ჩინეთთან სახმელეთო გადაზიდვები იზრდება – რა გეგმები აქვს გადაზიდვების კომპანია World Logistics-ს?

საქართველოს სატრანზიტო ველი საკმაოდ გაიზარდა, გაზრდილია მოთხოვნა ჩინეთიდან ტვირთის ტრანსპორტირებაზე. გაზრდილი შესაძლებლობების კვალდაკვალ ბაზარზე გამოჩნდა ახალი კომპანია World Logistics-ი, რომელიც წარმოადგენს სერვის ოპერატორს ჩინეთის სახმელეთო ხაზის მიმართულებით, სადაც გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ სატვირთო ავტომობილებით, რაც სატრანზიტო ვადის მინიმუმამდე შემცირებას უწყობს ხელს. World Logistics-ი ლიდერი კომპანიაა სახმელეთო გადაზიდვების სფეროში ჩინეთიდან, რომელიც ტვირთის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს 20-25 დღეში. World […]

იანვარ-სექტემბერში, ექსპორტშიც და იმპორტშიც პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია

2024 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 762.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 36.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 227.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 4.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 214.5 მლნ. აშშ დოლარით (4.5 პროცენტი). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი […]

მაია ბითაძე – როდესაც ხარ წარმატებული, პატრიოტი, შენ საქმეში ძალიან მაგარი,რატომ ფიქრობს ვინმე, ვინც „ფეისბუქზე“ „აკაკუნებს“, რომ მისი შეეშინდება ასეთ ადამიანს?

როდესაც ხარ წარმატებული, პატრიოტი, შენ საქმეში ძალიან მაგარი – რატომ ფიქრობს ვინმე, ვინც „ფაცეზე“ „აკაკუნებს“, რომ მისი შეეშინდება ასეთ ადამიანს, ან მინიმუმ ეწყინება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, მაია ბითაძე, სოციალურ ქსელში წერს. ბითაძე ეხმიანება ოპოზიციის მიერ „ქართული ოცნების“ ახალ სარჩევნო კლიპში მონაწილე სხვადასხვა ცნობილი ადამიანის კრიტიკას. მისი თქმით, უკვე გასაგებია, რომ კამპანიაში მონაწილეებს […]

Patek Philippe-მა, 25 წლის განმავლობაში პირველად, საათების ახალი კოლექცია წარადგინა

შვეიცარიულმა საათების მწარმოებელმა Patek Philippe-მა მეოთხედი საუკუნის განმავლობაში პირველად წარმოადგინა ახალი კოლექცია, იუწყება CNBC. კოლექციას ჰქვია Cubitus და შედგება სამი მოდელისგან, ორი დამზადებულია ფოლადისგან, ერთი პლატინისგან. პლატინის მოდელს გაფართოებული ფუნქციონალი აქვს, მათ შორის ცალკე ციფერბლატები კვირის დღეების და მთვარის ფაზის საჩვენებლად. საათს მოჰყვება ორი სახის სამაჯური – ფოლადის და ფოლადის ვარდისფერი ოქროთი. interfax

რა ქვეყნებში და რა ღირებულების ავტომობილები გავიდა საქართველოდან ექსპორტზე – სტატისტიკა

2024 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო საქონელს მსუბუქი ავტომობილები წარმოადგენდა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში უცხოეთში 1.76 მილიარდი დოლარის ღირებულების 79 ათასი ავტომობილის რეექსპორტი განხორციელდა, თანხობრივად ექსპორტი 12.5%-ით არის გაზრდილი. სტატისტიკის მიხედვით, წელს ყველაზე მეტად 96%-ით გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი ცენტრალური აზიის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში – ყირგიზეთში, სადაც ექსპორტმა წელს 838 მილიონი დოლარი შეადგინა. ყირგიზეთში […]

რუსები სუმის ოლქს დრონებით დაესხნენ თავს, დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ბავშვი

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის სუმის ოლქს დაარტყეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია. დილით რუსებმა სუმის დაბომბვა განაგრძეს და საცხოვრებელ კორპუსსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს. ამ თავდასხმის შედეგები დგინდება. ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ წუხელ სუმის ოლქში Shahed-ის ტიპის […]

ქართველი ამომრჩეველი ნიუ-იორკში – 4 უბანი ერთ მისამართზე

საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება. აშშ-ში ყველაზე მეტი ამომრჩეველი საკონსულო აღრიცხვაზე ნიუ-იორკშია. თუმცა იქ გახსნილი 4-ივე უბანი ერთ სივრცეში, ერთ მისამართზეა. პრობლემები, რომელთა გადალახვაც იმიგრანტებს უწევთ იმისთვის, რომ სამოქალაქო ვალი მოიხადონ, განსხვავებული და მრავალგვარია. Facebook Forum

მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე დრონებით თავდასხმას

სამი ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, წუხანდელი თავდასხმისას დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია. ადმინისტრაციის ცნობითვე, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო საოლქო ცენტრის რაიონზე, სადაც კერძო სახლებია განთავსებული. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქში 25 რუსული დრონი ჩამოაგდეს. სუმის ოლქი ესაზღვრება რუსეთის კურსკის ოლქს, სადაც […]

კონტეს “ნაპოლი” კიდევ უფრო პრაგმატული გახდება – ის, რაც კვარაცხელიას ირგვლივ გაზვიადებულია…

“ნაპოლიმ” მასზე სუსტი მეტოქე ნაკლებად სასიამოვნო სტილით (ემპოლი სტუმრად 1:0) დაამარცხა და იტალიის ჩეპიონატის ლიდერია. ანტონიო კონტეს გუნდს არც ყველაზე მეტი აქვს გატანილი და არც ყველაზე ცოტა გაშვებული, თუმცა წინა სეზონის ჩავარდნის შემდეგ გულშემატკივრებში რწმენა დააბრუნა, რათა მათ ამბიციური მიზნები დაისახონ. დამაინც, რა უნდა გულშემატკივარს? ყველას თავისი გემოვნება და მენტალობა აქვს ჩამოყალიბებული და მაინც ვერ […]

რუსეთში დრონით შეტევა იყო სპირტის კიდევ ერთ ქარხანაზე

გამთენიისას აფეთქება მოხდა რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ რასკაზოვოში მდებარე საწარმო „ბიოხიმის“ ტერიტორიაზე. ტამბოვის ოლქის გუბერნატორ მაქსიმ ეგოროვის მიერ ტელეგრამით გავრცელებულ ცნობაში აფეთქების მიზეზად დასახელებულია „სავარაუდოდ უპილოტოს მოფრენა“. ეგოროვის თანახმად, აფეთქებამ გამოიწვია ხანძარი, რომელიც დილის შვიდის ნახევრისთვის ჩააქრეს. „ბიოხიმის“ ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქარხანა ეთილის სპირტს აწარმოებს. საწარმოზე დრონით შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძრის შესახებ იუწყება რუსეთის […]