კვლევა – სამოქალაქო საზოგადოებისა და დასავლეთის დისკრედიტაცია მოიცავს მათ შესახებ ნეგატიური ნარატივების გავრცელებას, ხოლო რუსეთის გარშემო ნეიტრალურ ან პოზიტიურ დისკურსებს

სამოქალაქო საზოგადოებისა და დასავლეთის მიზანმიმართული დისკრედიტაცია მოიცავს მათ შესახებ ნეგატიური ნარატივების გავრცელებას, ხოლო რუსეთის გარშემო ნეიტრალურ ან პოზიტიურ დისკურსებს, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის მხარდაჭერით „სოციალური სამართლიანობის ცენტრისა” და CRR- საქართველოს მიერ წარმოდგენილ კვლევაში. როგორც კვლევის პრეზენტაციისას აღინიშნა, კვლევა ეხება ფარული თვალთვალის მექანიზმების სასამართლო ზედამხედველობას და სოციალურ მედიაში მთავრობის მხარდაჭერით გავრცელებულ ნარატივებს. „უსაფრთხოების სამსახურებზე მაღალია […]

ისანში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს – სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს

ისანში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, წუხელ მოკლეს. სამართალდამცავებმა სავარაუდო დამნაშავე მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზუკა რურუა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზუკა რურუა, ნუცუბიძის lll და IV პლატოს მოსახლეობასთან, ვაკის მაჟორიტარ -ნოდარ ტურძელაძესთან და ვაკის გამგებელ – დავით კვინიკაძესთან ერთად, შეხვედრა გამართა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხები. მათივე ცნობით, ყურადღება გამახვილდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. „ერთობლივი დისკუსიები გვეხმარება კარგად გავიგოთ მოსახლეობის […]

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაცია – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტები, თბილისში, „ქართული ოცნების“ პარტიულ აქციაზე ზეწოლითა და შანტაჟის გზით მიჰყავთ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტები, ხვალ, 23 ოქტომბერს თბილისში, „ქართული ოცნების“ პარტიულ აქციაზე ზეწოლითა და შანტაჟის გზით მიჰყავთ, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციაში ბრიფინგზე განაცხადეს. ნიკა ქაშიბაძის მტკიცებით, თუ სტუდენტები “ქართული ოცნების” აქციას არ შეუერთდებიან, პრობლემები შეექმნებათ. „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საზღვაო აკადემიის სტუდენტები […]

მიხეილ სარჯველაძემ თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის ახალი კორპუსების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის ახალი კორპუსების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის 11 კორპუსში 2400 დევნილი ოჯახი, სრულად გარემონტებულ ბინებს, 2025 წლის ბოლომდე, ეტაპობრივად მიიღებს. „ამ დროისთვის, მშენებლობა დასრულებულია და შიდა სარემონტო სამუშაოები […]

ზაურ დარგალი – მჯერა, კვლავ ერთად, ღირსეულად გავიმარჯვებთ და განვაგრძობთ ქვეყნისა და ჩვენი მუნიციპალიტეტის მშვიდობიან განვითარებას

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მარნეულის დელეგატი ზაურ დარგალი, თამარისისა და კაჩაგანის მოსახლეობას შეხვდა და სარჩევნო პროგრამა გააცნო. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხებზე ისაუბრა, ყურადღება გამახვილდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. „სწორედ მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე მჯერა, რომ კვლავ ერთად, ღირსეულად გავიმარჯვებთ და განვაგრძობთ ქვეყნისა და ჩვენი მუნიციპალიტეტის […]

23 ოქტომბერს დაგეგმილი „ქართული ოცნების“ აქციის გამო, თავისუფლების მოედანი უკვე გადაკეტილია

თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ საავტომობილო მოძრაობა პარტია „ქართული ოცნების“ ღონისძიების გამო გადაიკეტა. ამ მიზეზით იცვლება ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც: · საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; · მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელია პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე; · ბარათაშვილის ქუჩიდან […]

პაველ ჰერჩინსკი – საქართველოში უსაფრთხოების სამსახურების საპარლამენტო და სასამართლო ზედამხედველობა ჯერ კიდევ ძალიან სუსტი და არაეფექტურია

საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მძლავრი ზედამხედველობის მექანიზმი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან მიბმული 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთია, საქართველოში უსაფრთხოების სამსახურების საპარლამენტო და სასამართლო ზედამხედველობა ჯერ კიდევ ძალიან სუსტი და არაეფექტურია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „სოციალური სამართლიანობის ცენტრისა“ და „CRRC-საქართველოს“ მიერ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე – „უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული კონტროლი: გამოწვევები და რეფორმის პერსპექტივები“, სიტყვით გამოსვლისას […]

პაველ ჰერჩინსკი – მთავრობის მოქმედების შედეგად საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, გულსატკენია, რომ მიახლოების ნაცვლად, ქვეყანა ევროკავშირს შორდება – ნახეთ, რა მოხდა მოლდოვაში, აქტიურობა იყო დაბალი, ყველა ხმა მნიშვნელოვანია

ჩემთვის, როგორ ევროკავშირის ელჩისთვის, ძალიან გულსატკენია და სამწუხაროა იმის ხილვა, რომ სხვა ქვეყნები ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით წინ მიიწევენ და საქართველო, მიახლოების ნაცვლად, ევროკავშირს შორდება, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირის კარი ქართველებმა უნდა გააღონ და ამას მათ ნაცვლად ვერავინ გააკეთებს. „როგორც იცით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, სამწუხაროდ, ისტორიულ მინიმუმზეა, საქართველოს ევროინტეგრაციის […]

რუსთაველის გამზირის ნაწილსა და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა შეზღუდულია

23 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, რუსთაველის გამზირზე, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა. მოძრაობა აკრძალულია, კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან […]