ლგბტ პროპაგანდა – ეს არის დაპყრობის საუკეთესო და ყველაზე თანამედროვე იარაღი

ეს არის დაპყრობის საუკეთესო და ყველაზე თანამედროვე იარაღი და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ის, რომ ოპოზიცია ამას ესე მარტივად გვაყრის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგონაო, უამრავი მაგალითია ვისაც დანახვა უნდა. ეს არის ძალიან სახიფათო. მე ამ საზოგადოების წინააღმდეგი არაფერი არ მაქვს, ესენი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ეს არახალია, სოკრატეს დროიდან და უფრო ადრე იხსენებენ სანამ ადამიანი […]
არჩევნების მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი – ბიძინა ივანიშვილი

განსაკუთრებული გარემოა, შემიძლია ამას ხაზი გავუსვა. განსაკუთრებით დაძაბულია – ასე ვერ ვიტყოდი, რამეთუ, პირველადი შეფასება უკვე გააკეთა ეუთო/ოდირმა და საკმაოდ პოზიტიური, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში. ივანიშვილის განმარტებით, საქართველოში, სამწუხარო რეალობის შექმნას ცდილობენ გარკვეული თანამდებობის პირები და ბიუროკრატები, რომლებიც კოორდინაციაში არიან ოპოზიციასთან, თუმცა, მანვე ხაზი გაუსვა იმასაც, […]
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე PACE-ის სადამკვირვებლო დელეგაციას ვენეციის კომისიის წარმომადგენლები სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო დელეგაციას ვენეციის კომისიის წარმომადგენლები სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ , – ამის შესახებ განცხადებას ვენეციის კომისია ავრცელებს. „საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ვენეციის კომისიის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო დელეგაციას სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ. დელეგაცია წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ ბრიფინგებში მიიღებს მონაწილეობას და დასაწყისის, ხმის […]
ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე – საჯაროდ თქვეს, რომ მე ხელოვნურად ვბლოკავ და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა პირადულს ვაყენებ, ამ დროს, პირიქით, მქონდა კომპლექსი, რომ პირადულისთვის ქვეყანა არ დამეზიანებინა და ამიტომაც არ ვხვდებოდი, ახლა ეს მოიხსნა

საერთოდ არ მინდოდა ამ თემაზე შეხება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საჯაროდ თქვეს უკვე, რომ მე ამას ხელოვნურად ვბლოკავ, არ მაქვს სურვილი და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა პირადულს ვაყენებ და ამ დროს, პირიქით მე მგონი, განმარტება უკვე საკმარისი გავაკეთე, პირიქით, მე მქონდა კომპლექსი, რომ პირადულისთვის ქვეყანა არ დავაზიანო და ამიტომაც არ გხვდებოდი. ახლა ეს მოიხსნა , – […]
აბა, გაიხსენეთ, გახარია, 2021 წელს რატომ გადადგა ისე სასწრაფოდ პრემიერმინისტრი? – ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ,,იმედთან” ინტერვიუში აცხადებს: ,,უკრაინაც 2022-ში, ვნახეთ მზადება როგორი იყო, როგორ უნდოდათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ზუსტი რიცხვი ომის დაწყების განსაზღვრული არავის არ ჰქონდა წინამდებარე პერიოდსაც თუ გავიხსენებთ, ვიცოდი, რომ რაღაც საშინელება უნდა დატრიალებულიყო, ვუყურებდი ტელევიზორს. არავინ არ იცოდა, ზუსტად ეს ომი როდის დაიწყებოდა, რაღაც თვეებში და კვირეებში ვერავინ ვერ გეტყოდათ ამას. აბა, გაიხსენეთ, […]
ბიძინა ივანიშვილი – უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, ვთხოვე შეხვედრა – ჩემგან პრობლემა აღარ არის და მზად ვარ შესახვედრად, არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას – ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის

ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის. ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, კარგად გაიხსენებენ ჩემს დამოკიდებულებას. იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ომის დასრულების პარალელურად აუცილებლად მოვახერხებთ უაღრესად რთული და არასასურველი დამოკიდებულებები შევცვალოთ უფრო პოზიტიურად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მან „იმედთან“ ინტერვიუში საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვაზე ისაუბრა და […]
სოფო ჯაფარიძე – კაბალური საპენსიო სესხები განულდება 1-ელ დეკემბრამდე, პენსია გაიზრდება1000 ლარამდე, უფასო მედიკამენტები ექნებათ პენსიონერებს – ასევე, შშმ პირებისა და ომის ვეტერანთა პენსიები გაიზრდება ეტაპობრივად

კაბალური საპენსიო სესხების განულება 1-ელ დეკემბრამდე, პენსიის გაზრდა 1000 ლარამდე, უფასო მედიკამენტები პენსიონერებს, შშმ პირებისა და ომის ვეტერანთა პენსიების ეტაპობრივი ზრდა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ კოალიციის პროგრამის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე განაცხადა. სოფო ჯაფარიძემ პროგრამის პრეზენტაციაზე კიდევ ერთხელ ჩამოთვალა ის დაპირებები, რომლებსაც “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” გამარჯვების შემთხვევაში მოქალაქეებს […]
ივანიშვილი სანქციებზე: მე პირადად აღარ ველოდები, ამოწურეს

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან “შანტაჟმა” და სანქცირებამ “უკუშედეგი გამოიღო”. ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, ინტერვიუში ისაუბრა. წამყვანმა მას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკასა და შესაძლო სანქცირებაზე ჰკითხა, რაზეც ივანიშვილმა თქვა, რომ განცხადებები “შანტაჟის შემცველია” და მას “გლობალური ომის პარტიის მხრიდან კოორდინირებული” უწოდა. “მე ვფიქრობ, შანტაჟმა არ იმუშავა, […]
ივანიშვილი: პარტიების აკრძალვის ასეთი საფუძველი, ჩვენ რომ გვაქვს, ფაშისტურ გერმანიას ჰქონდა

ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი კვლავ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე საუბრობს და ამბობს, რომ გასამართლებისთვის “კარგი საფუძველი აქვთ”. ამ კონტექსტში ის ფაშისტურ გერმანიასა და ნიურნბერგის პროცესს ახსენებს. ეს განცხადება მან TV იმედის ეთერში გააკეთა. “თუ არ მოკვეთე სიმსივნე, ის გავრცელდება, არადა, ოდესღაც დაძაბუნდება ორგანიზმი, ქართული ოცნებაც ამოუვიდა ხალხს ალბათ ყელში, 12 წლის განმავლობაში დემოკრატიულ სახელმწიფოებში რომ ერთი […]
გაერო გმობს ზარალს, რომელიც მოჰყვა ისრაელის თავდასხმას ჰეზბოლასთან დაკავშირებულ ფინანსურ ფირმაზე

გაერომ დაგმო ისრაელის თავდასხმა, რომლის სამიზნეც იყო ჰეზბოლასთან დაკავშირებული ფირმა – გაერო აცხადებს, რომ დარტყმები განხორციელდა “სხვადასხვა ურბანულ და საცხოვრებელ არეალში”, და მათ მოჰყვა “ფართო ზარალი სამოქალაქო ობიექტებზე”. გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ თავდასხმების სამიზნე იყო ალ-ყარდ ალ-ჰასანის ფინანსურ ასოციაციასთან დაკავშირებული ობიექტები. ისრაელმა ეს ობიექტები მიზანში ამოიღო 20 ოქტომბრის საღამოს, ბეირუთში, აღმოსავლეთში […]