ისეთი ძალით დაარტყა, ყბა ორ ადგილას გაუტეხა – რა მოხდა რუსულ გუნდში?

რუსეთის მეორე A ლიგის (რანგით მესამე დივიზიონი) ნოვოსიბირსკის “სიბირის” 37 წლის კაპიტანმა სერგეი ნარილკოვმა კონფლიქტისას 22 წლის თანაგუნდელს, კონსტანტინ პოპოვს ყბა გაუტეხა, – იტყობინება Московский комсомолец-ი ტელეგრამ-არხ Mash Siberia-ზე დაყრდნობით. ჩხუბი გასახდელში მოხდა და დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა. პოპოვს ქვედა ყბის ორმხრივი მოტეხილობა დაუდგინდა და ოპერაცია ჩაუტარდა. კლუბმა მომხდარზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ნარილკოვმა თქვა, რომ […]
,, ჩემი გვარის გაგონება, მე თვითონ მომეწყინა უკვე…” – ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ,,იმედთან” ინტერვიუში აცახდებს: ,,თუ არ მოკვეთე სიმსივნე, ის გავრცელდება. არადა, ოდესღაც, დაძაბუნდება ორგანიზმი – ქართული ოცნებაც ამოუვიდათ ალბათ ხალხს ყელში, 12 წლის მანძილზე, რომ ერთი და იგივე ხელისუფლება აირჩიო დემოკრატიულ სახელმწიფოში, ძალიან რთულია, ჩემი გვარის გაგონება, მე თვითონ მომეწყინა უკვე… …არჩევნების მოგება არ არის გადამწყვეტი. ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ესენი [ენმ] ავკრძალოთ […]
„ოკუპირებული აფხაზეთის 6 ბანკი რუსული საინვესტიციო პროექტების შესახებ ე.წ. შეთანხმებას აპროტესტებს“ – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის 6 ბანკი რუსული საინვესტიციო პროექტების შესახებ ე.წ. შეთანხმებას აპროტესტებს. როგორც გამახარიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ე.წ. შეთანხმება აფხაზეთში რუსული ბანკების ფილიალების შექმნას გულისხმობს. “ე.წ. შეთანხმება, ძირითადად მოიცავს აფხაზური მხარის მთელ რიგ ვალდებულებებს ინვესტორების წინაშე. მას ჰქვია “აფხაზეთს და რუსეთს შორის შეთანხმება რუსული იურიდიული პირებისთვის […]
მთავრობამ, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა

საქართველოს მთავრობამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „მთავრობის დადგენილებას საფუძვლად დაედო ცესკოს მიმართვა, რომლის თანახმად, ვინაიდან საარჩევნო უბნები განთავსებულია საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სამუშაო დღეებში მიმდინარე აქტივობამ, შესაძლოა, შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად მოწყობა. ცესკო განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების საუბნო საარჩევნო კომისიების გამართულად […]
მე სულ მექნება იმის კომპლექსი, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვღებულობ იმისთვის, რომ ჩემი თანხები იქნებ როგორმე დამიბრუნონ – ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა ,,იმედთან” ელჩებთან შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზებზე ისაუბრა: „ვეუბნებოდი ამერიკის ელჩს, ვწერდი ამას, ეს ნაწერები მე მაქვს, რომ ეს იქნება კონტრპროდუქტიული მხოლოდ ამ მიზეზით. მე ვეუბნებოდი, რომ ამ ფულს სადაც გინდათ იქით მივმართავ. ეს ქველმოქმედებისთვის მინდოდა, მაგრამ შემიძლია სხვა ფონდში გადავრიცხო, მაგრამ ეს ჩემთვისაც დიდი პრობლემაა, რომ არსებობს არასწორად დაბლოკილი თანხები და მე ვერაფრით […]
როდესაც შეხვედრებზე იყო საუბარი რამდენჯერმე ვეუბნებოდი ამერიკის ელჩს, რომ ჩემთან შეხვედრას არავითარი აზრი არ ექნება, კონტრპროდუქტიული იქნება

