დაპირების მიუხედავად, რუსეთმა არ დააბრუნა რუსეთში ტყვეობაში დაღუპული უკრაინელი ჟურნალისტის ცხედარი

რუსეთმა არ დააბრუნა სამშობლოში უკრაინელი ჟურნალისტის, ვიქტორია როშჩინას ცხედარი მიუხედავად დაპირებისა, იტყობინება უფლებადამცავი ჯგუფი. როშჩინა რუსეთში დაიღუპა ტყვეობაში ყოფნისას. პიოტრ რაცენკო, სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის ცენტრის წარმომადგენელი იტყობინება, რომ როშჩინას ცხედარი უნდა დაებრუნებინათ გვამების მასშტაბური გაცვლისას, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აუწყებდა როშჩინას მამას გაგზავნილ წერილში. არ არის გარკვეული, რატომ არ მოხვდა როშჩინას ცხედარი 18 ოქტომბრის გაცვლაში. […]

ევროკავშირის ელჩის თქმით, 20 ოქტომბრის პროევროპული აქცია თბილისში იყო “სიხარულის და ბედნიერების დღე”

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი 22 ოქტომბერს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა თბილისში 20 ოქტომბერს გამართულ ევროკავშირის მხარდამჭერ მარშს და თქვა, რომ, ეს მისთვის როგორც ევროკავშირის ელჩისთვის იყო “სიამაყის, სიხარულის, ეს იყო ბედნიერების დღე”, ვინაიდან თბილისის ქუჩებში იყო უამრავი ევროკავშირს დროშა უამრავი ადამიანი. “მე ვნახე ამდენი ხალხი ქუჩაში, ყველა იქ იყო, ვნახე ძალიან ბევრი ახალგაზრდა, თქვენი შვილები, […]

ჰეზბოლამ ისრაელს რაკეტები დაუშინა, ბლინკენი ისრაელში ჩადის – კვლავ ცეცხლის შეწყვეტას ცდილობს

ლიბანში მოქმედმა გაერთიანება ჰეზბოლამ 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ ისრაელში რაკეტები დაუშინა თელ-ავივის და ჰაიფას მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზებს. ამ დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელისკენ გაემართა, რათა კიდევ ერთხელ შეეცადოს ცეცხლის შეწყვეტას. ისრაელის მიერ წინა ღამით ლიბანის სამხრეთის და დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთი გარეუბნების დაბომბვის შემდეგ ჰეზბოლამ განაცხადა, რომ რაკეტები ესროლა ბაზას, რომელსაც ისრაელის დაზვერვა იყენებს, ასევე […]

ევროპარლამენტის კვლევის სამსახურის წევრი – გამოკითხვები ურთიერთგამომრიცხავ შედეგებს იძლევა, მაგრამ უფრო საიმედო პროგნოზით, საქართველოში მთავრობის დამოუკიდებლად შექმნას ვერცერთი პარტია ვერ შეძლებს და კოალიცია გახდება საჭირო

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს პირველად, სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. ამ კენჭისყრის შედეგები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი, რაც პოტენციურად განსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ტრაექტორიას მომავალი წლების განმავლობაში, – ამის შესახებ აღნიშნულია დოკუმენტში, სათაურით : “საქართველო გზაჯვარედინზე: 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები”, რომელიც ევროპარლამენტის კვლევის სამსახურის წევრმა, ანა კაპრილემ ევროპარლამენტს გაუგზავნა. დოკუმენტის […]

სავაჭრო პალატის წარმომადგენელი – ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ორმხრივი უვიზო ტურისტული მიმოსვლა იძლევა იმის პერსპექტივას, რომ ჩინეთისთვის საქართველო უამრავი სხვადასხვა პროდუქციის წარმოების ჰაბად იქცეს

საქართველოს სავაჭრო პალატის ოფიციალური წარმომადგენელი ჩინეთში, ბიზნეს სახლის დამფუძნებელი, ბექა მიქაბერიძე, შემოდგომის ფაზის რიგით 136-ე კანტონის გამოფენის ფარგლებში, ჩინეთის ვაჭრობის ვიცე-მინისტრს, ვანგ შოუვენს შეხვდა. სავაჭრო პალატის ინფორმაციით, მან ჩინეთის ვაჭრობის ვიცე-მინისტრს გააცნო საქართველო, როგორც მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა და აღნიშნა, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ორმხრივი უვიზო ტურისტული მიმოსვლა, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, ცალსახად […]

აკაკი ალადაშვილი – შეხვედრების დროს ვგრძნობ, უფრო მეტ მოტივაციას და რწმენას, რომ 26 ოქტომბერს დამაჯერებელი გამარჯვება გველოდება

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, ანტონოვსკაიას ქუჩაზე მაცხოვრებლებს შეხვდა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამომრჩეველი გაეცნო „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. შეხვედრაზე დელეგატმა განიხილა „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები. მათივე ცნობით, ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. „მოსახლეობა, ღიად გამოხატავს ჩვენი […]

სამველ მანუკიანი – 26 ოქტომბერს, ჩვენი მოსახლეობა დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას – „ქართული ოცნების“ შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალქალაქის სოფლებში გრძელდება

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ პარლამენტის დელეგატი სამველ მანუკიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბარალეთის, იხტილას, მერენიას, დიდი და პატარა სამსარის მოსახლეობას შეხვდა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, მოსახლეობასთან შეხვედრისას შეაჯამა სოფლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები. „26 ოქტომბერს, ჩვენი მოსახლეობა დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას“,- განაცხადა სამველ მანუკიანმა.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ECMWF–ის ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზირების ცენტრის (ECMWF) ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. „ექსპერტებმა სააგენტოს პროგნოზირების და ადრეული შეტყობინების მიმართულებით არსებული მდგომარეობა შეაფასეს და ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებს ECMWF-ის თანამედროვე საპროგნოზო პროდუქტები გააცნეს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს სპეციალისტებისთვის კლიმატური მონაცემების და პროგნოსტიკული პროდუქტების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით ტრენინგები გაიმართა. ევროპის ამინდის […]

„მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში“ – გივი მიქანაძე

„მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში“ – გივი მიქანაძე „დღეს, შეჯამების სახით, გვსურს წარმოგიდგინოთ ინფორმაცია ცესკოში რეგისტრირებული იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირსა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წარმოებული საქმიანობაში იქნენ მხილებული“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე. „შეგახსენებთ, რომ 1 თვის უკან, […]

რა საკითხები განიხილა მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე?

რა საკითხები განიხილა მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე? მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის ასოციაციის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „მხარეებმა, სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, „დიარჯი“ სისტემის იმპლემენტაციაზე, თანაგადახდის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „დიარჯი“ სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის, აუცილებელია მისი მხარდაჭერა ისეთი მექანიზმებით, რომლებიც უზრუნველყოფს მუდმივად განახლების შესაძლებლობას. მისივე განმარტებით, აღნიშნულ პროცესში, სამედიცინო სექტორს […]