მაია სანდუ – ჩვენ უსამართლო ბრძოლაში სამართლიანად ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ – ჩვენი მომავალი ევროკავშირში ახლა კონსტიტუციაში იქნება დაფიქსირებული

ჩვენ უსამართლო ბრძოლაში სამართლიანად ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ , – ამის შესახებ მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ აცხადებს. „მოლდოველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა: ჩვენი მომავალი ევროკავშირში ახლა კონსტიტუციაში იქნება დაფიქსირებული. მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ გავაგრძელებთ სწრაფვას მშვიდობის, კეთილდღეობისა და საკუთარი მომავლის შენების თავისუფლებისთვის“, – წერს მაია სანდუ სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის […]

ანა ნაცვლიშვილი – “ძლიერი საქართველო” ხელს შეუწყობს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას – სამოქალაქო ორგანიზაციებს სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეთ, “ოცნებამ” კი ისინი უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადა

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი წყნეთში, არასამთავრობო ორგანიზაცია “განვითარების სივრცე Developments Space-ში”, ორგანიზაციის ხელმძღვანელს ნინო ორდენიძეს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს. ანა ნაცვლიშვილმა დღის ცენტრებისა და შშმ პირების პრობლემებზე, საჭიროებებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება იმის გარანტი იქნება, რომ […]

ხობში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა

ხობში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა. ინფრასტრუქტურული პროექტის გახსნას ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ვიბლიანი ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, გახსნის ცერემონიის […]

საია: გაზისა და წყლის ჭავლის პარალელური გამოყენება შს მინისტრის ბრძანებითვე აკრძალულია

საია ეხმიანება შსს-ს განცხადებას, რომელშიც უწყება, ფაქტობრივად, ადასტურებს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეთა მიმართ ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის პარალელურ გამოყენებას, თუმცა ირწმუნება, რომ აღნიშნული არ არღვევს საერთაშორისო სტანდარტებსა და ეროვნულ კანონმდებლობას. საია შსს-ს შეახსენებს, რომ ასეთი აკრძალვა არსებობს შს მინისტრის N1002 ბრძანებაშიც, რომელიც განსაზღვრავს შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციას, […]

აშშ უკრაინას კიდევ 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს , – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა კიევში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა. „ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით, აშშ უკრაინის მხარდაჭერის გაზრდას აგრძელებს. დღეს მსურს, 400 მილიონი დოლარის საპრეზიდენტო დახმარების პაკეტი გამოვაცხადო, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღებისთვის“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა. შეგახსენებთ, აშშ-ის […]

ბორჯომის მერია – მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში, ჯამში 13.5 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება

მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ჯამში 13.5 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი უკვე დასრულდა, ნაწილი კი მიმდინარეობს. „გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა შემდეგ სოფლებში: სოფელ ანდეზიტში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია; სოფელ ყვიბისში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია.სოფელ პატარა მიტარბში მისასვლელი გზის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია; დაბა ახალდაბაში ბორჯომის ქუჩის მიმდებარედ შიდა საუბნო […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ოქტომბერს 12:00-დან 12:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დუშეთის რაიონის სოფლებში – კიტოხი, ლუთხუბი, ბახანი, დუმაცხო, დიხჩო, ფასანაური, ჩოლაბაურები, თოთიაურნი და მიმდებარე სოფლებში; 12:30-დან 13:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში- ჭართალი, მუგუდა, დოლასქედი, უკანა მხარი, ხანდო […]

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბათუმში მეცნიერების ფესტივალზე მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 13 ფაკულტეტისა და 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევრებმა და სტუდენტებმა ბათუმში მეცნიერების ფესტივალზე – „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“ მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მათივე ცნობით, ფესტივალზე, საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტებისთვის დათმობილი 40 სტენდიდან 6-ზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და სტუდენტების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. სტუ-ის ვიცე-რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების წვლილი […]

სებ-ში საფინანსო სექტორს RTGS სისტემის განახლებისა და მყისიერი გადახდების სისტემის პროექტები გააცნეს

საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების, საბანკო ასოციაციისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის სებ-ის მიერ საგადახდო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციის მიზნით დაგეგმილი ორი მიმდინარე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრას სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა ესწრებოდნენ. „ახალი საგადახდო სისტემა საშუალებას მისცემს მომხმარებელს ნებისმიერ დღეს და დროს განახორციელოს გადახდა, რომელიც მყისიერად შესრულდება“, – აღნიშნა […]

“შაბათს ხელისუფლების შეცვლის შანსი გვაქვს, ყველაფერი თქვენს ხელშია”- ხაზარაძის მიმართვა

ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიმართვას ავრცელებს, რომელშიც საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას ხაზს უსვამს და აღნიშნავს, რომ “რამდენიმე დღეში საქართველოს ექნება შანსი უარი უთხრას, ბოლო 12 წლის შეუსრულებელ დაპირებებს”. ვრცელ მიმართვაში ხაზარაძე მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს ყველაფერი ხალხის ხელშია. ხაზარაძის მიმართვა სრულად: “მეგობრებო, კვირის ბოლოს ჩვენი ქვეყანა ახალ პარლამენტს და ახალ […]