პიტერ სტანო – არ არის ევროკავშირის სპეციალური მისია, რომელიც დაეხმარება საქართველოს გაზარდოს წინააღმდეგობა ჩარევისა და დეზინფორმაციის მიმართ, რადგან, სამწუხაროდ, დეზინფორმაცია ხელისუფლების მხრიდან მოდის

არ არის ევროკავშირის სპეციალური მისია, რომელიც დაეხმარება საქართველოს გაზარდოს წინააღმდეგობა ჩარევისა და დეზინფორმაციის მიმართ, რადგან, სამწუხაროდ, დეზინფორმაცია მმართველი ხელისუფლების ოფიციალური მხრიდან მოდის , – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ბრიფინგზე განაცხადა. ამით სტანომ უპასუხა კითხვას, რომელიც უკავშირდებოდა არჩევნებს, კერძოდ მუშაობენ თუ არა დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოსთანაც, ისევე როგორც მოლდოვასთან. ამასთან, სტანომ […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი „სტუ-ტონუსს“ წყალბურთის საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, წყალბურთელთა გუნდს – „სტუ-ტონუსი“ (თბილისი) წყალბურთის საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებასა და „ქუთაისის თასის“ მოპოვებას ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, საერთაშორისო ტურნირზე, რომელსაც ქუთაისის ოლიმპიური საცურაო აუზი მასპინძლობდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა – „სტუ-ტონუსი“ ღირსეულად იასპარეზა, ფინალურ შეხვედრაში კი ქუთაისის გუნდს სძლია […]

„საქართველოს ბანკის“ სტიპენდიების პროგრამის 21-ე პარტნიორი საქართველოს უნივერსიტეტია

„საქართველოს ბანკი“ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ფინანსურმა ინსტიტუტმა რამდენიმე თვის წინ სტიპენდიების პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 21 პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. „საქართველოს“ უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 20 უნივერსიტეტის 160-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ახლახან პარტნიორი […]

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშებს აქვეყნებს

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშებს აქვეყნებს. საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს “მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის” და “საფინანსო სექტორის მიმოხილვის”. როგორც წინა თვეში, ამ ანგარიშშიც საბანკო სექტორის მონაცემები მონეტარული სტატისტიკის მეთოდოლოგიის მიხედვითაა განახლებული. ეროვნული ბანკის ცნობით, გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა. ოქტომბრის ანგარიშების ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ […]

აკაკი ალადაშვილი – საბურთალოს რაიონის მოსახლეობა ყოველდღიური შეხვედრებისას, მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს „ქართული ოცნების“ გუნდის მიმართ

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ყაზბეგის N17-19-ისა და იოსებიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ოცნება“ ავრცელებს. შეხვედრაზე დელეგატმა ქვეყანაში მშვიდობის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მოსახლეობა გაეცნო „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმებს. „შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2012 წლის 1 -ელი ოქტომბრის, შემდეგ „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის განვითარებისა და […]

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე გადაადგილების შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ33 (ჩოხატაური-ჩხაკაურა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ33 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. […]

ერგონომიული დიზაინი, აკუსტიკური პანელები და კონფიგურირებადი ავეჯი – Open space კონცეფციით შექმნილი ,,თეგეტას“ მარკეტინგის გუნდის საქმიანი სივრცე

თანამედროვე მსოფლიოში კომპანიები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ კომფორტული და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნას სამუშაო ოფისებში. ღირსეულ და თანასწორ გარემოსთან ერთად, ფიზიკური სივრცე, სადაც თანამშრომლები დღის უდიდეს ნაწილს ატარებენ, ჯანსაღი სამუშაო პირობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია. თანამედროვე მსოფლიოში კომპანიები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ კომფორტული და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნას სამუშაო ოფისებში. ღირსეულ და თანასწორ გარემოსთან ერთად, ფიზიკური […]

4 უბანი ერთ მისამართზე და ათასობით რეგისტრირებული ამომრჩეველი ნიუ-იორკში

პასუხები ემიგრანტებისთვის ხმის მისაცემად ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე; ვინ მოიგებს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გულს ამერიკაში, მნიშვნელოვან მერყევ შტატებში – საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 კვირაზე ნაკლები დრო რჩება; ეწინააღმდეგება თუ არა უნგრეთის პოლიტიკა ევროკავშირის კანონმდებლობას?

რუტე: ჩრ. კორეიდან უკრაინაში სამხედროების გაგზავნა კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს

ნატოს ახალი გენერალური მდივანი, მარკ რუტე ამბობს, რომ თუ ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში რუსეთის მხარეს საბრძოლველად სამხედროებს გაგზავნის, ეს ომის ესკალაციას გამოიწვევს. რუტემ ეს განცხადება სოციალურ ქსელ „ექსში“ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ის სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ესაუბრა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოთ კორეასა და რუსეთს შორის თანამშრომლობა მხოლოდ იარაღის და საბრძოლო მასალის მიწოდებით არ შემოიფრაგლებლა, თავდაპირველად […]

„ჩვენ სამართლიანად ვიბრძოლეთ უსამართლო ბრძოლაში და გავიმარჯვეთ“ – სანდუ

მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ X-ზე წერს: „ჩვენ სამართლიანად ვიბრძოლეთ უსამართლო ბრძოლაში და გავიმარჯვეთ, თუმცა ბრძოლა არ დასრულებულა. ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას მშვიდობის, კეთილდღეობისა და საკუთარი მომავლის აშენების თავისუფლებისთვის“