სეულმა რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა

21 ოქტომბერს, სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარა. სეულს სურს, ჩრდილოეთ კორეის ჯარების რუსეთში გაგზავნა გააპროტესტოს, რაც მათი ინფორმაციით, 1 500-მდე ჯარისკაცის უკრაინაში განლაგების მიზნით ხდება. მოსკოვს, ამ საკითხზე, კონკრეტული განცხადება აქამდე არ გაუკეთებია. კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი მხოლოდ ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა და თქვა, რომ მოსკოვისა და ფხენიანის თანამშრომლობა არ არის მიმართული […]

იალოვიცი: ვშიშობ, “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში დასარჩენად ყველა შესაძლო გზას გამოიყენებს

აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ მზაობა, დამარცხების შემთხვევაში, ძალაუფლება მშვიდობიანად დათმოს? ეს არის საკითხი, რასაც ვაშინგტონის ანალიტიკურ წრეებში განიხილავენ.

“ანაკლიის პორტის თანამესაკუთრეები საქართველოს მოქალაქეები გახდებიან” – მამუკა ხაზარაძე

დღეს, ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, როცა იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რასაც ამომრჩეველს პირდება და კიდევ ერთხელ დააკონკრეტა, რომ პირველი სამი დაპირების შესრულებას, პირველივე სამ კვირაში შესძლებს გუნდი, თქვა, რომ ანაკლიის პორტის თანამესაკუთრეები საქართველოს მოქალაქეები იქნებიან. ჩვენი გეგმის მიხედვით, ანაკლიის პორტის თანამესაკუთრეები საქართველოს მოქალაქეები გახდებიან. რაც ნიშნავს იმას რომ ანაკლიის პორტის აქციების შეთავაზება მოხდება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. […]

კანარის კუნძულებზე ოვერტურიზმი გააპროტესტეს

ათიათასობით ადამიანი კანარის კუნძულებზე გამოვიდა კვირას ოვერტურიზმისა და მისი შედეგების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. მხოლოდ ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ კუნძულ ტენერიფეზე დაახლოებით 30 ათასი დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩებში. არქიპელაგის მცხოვრებლები საუბრობენ ტურიზმის დესტრუქციულ ზემოქმედებაზე გარემოზე და მათ კეთილდღეობაზე, მათ შორის საცხოვრებლის ფასების ზრდის გამო. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს სიტუაციას და არანაირ ზომებს არ იღებს და […]

გოგლიჩიძეზე დასაკვირვებლად – იტალიური კლუბის დირექტორი “ემპოლის” და “ნაპოლის” მატჩს დაესწრო

იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი ტვიტერი) წერს, რომ “ბოლონიას” ტექნიკური დირექტორი ჯოვანი სარტორი “ემპოლისა” და “ნაპოლის” მატჩს მასპინძელთა გუნდის ახალგაზრდა ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძეზე დასაკვირვებლად დაესწრო. გოგლიჩიძემ სერია A-ში მიმდინარე სეზონში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვირდრდა. მას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. საბას სატრანსფერო ფასი 300 […]

„პარაგრაფ თაბორი“ და თაბორთან დამაკავშირებელი საბაგირო საახალწლოდ გაიხსნება

Paragraph Tabori და თავისუფლების მოედნის თაბორის მთასთან დამაკავშირებელი საბაგირო ახალი წლისთვის გაიხსნება – ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ის ტურიზმის განვითარების ფონდში დაუდასტურეს.

ტრამპისა და ჰარისის რეიტინგები

არჩევნებამდე სულ 2 კვირით ადრე, მარათონი დემოკრატ კამალა ჰარისსა და რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს შორის კვლავ მინიმალური უპირატესობით მიმდინარეობს. ამერიკელ სპეციალისტთა აზრით, ცნობილ ადამიანთა მხრიდან მათი კამპანიების საჯარო მხარდაჭერა უმეტესად ამომრჩეველთა მობილიზაციაზე ახდენს გავლენას.

სტანო: ვიმედოვნებთ საქართველოს მთავრობასთან სრულყოფილი თანამშრომლობის განახლება შესაძლებელი გახდება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა, პეტერ სტანომ, 21 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ, საკმაოდ ინტენსიურად მუშაობდნენ საქართველოს ხელისუფლებასთან მანამ, სანამ ამ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა თავად არ დაიწყეს ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება. ასე მან ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა. მას ჰკითხეს, მოახლოებული არჩევნების კონტექსტში, ისევე როგორც მოლდოვასთან, საქართველოსთანაც მუშაობენ თუ არა დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ. “ჩვენი დახმარება […]

სახელმწიფომ ეკლესიას ჩოხატაურში, ხელვაჩაურსა და ლანჩხუთში მიწის ნაკვეთები გადასცა

სახელმწიფომ ეკლესიას ჩოხატაურში, ხელვაჩაურსა და ლანჩხუთში მიწის ნაკვეთები გადასცა სახელმწიფომ ეკლესიას ჩოხატაურში, ხელვაჩაურსა და ლანჩხუთში მიწის ნაკვეთები გადასცა. მთავრობის 17 და 18 ოქტომბრის განკარგულებების მიხედვით, მიწის ნაკვეთები ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ერთ შემთხვევაში 99 წლიანი ვადით, დანარჩენ შემთხვევაში კი 1 ლარად გადაეცა. 18 ოქტომბრის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამია, რომ ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, […]

„თაბორზე მშენებარე სასტუმრო „პარაგრაფის“ კომპლექსი არის ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც მთლიანად ქალაქის განვითარებას და ტურისტული პოტენციალის უკეთ ათვისებას შეუწყობს ხელს“ – პრემიერი

„თაბორზე მშენებარე სასტუმრო „პარაგრაფის“ კომპლექსი არის ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც მთლიანად ქალაქის განვითარებას და ტურისტული პოტენციალის უკეთ ათვისებას შეუწყობს ხელს“ – პრემიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად თავისუფლების მოედნის და თაბორის ქედის დამაკავშირებელი საბაგირო და თაბორზე მშენებარე სასტუმრო „პარაგრაფის“ კომპლექსი დაათვალიერა. მთავრობის მეთაურმა და დედაქალაქის მერმა საბაგიროთი იმგზავრეს და დეტალური ინფორმაცია […]