გივი მიქანაძე პარტნიორებზე – ჩვენ გვინდა ჯანსაღი, სამართლიან შეფასებაზე დაფუძნებული და არა ორმაგი სტანდარტების მიდგომით არსებული ურთიერთობები

ცალსახაა, რომ კიდევ ერთხელ, მმართველი გუნდი დგამს შემხვედრ ნაბიჯებს ამ ურთიერთობების დარეგულირების თვალსაზრისით. ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ ჩვენ გვინდა ჯანსაღი, სამართლიან შეფასებაზე დაფუძნებული და არა ორმაგი სტანდარტების მიდგომით არსებული ურთიერთობები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ პარტიის საპატიო თავმჯდომარისა და აშშ-ს ელჩის შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ის განმარტავს, ეს შეხვედრა არჩევნების შემდეგ […]

გივი მიქანაძე ცესკო-ში დარეგისტრირებულ იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე საუბრობს, რომლებიც „პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირსა და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო საქმიანობაში არიან მხილებული“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ცესკო-ში დარეგისტრირებულ იმ ზოგიერთ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციაზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, „პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირსა და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო საქმიანობაში არიან მხილებული”. როგორც მიქანაძემ განმარტა, ამ ორგანიზაციებზე საუბარი “საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაარწმუნებს, თუ ვის სურს განახორციელოს არჩევნების მონიტორინგი და ვინ აპირებს მასთან დაკავშირებით დასკვნების დაწერას”. “მაგალითისთვის წარმოგიდგენთ […]

თბილისის იუსტიციის სახლში ქართული სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმი გაიხსნა

იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი დასრულებულია – რატი ბრეგაძემ ქართული სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმი სისტემაში სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ ახალგაზრდებთან ერთად გახსნა. სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმი ქართული ინოვაციაა, რასაც ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს – ის პირველია, რომელიც დამთვალიერებელს ქართული სამართლის განვითარების მრავალსაუკუნოვან ისტორიას აცნობს; ამას გარდა, ექსპოზიცია ჰოლოგრამული, ციფრული ფორმატის გამოსახულებებით არის წარმოდგენილი, რაც, […]

ქართული ღვინო საფრანგეთში, გასტრონომიის ფესტივალზე „Theoule Arts and Vin“ იყო წარმოდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Le Pont Caucasien“ ორგანიზებით, საფრანგეთის ქალაქ ტოულ სურ მერში (Théoule-sur-mer) გამართულ ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალზე „Theoule Arts and Vin” ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. „ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ 12 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიისა და მცირე მარნის 15 სახეობის ღვინოს. რიგით მე-16 ფესტივალი „Theoule, Arts […]

„გლდანის მეტროსთან კომერციული ფართი უფრო ძვირია, ვიდრე რუსთაველზე“ – ნინო გედევანიშვილი

კომერციულ ფართებზე მოთხოვნის დიდი ნაწილი ისევ თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მოდის. პირველ სამეულშია ვაკეს მთავარი ქუჩები, საბურთალო და რუსთაველის გამზირი. ,,აქტიურია მოთხოვნა ისევ ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე. მოთხოვნადია ვაკის ცენტრალური ქუჩები, საბურთალოზე ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის ტერიტორია. ასევე, აქტიურია მოთხოვნა გარე უბნებში მეტროს მიმდებარედ არსებულ კომერციულ ფართებზე. რუსთაველის გამზირი ყოველთვის აქტუალური იყო და ისევ რჩება.’’- აცხადებს უძრავი ქონების […]

ანა წითლიძე – ზუგდიდში, შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ხელმძღვანელობა პირადობის მოწმობების მიტანას ავალდებულებდა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდში, შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ხელმძღვანელობა მათ პირადობის მოწმობების მიტანას ავალდებულებდა. როგორც წითლიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლების მიერ გაცემულ უკანონო დავალებებს მოქალაქეები არ ასრულებენ და მათი ყოველი ასეთი მცდელობა კრახით სრულდება. „სულ რამდენიმე დღე დარჩა გამარჯვებამდე. „ქართული ოცნების“ უსუსური და უბადრუკი მცდელობა, […]

პაველ ჰერჩინსკი – საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, სამწუხაროდ, ისტორიულ მინიმუმზეა – გთხოვთ, წადით არჩევნებზე და აირჩიეთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს და მისწრაფებებს!

არჩევნები დემოკრატიის ზეიმია, ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ გადაწყვიტოთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი. გთხოვთ, წადით, გთხოვთ, მიეცით ხმა და გთხოვთ აირჩიოთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს, თქვენს მისწრაფებებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს არჩევნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. „ოთხ დღეში გექნებათ შესაძლებლობა, წახვიდეთ და აირჩიოთ თქვენი მომავალი […]

გივი მიქანაძე – ორგანიზაცია „სამართლისა და თანასწორობის ცენტრს“, რომელიც „ნაცმოძრაობასა“ და „ახალთან“ არის აფილირებული, ცესკო-მ რეგისტრაცია გაუუქმა

სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლისა და თანასწორობის ცენტრს“, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ახალთან“ არის აფილირებული, ჩვენ მიერ შუალედური ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, მისივე განცხადების საფუძველზე, ცესკო-მ რეგისტრაცია გაუუქმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ერთი თვის წინ მმართველმა გუნდმა ცესკო-ში დარეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან ოპოზიციასთან პირდაპირ კავშირში მყოფი 19 […]

გიორგი ვაშაძე – ფეხბურთელებს დიდი შეცდომა აქვთ დაშვებული, როდესაც პრორუსული ძალის პოლიტიკურ კლიპში იღებენ მონაწილეობას

ვფიქრობ, ფეხბურთელებს დიდი შეცდომა აქვთ დაშვებული, როდესაც პრორუსული ძალის პოლიტიკურ კლიპში იღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ფეხბურთელებმა იმ პოლიტიკური ჯგუფის კლიპში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. „მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ფეხბურთელებს, მით უმეტეს, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს და ვფიქრობ, დიდი შეცდომა […]

ევროკავშირის ელჩი – როგორიც არ უნდა იყოს არჩევნების შედეგი, იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება, ჩვენ პატივს ვცემთ შედეგს და საქართველოს ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან ვიმუშავებთ

როგორც ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ არჩევანს, რომელსაც თქვენ, ქართველები, გააკეთებთ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „როგორც ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ არჩევანს, რომელსაც თქვენ, ქართველები, გააკეთებთ. პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესახებ ევროკავშირი არჩევანს არ აკეთებს, არც არჩევნებამდე, არც არჩევნების დროს და არც არჩევნების შემდეგ. ეს ქართველი ხალხის არჩევანია“, – განაცხადა პაველ […]