დიდთოვლობის გამო გზები ჩაიკეტა – საავტომობილო გზების დეპატრამენტი

თოვლის გამო ჩაკეტილია რამდენიმე საავტომობილო გზა, ამის შესახებ განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქვეყნებს: ,,დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ33 (ჩოხატაური-ჩხაკაურა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ასევე დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ33 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე […]
სოფო ჯაფარიძე – კაბალური საპენსიო სესხების განულდება 1-ელ დეკემბრამდე, პენსია გაიზრდება1000 ლარამდე, უფასო მედიკამენტები ექნებათ პენსიონერებს – ასევე, შშმ პირებისა და ომის ვეტერანთა პენსიები გაიზრდება ეტაპობრივად

კაბალური საპენსიო სესხების განულება 1-ელ დეკემბრამდე, პენსიის გაზრდა 1000 ლარამდე, უფასო მედიკამენტები პენსიონერებს, შშმ პირებისა და ომის ვეტერანთა პენსიების ეტაპობრივი ზრდა , – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ კოალიციის პროგრამის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე განაცხადა. სოფო ჯაფარიძემ პროგრამის პრეზენტაციაზე კიდევ ერთხელ ჩამოთვალა ის დაპირებები, რომლებსაც “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” გამარჯვების შემთხვევაში მოქალაქეებს ჰპირდება. […]
ალბანეთის ყოფილი პრეზიდენტი, ილირ მეტა კორუფციის ბრალდებით დააკავეს

ალბანეთის ყოფილი პრეზიდენტი, ილირ მეტა კორუფციის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ყოფილი პრეზიდენტის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს. ილირ მეტას პრესსპიკერის, ტედი ბლუშის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას „ყველა პატრიოტი და პატიოსანი ალბანელი დაგმობს“. ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მეტას დაკავება აშშ-ში ლობისტურ კონტრაქტსა და ფულის გათეთრებას უკავშირდება. 55 წლის ილირ […]
ანა დოლიძე წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის რაიონში, ისანში განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას ანა დოლიძის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ანა დოლიძემ ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ხალხი 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დამარცხებასა და კოალიციურ მმართველობას ელოდება. “ხალხი არის ძალიან მოტივირებული, ათობით მოქალაქეს ვესაუბრე და ყველა ელოდება 26 ოქტომბერს, რათა ეს ხელისუფლება გავუშვათ და ქვეყანაში […]
ლოიდ ოსტინი კიევშია

ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინაშია. ის კიევს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, დამატებით, 400 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას დაჰპირდა. ეს ოსტინის მეოთხე ვიზიტია კიევში და პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის თავდაცვის მდივნის რანგში, სავარაუდოდ, ბოლოც. აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული შეიარაღებული ძალების დაწინაურების კვალდაკვალ, შეერთებული შტატები უკრაინის დახმარებას აძლიერებს. “შეერთებულ შტატებს ესმის, რა დევს აქ სასწორზე, ბატონო […]
პიტერ სტანო – არ არის ევროკავშირის სპეციალური მისია, რომელიც დაეხმარება საქართველოს გაზარდოს წინააღმდეგობა ჩარევისა და დეზინფორმაციის მიმართ, რადგან, სამწუხაროდ, დეზინფორმაცია ხელისუფლების მხრიდან მოდის

არ არის ევროკავშირის სპეციალური მისია, რომელიც დაეხმარება საქართველოს გაზარდოს წინააღმდეგობა ჩარევისა და დეზინფორმაციის მიმართ, რადგან, სამწუხაროდ, დეზინფორმაცია მმართველი ხელისუფლების ოფიციალური მხრიდან მოდის , – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ბრიფინგზე განაცხადა. ამით სტანომ უპასუხა კითხვას, რომელიც უკავშირდებოდა არჩევნებს, კერძოდ მუშაობენ თუ არა დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოსთანაც, ისევე როგორც მოლდოვასთან. ამასთან, სტანომ […]
Bloomberg – რუსულმა დაზვერვამ 2017-2020 წლებში საქართველოში სამინისტროები, ეროვნული ბანკი, ცესკო, სხვადასხვა კომპანია დაჰაკა – 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში Turla-მ საგარეო საქმეთა სამინისტროს ქსელში შეაღწია და მონაცემები 114-ჯერ მოიპარა

როგორ „დაჰაკეს“ რუსმა დაზვერვის აგენტებმა მთელი საქართველო , – ამ სათაურით სტატიას Bloomberg-ი სააგენტოს მიერ მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით აქვეყნებს. Bloomberg News-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებისა და ტექნიკური ანგარიშების თანახმად, რუსმა ჰაკერებმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკში შეაღწიეს, ასევე, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების მთავარი მიმწოდებლები გატეხეს. ამასთან, გამოცემა წერს, რომ 2017-2020 წლებში რუსულმა დაზვერვამ წვდომა […]
ლაშა ბაქარაძე – არასდროს მინახავს ასეთი მზაობა დიდი გარდატეხისთვის, რაც უფრო მეტი მოქალაქე მივა არჩევნებზე, მით უფრო ცხადი იქნება გამარჯვება და ცხადი იქნება ის დიდი მარცხი, რომელსაც „ქართული ოცნება“ იწვნევს

მე, მანამდე, არასდროს მინახავს ასეთი მზაობა დიდი გარდატეხისთვის, რაც უფრო მეტი მოქალაქე მივა არჩევნებზე, მით უფრო ცხადი იქნება გამარჯვება და ცხადი იქნება ის დიდი მარცხი, რომელსაც იწვნევს „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პროგრამის პრეზენტაციაზე, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ განაცხადა. ლაშა ბაქრაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი როგორც 26 ოქტომბრის არჩევნების, ასევე, საარჩევნო […]
თინა ბოკუჩავა – ბიძინა ივანიშვილის დრო ამოიწურა და 5 დღეში ამას მთელი საქართველო დაამტკიცებს

ბიძინა ივანიშვილის დრო ამოიწურა და 5 დღეში ამას მთელი საქართველო დაამტკიცებს , – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური“ მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე განაცხადა. ბოკუჩავას განცხადებით, ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს და ამას 5 დღეში საქართველო დაამტკიცებს. „გუშინ, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, როდესაც თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი, თავისუფლების მოედანზე კიდევ ერთხელ […]
აშშ იძიებს ისრაელის მხრიდან ირანზე საპასუხო დარტყმისთვის მზადების შესახებ საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას

აშშ იწყებს გამოძიებას საქმეზე, რომელიც ეხება გაჟონვას მკაცრად გასაიდუმლოებული სადაზვერვო დოკუმენტებისა, ისრაელის მხრიდან ირანზე საპასუხო დარტყმისთვის მზადების თაობაზე – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა 20 ოქტომბერს. დოკუმენტები, რომლებიც 15 და 16 ოქტომბრითაა დათარიღებული, პირველად 19 ოქტომბერს გამოჩნდა ტელეგრამის აპლიკაციაზე. მათ ადევს “მკაცრად გასაიდუმლოებულის” გრიფი და აქვთ ნიშნები, რომელთა თანახმადაც მათი გაცნობა მხოლოდ აშშ-ის, ავსტრალიის, კანადის, […]