გიორგი ვაშაძე – ვიშორებთ ივანიშვილს, ვიწყებთ სწრაფ გაწევრიანებას ევროკავშირში – რეფერენდუმზე არჩევანი ძალიან კონკრეტულია

14 მილიარდი ევრო, ეს არის კოლოსალური თანხა, რომელიც საქართველოს სწრაფ განვითარებას მოხმარდება. 14 მლრდ ევრო, რომელიც იმ მიმართულებებზე დაიხარჯება, რაც სწრაფად შეცვლის ცხოვრებას უკეთესობისკენ. 14 მლრდ ევროში გათვალისწინებულია წარმოების განვითარება საქართველოში. ყველა რეგიონში საწარმო გაიხსნება , – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარტიის პროგრამის შემაჯამებელი პრეზენტაციისას განაცხადა. ვაშაძე საუბრისას სამ ძირითად მიმართულებას, […]

მე პირადად, აღარ ველოდები, ამოწურეს – ივანიშვილი სანქციებზე

მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან “შანტაჟმა” და სანქცირებამ “უკუშედეგი გამოიღო”. ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, ინტერვიუში ისაუბრა. წამყვანმა მას წინასაარჩევნოდ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკასა და შესაძლო სანქცირებაზე ჰკითხა, რაზეც ივანიშვილმა თქვა, რომ განცხადებები “შანტაჟის შემცველია” და მას “გლობალური ომის პარტიის მხრიდან კოორდინირებული” უწოდა. “მე ვფიქრობ, შანტაჟმა არ […]

ივანიშვილი ამბობს, რომ აშშ-ის ელჩთან შეხვედრა აქვს ჩანიშნული – არჩევნების შემდეგ

ბიძინა ივანიშვილის თქმით, მას საქართველოში აშშ-ის ელჩთან, რობინ დანიგანთან, არჩევნების შემდეგ შეხვედრა აქვს ჩანიშნული. აქამდე, აშშ-ის წარმომადგენლები, მათ შორის სენატორები, ამბობდნენ, რომ ივანიშვილი მათთან შეხვედრაზე უარს ამბობდა. „იმედთან“ ინტერვიუში ივანიშვილმა ეს უარები იმით ახსნა, რომ მისთვის უხერხული იყო აშშ-ის წარმომადგენლებთან საუბარი მაშინ, ვინაიდან გამოჩნდებოდა, რომ ამას აკეთებს მისი კუთვნილი, „ხელოვნურად დაბლოკილი ფულის გამო“. „მე შეხვედრების […]

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამის 21-ე პარტნიორი საქართველოს უნივერსიტეტია

საქართველოს ბანკი ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ფინანსურმა ინსტიტუტმა რამდენიმე თვის წინ სტიპენდიების პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 21 პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. პროექტის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 20 უნივერსიტეტის 160-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ახლახან პარტნიორი უნივერსიტეტების რიცხვს საქართველოს […]

რუსული მედია – მოსკოვის ოლქში იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

მოსკოვის ოლქში იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს. „დადგინდა, რომ მოსკოვის ოლქის ქალაქ ეგორიევსკში უცხოელი საცხოვრებელ ადგილას მცირეკალიბრიან თოფს TOZ-8-ს, სანადირო თოფს IZH-27-ს, 300-ზე მეტ ვაზნას, RGD-5 ყუმბარასა და 500 გრამზე მეტ დენთს ინახავდა“, – განაცხადეს მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განყოფილებაში. […]

ბიძინა ივანიშვილი – დასჯამ და სანქცირებამ უკუშედეგი გამოიღო, არ იმუშავა და ვერც იმუშავებს – იმის იქით ველოდებით თუ არა? – მე პირადად, აღარ ველოდები, რისი გაკეთებაც შეეძლოთ და რაც უნდოდათ გააკეთეს, ამოწურეს

განცხადებები, ძირითადად, შანტაჟის შემცველია და ამის კოორდინაციას აკეთებს ჩვენ რასაც ვეძახით „გლობალური ომის პარტიას“ – მეპატრონეებს ჩვენი დღევანდელი ოპოზიციის; მე ვფიქრობ, რომ შანტაჟმა არ იმუშავა, პირიქით – მე რასაც ვუყურებ და რეგიონებში დავდივარ, მობილიზებაა უფრო დიდი, საზოგადოებაა გათვითცნობიერებული , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს […]

ეროვნული ბანკი ანალიტიკურ ანგარიშებს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი ანალიტიკურ ანგარიშებს აქვეყნებს. საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს “მიმდინარე მაკროეკონომიკურ მიმოხილვას” და “საფინანსო სექტორის მიმოხილვას”. როგორც წინა თვეში, ამ ანგარიშშიც საბანკო სექტორის მონაცემები მონეტარული სტატისტიკის მეთოდოლოგიის მიხედვითაა განახლებული. ეროვნული ბანკის ცნობით, გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა. ოქტომბრის ანგარიშების ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ […]

ლაშა ბაქრაძე – არასდროს მინახავს ასეთი მზაობა დიდი გარდატეხისთვის, რაც უფრო მეტი მოქალაქე მივა არჩევნებზე, მით უფრო ცხადი იქნება გამარჯვება და ცხადი იქნება ის დიდი მარცხი, რომელსაც „ქართული ოცნება“ იწვნევს

მე, მანამდე, არასდროს მინახავს ასეთი მზაობა დიდი გარდატეხისთვის, რაც უფრო მეტი მოქალაქე მივა არჩევნებზე, მით უფრო ცხადი იქნება გამარჯვება და ცხადი იქნება ის დიდი მარცხი, რომელსაც იწვნევს „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პროგრამის პრეზენტაციაზე, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ განაცხადა. ლაშა ბაქრაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი როგორც 26 ოქტომბრის არჩევნების, ასევე, საარჩევნო […]

ბიძინა ივანიშვილი – ვინც დღეს გვაკრიტიკებს, დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ საქართველოს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს – ავიწყდებათ ერთი რამ, რომ საქართველოში არის რეალური დემოკრატია

ლიბერალური იდეოლოგია, რომელსაც ჩვენ ფსევდოლიბერალურს ვეძახით, უფრო უხეშ და უფრო სწორ ტერმინებსაც იყენებენ ჩემი თანაგუნდელები და მას ლიბერალურ ფაშიზმსაც უწოდებენ; მე უფრო ტერმინს ფსევდოლიბერალურს გამოვიყენებ, ზოგადად, მისი საფუძველი არის ის, რომ საზოგადოებას ვირტუალური რეალობა და რეალობა გაუთანაბროს. ვირტუალური რეალობა რეალობად მოაჩვენოს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, შესაძლოა, […]

ფრანგებს, ზამთრის მოახლოებასთან ერთად კვლავ მოუწოდეს დაზოგონ ელექტროენერგია

ცივი სეზონის დაწყებამდე საფრანგეთის მთავრობამ კვლავ წამოიწყო კამპანია ენერგორესურსების ეკონომიური გამოყენების მოწოდებით – როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ AFP იუწყება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპას წელს ენერგორესურსების დეფიციტი არ ემუქრება, როგორც 2022 წელს, საფრანგეთის მთავრობამ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაუმეოროს მოწოდება მოქალაქეებს, გამოიყენონ რესურსები ზომიერად და ეს ჩვევად აქციონ.