ივანიშვილი გასამართლებით გახარიას და მის გუნდსაც ემუქრება

ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიასა და მის გუნდსაც გასამართლებით ემუქრება. ეს მან ტვ იმედის ეთერში თქვა და აღნიშნა, რომ “სასამართლოს დონეზე აქვთ” დოკუმენტები დალაგებული. “დავუბრუნდები ჩვენს მოუშუშებელ ჭრილობას, აი, გახარიას პარტიის წევრები… კიდევ ვიმეორებ, არასდროს შეურაცხყოფა არ მიმიყენებია პოლიტიკოსისთვის, მაგრამ ამ გარეწარს [გიორგი გახარია] და მასთან ერთად რომ დგანან, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ. […]

,,ღმერთს ვყვარებივართ, ეს კაცი ჩვენს ქვეყანაში რომ დაიბადა!” – ნინო ფოჩხუა ივანიშვილზე

ანალიტიკოსი ნინო ფოჩხუა ივანიშვილის ,,იმედთან” ინტერვიუს ეხმაურება: ,,ღმერთს ვყვარებივართ, ეს კაცი ჩვენს ქვეყანაში რომ დაიბადა!”

,, ის, რომ მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ, ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის” – ივანიშვილი ლგბტ პროპაგანდაზე

ივანიშვილმა ,,იმედთან” ინტერვიუში განაცხადა: ,,რაც შეეხება ლგბტ საზოგადოებას, უფრო რთულად ითქმის, მაგრამ ვერ ვიმახსოვრებ იქ ასოებს ამატებენ და უკაცრავად ამ საზოგადოების წინაშე, შეიძლება ზუსტად ვერ გამოვხატავ სახელს, მაგრამ აზრი გასაგებია, „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ საქართველოში როდესაც მიიღეს მასში არის ჩემი ლომის წვლილი. „ნაცებმა“ ვერც კი გაბედეს ამ კანონის შემოტანა. მეც არ დაგიმალავთ და ძალიან დიდი მუშაობა დამჭირდა, […]

Boeing-მა გაფიცული პროფკავშირების ლიდერებთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია – The Wall Street Journal

Boeing Co.–მ მიაღწია წინასწარ შეთანხმებას „მექანიკოსთა და აერონავტიკის მუშაკთა საერთაშორისო ასოციაციის“ (International Association of Machinists and Aerospace Workers, IAM) ლიდერებთან, რამაც შესაძლოა შეწყვიტოს გაფიცვა, რომელიც 13 სექტემბრიდან გრძელდება – ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. Boeing-ის ახალი წინადადება ოთხი წლის განმავლობაში ხელფასის 35%-ით გაზრდას ითვალისწინებს. თავდაპირველად კომპანია მზად იყო ხელფასების 25%-ით გაზრდაზე, მაგრამ შემდეგ […]

ბიძინა ივანიშვილი დამატებით სანქციებს არ ელოდება

ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი სანქციებს არ ელოდება. ამის შესახებ მან “იმედის” ეთერში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს ისეთი განცხადებები, რომლებიც არაკორექტული და არაობიექტურია. ასევე პირიქით შედეგი გამოიღო დასჯამ და სანქცირებამაც. ივანიშვილის განცხადებით, ამან არ იმუშავა და ვერც იმუშავებს. „[საზოგადოება] უფრო ღიზიანდება ასეთი განცხადებებით, რომელიც არაკორექტულია და ძალიან ხშირად, ობიექტურობას სცილდება. ეს […]

ივანიშვილი არჩევნების შემდეგ აშშ-ის ელჩთან შეხვედრას გეგმავს

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდება. მისივე თქმით, ეს შეხვედრა ელცთან უკვე შეთანხმებულია. ამის შესახებ ივანიშვილმა “იმედის” ეთერში ინტერვიუსას ისაუბრა. “როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა კრედიტ სუისმა, მე მყისიერად, წინა კვირაში უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, გვქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე შეხვედრა […]

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ მასსა და აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შორის შეხვედრა გაიმართება

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ მასსა და აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შორის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, სინგაპურში სასამართლო დავის მოგების შემდეგ, მას ამერიკის ელჩთან ჰქონდა კომუნიკაცია და შეხვედრა მოითხოვა.მისივე თქმით, შეხვედრა არჩევნების შემდეგ გაიმართება. […]

ბიძინა ივანიშვილი – ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის – იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ომის დასრულების პარალელურად აუცილებლად მოვახერხებთ უაღრესად რთული და არასასურველი დამოკიდებულებები შევცვალოთ უფრო პოზიტიურად

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ყველაფრის პრობლემა და მიზეზი არის ომი“. მისი თქმით, სწორედ ამან „გაამძაფრა ყველანაირი ურთიერთობები და შეცვალა, ზოგჯერ თავდაყირაც კი დააყენა ის, რაც გვქონდა“. ასევე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ მასსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შორის შეხვედრა გაიმართება. „ჩვენ […]

ბიძინა ივანიშვილი – გვაომეს და კიდე უნდათ, რომ გვაომონ

ევროპარლამენტმა გაბედა და რეზოლუციაში ჩაწერა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უნდა შევუერთდეთ. ამის თქმას ოპოზიციის ნაწილი ბედავდა, ნაწილი ვერ. კაბინეტებში ამაზე ძალიან დიდი ზეწოლა იყო , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, როგორც ივანიშვილი აცხადებს, ამ ყველაფერმა გამოიწვია „ქართული ოცნების“ გამყარება, გამკაცრება და აგრესიულობა, რადგან მისი თქმით, გუნდმა უფრო ადრე იცოდა ყველაფერი, […]

ყველა პროექტი დაპაუზებულია – ბიზნესმენი მთავრობის პოლიტიკის შედეგებზე

“ყველა პროექტი, რომელიც წარდგენილი გვქონდა, დაპაუზებულია”, – ამის შესახებ “საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის” აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა. როგორც მან “საქმის კურსთან” აღნიშნა, საქართველოს მთავრობის პოლიტიკის გამო, ევროპელი ბიზნესმენები ინვესტიციების ჩადებისგან თავს იკავებენ.