შერმადინის “ტენერიფემ” გრანადაში გამარჯვება იზეიმა

გიორგი შერმადინის “ლაგუნა ტენერიფემ” გასვლითი გამაჯვება მოიპოვა. კუნძულელები სტუმრად შეხვდნენ “გრანადას” და 86:75 დაამარცხეს. კანარიელებმა უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვეს, მაგრამ გადამწყვეტი და საკვანძო მაინც ბოლო პერიოდი გამოდგა, რომელშიც “ტენერიფემ” 33:24 გაიმარჯვა და შეხვედრა სათავისო შედეგით დაასრულა. ქართველი ცენტრი ამ მატჩში დიდად არ დატვირთულა. შერმადინმა მხოლოდ 10 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 2 ქულა, 2 მოხსნა, […]

იაპონურ ენაზე ითარგმნა და გამოიცა დავით ხოშტარიას წიგნი

იაპონურ ენაზე ითარგმნა და გამოიცა დავით ხოშტარიას წიგნი: “შუასაუკენეების ქართული ხუროთმოძღვრება”. წიგნი გამომცემლობა “საირიუშიამ” გამოსცა. დავით ხოშტარია ხელოვნებათმცოდნე, ცენტრის ძველი ქართული ხელოვნების განყოფილების გამგე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სამეცნიერო საბჭოს წევრია. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროა – შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურა, მშენებლობის ისტორია.

ემანუელ მაკრონი – „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის სიკვდილი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ახალი შანსია

„ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის სიკვდილი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ახალი შანსია , – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრისას განუცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სატელეფონო საუბრისას ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ გაერო-მ „სამხრეთ ლიბანში თავისი როლი უნდა შეასრულოს, რათა საზღვრის ორივე მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობა საკუთარ სახლებში დაბრუნდეს“. ემანუელ მაკრონის […]

ვოლტის ექსკლუზიური შეთავაზება – Iphone 16 Pro-ს მიტანის სერვისი დაიწყო

მიტანის სერვისის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ვოლტი მომხმარებელს მორიგ ექსკლუზივს სთავაზობს – Iphone 16 Pro-ს ყიდვა და ნახევარ საათზე ნაკლებ დროში მიტანით სარგებლობა მხოლოდ ვოლტის მეშვეობით არის შესაძლებელი. ექსკლუზიურ მომსახურებას მომხმარებლისთვის ვოლტი ტექნიკის მაღაზია „ზუმერთან“ პარტნიორობით უზრუნველყოფს. Iphone-ის ბოლო მოდელი ვოლტზე უკვე ხელმისაწვდომია და ვოლტის პარტნიორი კურიერის მეშვეობით მას თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილზე მიიღებთ. […]

„სვანეთში მაინინგის გამო „ენერგო პრო ჯორჯია“ ძალიან ცუდ დღეშია. იქ კვლავაც ხდება ელექტროენერგიის დიდი მოხმარება“ – ენერგეტიკოსი

2024 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 2.6%-ით გაიზარდა. „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევის შეფასებით, მოხმარების მატება კრიპტო-მაინინგის და მეტალურგიის გააქტიურების შედეგია და ზრდის გაგრძელება ისევ მოსალოდნელია. როგორც ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მაინინგის პრობლემა სვანეთში კვლავაც აქტუალურია და მნიშვნელოვანი ძვრები ამ მხრივ არ მომხდარა. „სვანეთში მაინინგის გამო „ენერგო პრო ჯორჯია“ ძალიან ცუდ დღეშია. […]

დუბაის შოკოლადმა მოგვცა შესაძლებლობა მასობრივ სეგმენტზე გავსულიყავით – SpaceBox

დუბაის შოკოლადმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ მასობრივ სეგმენტზე გავსულიყავით, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორთან” Spacebox-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი ანუკა კაკაბაძე აცხადებს. მისივე ინფორმაციით, დუბაის შოკოლადმა კომპანიის სხვა პროდუქტების სტიმულაციაც გამოიწვია და საერთო ჯამში, გაყიდვების ხელშეწყობა მოხდა. “წლიდან წლამდე ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება. წლის ბოლოს გვეცოდინება ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი პროცენტით და როგორ არის გაზრდილი გაყიდვები. ბოქსების […]

ვოლტის ექსკლუზიური შეთავაზება – Iphone 16 Pro-ს მიტანის სერვისი დაიწყო

მიტანის სერვისის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ვოლტი მომხმარებელს მორიგ ექსკლუზივს სთავაზობს – Iphone 16 Pro-ს ყიდვა და ნახევარ საათზე ნაკლებ დროში მიტანით სარგებლობა მხოლოდ ვოლტის მეშვეობით არის შესაძლებელი. ექსკლუზიურ მომსახურებას მომხმარებლისთვის ვოლტი ტექნიკის მაღაზია „ზუმერთან“ პარტნიორობით უზრუნველყოფს. Iphone-ის ბოლო მოდელი ვოლტზე უკვე ხელმისაწვდომია და ვოლტის პარტნიორი კურიერის მეშვეობით მას თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილზე მიიღებთ. […]

პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნების“ ლიდერები ბრიყვულად თავს იტყუებენ და სიცრუეში აცხოვრებენ „დუშკაბინაში“ გამოკეტილ კაცს, უთხარით ივანიშვილს, რომ ის ქართველმა ხალხმა უკვე გაუშვა

“ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადება გუშინდელი მარშის – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ შესახებ მიუთითებს ორ რამეზე: პირველი, ისინი არიან ძალიან შეშინებულები და მეორე – მათ დაკარგული აქვთ რეალობის განცდა, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, გამარჯვება ახლოსაა და თითოეული ადამიანის ხმა გადამწყვეტია, რაც მოლდოვის არჩევნებმაც დაადასტურა. „ის, რომ დედაქალაქში მინიმუმ 100 […]

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

დილიდან განახლდა დაზიანებული მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა დიასამიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. მაქსიმალურად მოკლე დროში იქნება აღმოფხვრილი უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემები. ინტენსიურად იწმინდება საავტომობილო გზები. უამინდობისგან გამოწვეული პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველა აუცილებელი ღონისძიება ტარდება, შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამის 21-ე პარტნიორი საქართველოს უნივერსიტეტია

საქართველოს ბანკი ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ფინანსურმა ინსტიტუტმა რამდენიმე თვის წინ სტიპენდიების პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 21 პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. პროექტის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 20 უნივერსიტეტის 160-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ახლახან პარტნიორი უნივერსიტეტების რიცხვს საქართველოს […]