პაველ ჰერჩინსკი აქციაზე – თბილისის ქუჩებში დავინახე ევროკავშირის ძალიან ბევრი დროშა – ევროკავშირის ელჩისთვის ეს იყო სიამაყის დღე, ბედნიერების დღე – თქვენი შვილები იმსახურებენ უკეთეს მომავალს!

კვირას მე დავინახე თბილისის ქუჩებში ევროკავშირის ძალიან ბევრი დროშა – ევროკავშირის ელჩისთვის ეს იყო სიამაყის დღე, ბედნიერების დღე, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ კვირას გამართულ მარშთან – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ქართველი ახალგაზრდები იმსახურებენ, ჰქონდეთ უკეთესი მომავალი და შესაძლებლობები საქართველოში. „კვირას მე დავინახე თბილისის ქუჩებში ევროკავშირის ძალიან ბევრი დროშა. […]

“ჯიპისის” და “ფარმადეპოს” შემოსავალი 2023 წელს ₾824 მილიონამდე გაიზარდა

საქართველოს ფარმაცევტული სექტორის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოთამაშემ – “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” ჰოლდინგმა “გეფამ” 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს კომპანიის შემოსავალი 34 მილიონი ლარით 823.7 მილიონამდე გაიზარდა. ამასთან, შემოსავლის ზრდის პარალელურად, შემცირდა ჯგუფის წმინდა მოგება და მან გასულ წელს 60 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 23.7 მილიონიან კლებას წარმოადგენს. კომპანიის მოგების შემცირება დაკავშირებულია […]

ამერიკული Walt Disney Co.-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ ჯეიმს გორმანი დაინიშნა

ჯეიმს გორმანი ამერიკული Walt Disney Co.-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა – განაცხადა კომპანიამ. გორმანი თანამდებობას 2025 წლის დასაწყისში დაიკავებს და ამ პოსტზე მარკ პარკერს შეცვლის. ჯეიმს გორმანი Morgan Stanley-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობს 2024 წლის ბოლომდე. ადრე მიმდინარე წელს ის შეუერთდა Disney–ს ხელმძღვანელობის შეცვლის დაგეგმვის კომიტეტს. კომიტეტმა განაცხადა, რომ აპირებს ახალი გენერალური დირექტორის გამოცხადებას 2026 წლის […]

“26 ოქტომბრის არჩევნების გამო გალში დამატებით ძალებს შევიყვანთ” – სოხუმი – Netgazeti • აფხაზეთი • Netgazeti.ge

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა რაულ ლოლუამ აღნიშნა, რომ “უსაფრთხოების გასაძლიერებლად გალის რაიონში უშიშროების ძალების დამატებითი ნაწილებს შეიყვანენ”. მან ისაუბრა იმაზე, რომ აფხაზეთი [დე ფაქტო] “მზად დახვდება ნებისმიერ პროვოკაციას”. “ეს არის ზუსტად ის ამოცანა, რომელიც პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დაუსახა უსაფრთხოების ძალებს”, – აღნიშნა ე.წ. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა. ლოლუა მდინარე ენგურის ე.წ. საზღვარზე […]

სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში – გაიცანით თიბისის მხარდაჭერილი იდეა

ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს. თანამედროვეობას შერწყმული, რეგიონისთვის დამახასიათებელი წინა საუკუნეების არქიტექტურა, გამორჩეულს ხდის მას. ერთი მხრივ, განსხვავებული და ამავე დროს ავთენტური გარემო, განსაკუთრებით ხიბლავს ვიზიტორებს. მართალია, სასტუმროს ისტორია ერთ წელს ითვლის. თუმცა, გაცილებით დიდი ისტორია […]

ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიების და ქვეკატეგორიების წრე გაფართოვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივ ბრძანებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, გაფართოვდა იმ სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიების/ქვეკატეგორიების წრე, რომელთა მართვისათვის ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს აღარ ექნებათ დამაბრკოლებელი გარემოება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებისა და მისი შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად, ყრუ […]

რატი იონათამიშვილი – აგენტურას – ოთხ პარტიას, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენს, სასამართლოს წინაშე დადგომა და გასამართლება მოუწევს

დღეს საქართველოს ოპოზიცია არა ჰყავს – ჰყავს აგენტურა, რომელიც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებად არის რეგისტრირებული! აგენტურის ადგილია არა პოლიტიკაში, არამედ სასამართლოს სამსჯავროზე! – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც მან ოპოზიციის გასამართლებაზე ისაუბრა. როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, „რადიკალური ოპოზიცია იცავს არა საკუთარი ამომრჩევლის, არამედ დავალების მიმცემთა […]

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და Huawei Technologies Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და Huawei Technologies Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული შეთანხმება მიზნად ინოვაციური პროექტებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობას ისახავს. „მემორანდუმის ფარგლებში, Huawei ჩაერთვება GITA-ს საუნივერსიტეტო კონკურსში UNI4VERSE, რომელიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტებსა და სტუდენტებში გაზარდოს ინოვაციური და ტექნოლოგიური პროცესების მიმართ ინტერესი და გამოავლინოს […]

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე – ქუთაისს დაუბრუნდება საპარლამენტო და პოლიტიკური ცენტრის სტატუსი, გაფართოვდება აეროპორტი

ვპირდებით ქუთაისელებს, რომ ქუთაისს დაუბრუნდება საპარლამენტო და პოლიტიკური ცენტრის სტატუსი, გაფართოვდება დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი, რომელსაც ქუთაისის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ხათუნა არველაძემ ბრიფინგზე განაცხადა. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ „ხელშეკრულებას აფორმებს ქუთაისელ ამომრჩეველთან, რომელსაც ხელს მიხეილ სააკაშვილი აწერს“. „არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო არის […]

გივი მიქანაძე – 2015-24 წლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების 27-მა წარმომადგენელმა, ოპოზიციურ პარტიებს 800 000 ლარამდე თანხა შესწირეს

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გივი მიქანაძის განცხადებით, 2015-24 წლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების 27-მა წარმომადგენელმა, ოპოზიციურ პარტიებს 800 000 ლარამდე თანხა შესწირეს. ასევე, როგორც მიქანაძემ ცესკო-ში დარეგისტრირებულ ზოგიერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე საუბრისას აღნიშნა, მათ მიერ „არჩევნებზე წარმოებული მონიტორინგი მიკერძოებული იქნება”. „მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, რომ 2015-2024 წლებში არასამთავრობო ორგანიზაციების 27-მა წარმომადგენელმა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, საბოლოოდ, 800 ათას ლარამდე თანხა შესწირეს. საინტერესოა, […]