22-24 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

22-24 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი: 22 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დღის საათებში შედარებით დათბება. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი +4, +6 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ოქტომბერს 12:00-დან 12:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დუშეთის რაიონის სოფლებში – კიტოხი, ლუთხუბი, ბახანი, დუმაცხო, დიხჩო, ფასანაური, ჩოლაბაურები, თოთიაურნი და მიმდებარე სოფლებში; 12:30-დან 13:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში- ჭართალი, მუგუდა, დოლასქედი, უკანა მხარი, ხანდო […]

“ბაზარში ვითომ “ბებოს ყველი” იყიდება, რომელიც შეიძლება სარდაფში იყოს დამზადებული” – „ელიის კალთა“

დედოფლისწყაროში მდებარე, ნედლი რძის მწარმოებელი საწარმოს „ელიის კალთა“ დამფუძნებელი, ზურა მასურაშვილი რძის სექტორში არსებულ გამოწვევებზე BM.GE-სთან საუბრობს. მისი ინფორმაციით, ბაზარზე ჭარბი რაოდენობით იმპორტირებული რძის ფხვნილები და პასტები შემოდის, რაც ნედლ რძეზე მოთხოვნას მნიშვნელოვნად ამცირებს და ბალანსს არღვევს. „მოთხოვნა, წესით გაცილებით მეტი უნდა იყოს, ვიდრე დღესდღეობით არის. საქართველოს რძის ბაზარზე არაკონკურენტუნარიანები ვართ, რადგან საქართველოში ჭარბი რაოდენობით […]

“რა შუაშია მიგზავნილები? მიგზავნილები არიან თქვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტები…” – ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს

თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს, მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გარკვეული პირები ლაზერს ანათებდნენ. აღნიშნულ ფაქტს პრემიერი, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და თქვა რომ ისინი არიან სამოქალაქო აქტივისტები. “ესენი არიან სამოქალაქო აქტივისტები, მათ სამოქალაქო პოზიცია აქვთ და ეს სამოქალაქო პოზიცია გამოხატეს, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათი გადმოსახედიდან არიან უღირსი.” – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მივესალმებით რეფერენდუმის შედეგებს, რომელშიც მოლდოველმა ხალხმა სურვილი გამოხატა, თავიანთი მომავალი ევროკავშირთან დააკავშირონ – ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია

მივესალმებით რეფერენდუმის შედეგებს, რომელშიც მოლდოველმა ხალხმა სურვილი გამოხატა, თავიანთი მომავალი ევროკავშირთან დააკავშირონ – ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია მივესალმებით საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგებს, რომელშიც მოლდოველმა ხალხმა სურვილი გამოხატა, თავიანთი მომავალი ევროკავშირთან დააკავშირონ, – ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ავრცელებენ. „რუსეთი და მისი მარიონეტები მოლდოვაში დემოკრატიული და […]

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩადის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში ჩადის, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში დაგეგმილი ერთკვირიანი ტურნეს ფარგლებში იორდანიასა და კატარსაც ეწვევა. ვიზიტის მიზანი „ჰამასის“ ლიდერის იაჰია სინვარის გარდაცვალების შემდეგ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლებისა და ანკლავის მომავლის საკითხის განხილვაა. სახელმწიფო მდივანი ისრაელთან და სხვა ქვეყნებთან ასევე განიხილავს, თუ როგორ […]

რუსეთის ტულის ოლქიდან დრონებით შეტევის და სპირტის ქარხნების დაზიანების შესახებ იუწყებიან

22 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო რუსეთის ტულის ოლქის ქალაქ ეფრემოვში, სადაც განთავსებულია ქიმიური მრწეველობის ობიექტები, მათ შორის სინთეტიკური კაუჩუკის ქარხანა. ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობების მიხედვით, ღამის ორი საათის შემდეგ ორი აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა ეფრემოვის თბოელექტროსადგურის მახლობლად. ტულის ოლქის გუბერნატორმა დმიტრი მილიაევმა აფეთქებები იმით ახსნა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო […]

დღეს, თბილისის ქუჩების ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის, ჭიჭინაძის, ენუქიძის, პოლიციის და ჟორესის ქუჩების მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ეროსი მანჯგალაძის, ხუდადოვის, ცოტნე დადიანის, ზაქრაძის, ლალიონის, არჩილ და გია ქურდიანების ქუჩების […]

რუსეთის ორ ოლქზე დრონებით თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია

რუსეთის ტულასა და ბრიანსკის ოლქებში, დრონებით თავდასხმის გამო, აფეთქებები მოხდა, – ინფორმაციას რუსული მედია სოციალურ ქსელებში, ასევე ტულას ოლქის გუბერნატორი, დიმიტრი მილაევი ავრცელებს. აფეთქებები მოხდა რუსეთის ტულას ოლქში, ეფრემოვში, ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ თბოელექტროცენტრალის მიდამოში, ეფრემოვის სინთეზური კაუჩუკის ქარხანასთან ხანძარი გაჩნდა. დრონით თავდასხმა ასევე დაფიქსირდა ბრიანსკის ოლქის სუზემსკის რაიონში მდებარე თბოელექტროცენტრალზე, რის შედეგადაც სპირტის ორი ქარხანა […]

ისრაელი აცხადებს, რომ ბეირუთის საავადმყოფოს ქვეშ მდებარე ბუნკერში „ჰეზბოლა“ მილიონობით დოლარს ინახავს

ისრაელის მტკიცებით, ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, საჰელის საავადმყოფოს ქვეშ მდებარე ბუნკერში „ჰეზბოლა“ ასობით მილიონ დოლარს და ოქროს ინახავს, თუმცა განაცხადა, რომ ის კომპლექსს არ დაარტყამდა. დაჰიეში მდებარე საავადმყოფოს ევაკუაცია მალევე განხორციელდა და მისმა დირექტორმა, ფადი ალამემ Reuters-ს განუცხადა, რომ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ისრაელმა ლიბანის მთავრობას თანხის კონფისკაციასთან დაკავშირებით მიმართა და განაცხადა, რომ ის „ჰეზბოლამ“ ლიბანელ […]