4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, კიმი მეუღლეს გაშორდა – განცხადებაში “ბაიერნის” ფეხბურთელმა მიზეზი განმარტა

“ბაიერნის” მცველი კიმ მინ ჟე 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლე აჰნ ჯი მინს გაშორდა. ამის შესახებ სააგენტო Orange Bowl-ის განცხადებაშია ნათქვამი. “ყურადღებიანი განხილვის შემდეგ, კიმ მინ ჯემ განქორწინების პროცესი მეგობრულად დაასრულა. წყვილმა პიროვნული განსხვავებების გამო დაშორება გადაწყვიტა, მაგრამა ამის შემდეგაც ერთმანეთის მხრდაჭერას მუდმივად გააგრძელებენ. როგორც მშობლები, ისინი უპირატესობას თავიანთ შვილებს ანიჭებენ. ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას ამ უსიამოვნო […]

სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში – გაიცანით თიბისის მხარდაჭერილი იდეა

ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს. თანამედროვეობას შერწყმული, რეგიონისთვის დამახასიათებელი წინა საუკუნეების არქიტექტურა, გამორჩეულს ხდის მას. ერთი მხრივ, განსხვავებული და ამავე დროს ავთენტური გარემო, განსაკუთრებით ხიბლავს ვიზიტორებს. მართალია, სასტუმროს ისტორია ერთ წელს ითვლის. თუმცა, გაცილებით დიდი ისტორია […]

რუსთაველის გამზირის ნაწილსა და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა შეზღუდულია

თბილისის მერიის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირის ნაწილსა და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა შეზღუდულია. ამის შესახებ მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული. “23 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, რუსთაველის გამზირზე, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა. მოძრაობა აკრძალულია, კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც. ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან ჭანტურიას ქუჩამდე […]

ვინ არიან „კავკასრეესტრის“ აქციონერები, რომელიც სებ-მა 23 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს „კავკასრეესტრი“ დააჯარიმა. როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პროცესში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 2 (ორი) შემთხვევა. „შემოწმების პროცესში დაფიქსირდა, შემმოწმებელთა ჯგუფისთვის კლიენტებს შორის დადებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის (დანართი №5) არასწორად წარმოდგენის 1 (ერთი) ფაქტი და კლიენტთა ბაზის (დანართი №1) არასწორად წარმოდგენის 1 (ერთი) […]

ჰერჩინსკი: ოცნების ქმედებებით, EU-საქართველოს ურთიერთობა ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ისტორიულად დაბალ ნიშნულზე ყოფნა და ევროინტეგრაციის შეჩერება ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებების შედეგია. პაველ ჰერჩინსკის თქმით, სამწუხაროა იმის ნახვა, რომ სხვა ქვეყნები ევროკავშირისკენ მიიწევენ, საქართველო კი ნაცვლად ამისა, შორდება EU-ს. ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მომავალი ხალხის ხელშია. “იცით, რომ ურთიერთობა […]

ალონსოს დანიშვნა ორ გრანდს სურს – “ლევერკუზენში” მის შემცვლელად უკვე ორი კანდიდატურა ჰყავთ

ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, “ბაიერის” მთავარი მწვრთნელის ხაბი ალონსოს მიწვევით ორი ევროპული ტოპ გრანდი ინტერესდება. ესპანელის საკუთარ გუნდში ხილვა მანჩესტერ “სიტისა” და მადრიდის “რეალს” სურთ. თავის მხრივ, თუ მიმდინარე სეზონის ბოლოს ალონსო “ლევერკუზენს” მაინც დატოვებს, კლუბი სანდრო ვაგნერისა და სებასტიან ჰიონესის კანდიდატურებზე იფიქრებს.

რუსთაველის გამზირის ნაწილსა და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა შეზღუდულია

რუსთაველის გამზირის ნაწილსა და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა შეზღუდულია. თბილისის მერიის ინფორმაციით, 23 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ პარტიული ღონისძიების გამო რუსთაველის გამზირზე, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა. მოძრაობა აკრძალულია, კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც. „ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. […]

7 ახალი სარჩელი შონ „დიდი“ ქომბსის წინააღმდეგ – ერთ-ერთი დაზარალებული 13 წლის გოგონაა

ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში, ამერიკელი რეპერის შონ „დიდი“ ქომბსის წინააღმდეგ შვიდი ახალი სარჩელი შევიდა. 4 მამაკაცი და 3 ქალი რეპერს, ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკსა და ლას-ვეგასში გამართულ სხვადასხვა წვეულებაზე, სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. სავარაუდო ინციდენტის დროს, ყველაზე ახალგაზრდა მოსარჩელე 13 წლის გოგონა იყო. შვიდივე ახალი სამოქალაქო საქმის თანახმად, ქომბსმა მოსარჩელეებს ნარკოტიკული ალკოჰოლური სასმელების მიღება აიძულა, რამაც თავბრუსხვევა, გულისრევა და […]

ელექტრონული არჩევნები საქართველოში – რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველო მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება – ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი, ანუ, სამ მილიონზე მეტი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე ხმას ელექტრონულად მისცემს. ქვეყნის მასშტაბით არსებული 3031 უბნიდან 2263 უბანზე ამომრჩეველი ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, სრულიად განახლებული წესითა და პროცედურებით მისცემს. ამ ეტაპზე ელექტრონული არჩევნები არ ჩატარდება: ძნელად მისადგომ ადგილზე შექმნილ საარჩევნო […]

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ერთკვირიანი ტურის ფარგლებში ისრაელის გარდა იორდანიასა და კატარს ეწვევა. დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება და მათთან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხს განიხილავს. ცნობისთვის, […]