როდესაც შეხვედრებზე იყო საუბარი კარგად განვუმარტე რამდენჯერმე. მე შეხვედრების წინააღმდეგი კი არ ვიყავი, არც ადრე და არც დღეს, მაგას როგორ ვიკადრებ. მე განვუმარტე, რომ ჩემთან შეხვედრას არავითარი აზრი არ ექნება, კონტრპროდუქტიული იქნება, რამეთუ ვერცერთ გადაწყვეტილებაში მე ვერ მივიღებ მონაწილეობას. სასარგებლო რომ იყოს საქართველოსთვისაც, ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც, მე მაინც ვიქნები კონტრპროდუქტიული რამეთუ მაქვს კომპლექსი, რომ მე […]
განცხადებები, ძირითადად, შანტაჟის შემცველია და ამის კოორდინაციას აკეთებს რასაც „გლობალური ომის პარტიას“ ვეძახით, დღევანდელი ოპოზიციის მეპატრონეები – ვფიქრობ, შანტაჟმა არ იმუშავა

განცხადებები, ძირითადად, შანტაჟის შემცველია და ამის კოორდინაციას აკეთებს რასაც „გლობალური ომის პარტიას“ ვეძახით, დღევანდელი ოპოზიციის მეპატრონეები – ვფიქრობ, შანტაჟმა არ იმუშავა განცხადებები, ძირითადად, შანტაჟის შემცველია და ამის კოორდინაციას აკეთებს ჩვენ რასაც ვეძახით „გლობალური ომის პარტიას“ – მეპატრონეებს ჩვენი დღევანდელი ოპოზიციის; მე ვფიქრობ, რომ შანტაჟმა არ იმუშავა, პირიქით – მე რასაც ვუყურებ და რეგიონებში დავდივარ, მობილიზებაა […]
იქნება ძალიან დაძაბული ვითარება გეოპოლიტიკურად და შესაბამისად, გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე

განსაკუთრებული გარემოა, შემიძლია ამას ხაზი გავუსვა. განსაკუთრებით დაძაბულია – ასე ვერ ვიტყოდი, რამეთუ, პირველადი შეფასება უკვე გააკეთა ეუთო/ოდირმა და საკმაოდ პოზიტიური, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში. ივანიშვილის განმარტებით, საქართველოში, სამწუხარო რეალობის შექმნას ცდილობენ გარკვეული თანამდებობის პირები და ბიუროკრატები, რომლებიც კოორდინაციაში არიან ოპოზიციასთან, თუმცა, მანვე ხაზი გაუსვა იმასაც, […]
ჯონ კირბი – რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია, რადგან შედეგები აჩვენებს, რომ მოლდოვის დემოკრატია ძლიერია

რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია, რადგან შედეგები აჩვენებს, რომ მოლდოვის დემოკრატია ძლიერია , – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „მოსკოვი აქტიურად მუშაობდა, რათა მოლდოვის არჩევნებისთვის და მათი ევროინტეგრაციისთვის ძირი გამოეთხარა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოსკოვმა აღნიშნული მცდელობებისთვის მილიონობით დოლარი გამოყო. რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია, რადგან შედეგები აჩვენებს, […]
ბადრი ჯაფარიძე – მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს: ერთადერთი გამოსავალი „ქართული ოცნებისთვის“ არის ის, რომ აღიაროს ქართველი ხალხის ნება და უზრუნველყოს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა

მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს და ვუთხრა მას, რომ ერთადერთი გამოსავალი „ქართული ოცნებისთვის“ არის ის, რომ აღიაროს ქართველი ხალხის ნება და უზრუნველყოს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა იმ პოლიტიკური ძალებისადმი, რომლებიც მიიღებენ ქართველი ხალხის მხარდაჭერის მანდატს , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ის მიმართავს ბიძინა ივანიშვილს, […]