეები გახდებიან

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მათი გეგმის მიხედვით, ანაკლიის პორტის თანამესაკუთრეები საქართველოს მოქალაქეები გახდებიან. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძის მიმართვაშია ნათქვამი, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. „[კოალიციური მთავრობის შექმნიდან] პირველ სამ კვირაში ჩვენ დაჩქარებული წესით შევიტანთ შესწორებებს კანონში და მოხდება ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლირებადი, სახელმწიფო კომპანიის ჩამოშორება პროექტიდან. ამის შემდეგ, ჩვენ ხელახლა ჩავატარებთ ანაკლიის პორტის […]

მიხეილ სააკაშვილი – გუშინ მარშზე იდგა ორჯერ მეტი ხალხი, ვიდრე ივანიშვილის მთავარ საარჩევნო მიტინგზე 2012-ში

გუშინ მარშზე იდგა ორჯერ მეტი ხალხი, ვიდრე ივანიშვილის მთავარ საარჩევნო მიტინგზე 2012-ში, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც მან მარშზე – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ საუბრისას განაცხადა, გუშინდელი დღე იმითაც იყო ნიშანდობლივი, რომ ერთმანეთის გვერდით იდგა 3 წამყვანი ოპოზიციური ძალის აქტივი, იქვე იყო პრეზიდენტიც და „ყველანი ძალიან მეგობრულად იყვნენ განწყობილი […]

ვან დეიკი სავარაუდოდ “ლივერპულში” დარჩება – ნიდერლანდელი ინგლისურ გრანდთან კონტრაქტის გახანგლძრივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

“ლივერპულის” მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა განაცხადა, რომ “მერსისაიდულ” გრანდთან კონტრაქტის გახანგლძრივების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ნიდერლანდელი უკანახაზელის კომენტარს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს, 33 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ ახალ შრომით ხელშეკრულებაზე საუბარი დაწყებულია და ყველაფერი ნათელი მალე გახდება. ვან დეიკს “ლივერპულთან” კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

ემიგრანტების ხმები არჩევნებზე და გზა, რომელიც მათ უნდა გაიარონ

აშშ-ში მცხოვრები ქართველების ნაწილს, ხმის მისაცემად, დაახლოებით იგივე მანძილის დაფარვა მოუწევს, რაც თბილისიდან ამსტერდამში, ან ვარშავაში ჩასასვლელად დასჭირდებოდა. საქართველოს 100 000-მდე მოქალაქე, საპარლამენტო არჩევნებში ხმას საზღვარგარეთ მისცემს.

რუსეთის “უპრეცედენტო ჩარევის” ფონზე მოლდოვაში არჩევნები და რეფერენდუმი გაიმართა

მოლდოველებს სურთ ევროინტეგრაცია – 20 ოქტომბერს ჩატარებულ რეფერენდუმი, რომელიც რუსეთის „უპრეცედენტო ჩარევის” ფონზე წარიმართა, მოლდოველმა ხალხმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში ახალი მუხლის ჩამატებას, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ევროკავშირში წევრობას. ეს იმ ვითარებაში, როცა მოლდოვის ხელისუფლება ამბობს, რომ კრემლმა და მისგან მართულმა ჯგუფებმა ყველა შესაძლო რესურსი გამოიყენეს, რეფერენდუმში საპირისპირო შედეგის დასადგომად. კრემლი მოლდოვის ევროინტეგრაციის ხელშეშლაში დაადანაშაულა ბრიუსელმაც. „ეს […]

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი კიევში ხვდება უკრაინის ლიდერებს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი 21 ოქტომბერს კიევში ჩავიდა უკრაინის ლიდერებთან მოლაპარაკების გამართვის და უკრაინის მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, იმ ფონზე, როცა რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე. გასულ ღამით კრივოი-როგზე რუსეთის თავდასხმების შედეგად დაიჭრა ოთხი ადამიანი, მათ შორის 12 წლის გოგო – აცხადებს დნეპროპეტროვსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგი ლისაკი. კიევში რუსეთის […]