კიმიხი სავარაუდოდ დარჩება – “ბაიერნი” იოზუას ახალ კონტრაქტს სთავაზობს

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ბაიერნი” გუნდის ნახევარმცველ იოზუა კიმიხთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. 29 წლის გერმანელს მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება და ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის ახალ შრომით ხელშეკრულებას არ გააფორმებდა. თავად “რეკორდმაისტერის” ბოსები დარწმუნებულნი არიან, რომ კლუბის ფეხბურთელთან მოილაპარაკებენ. კიმიხმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ათი შეხვედრა ჩაატარა და სამი საგოლე გადაცემა […]

23-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა

23-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც საქართველოს 23-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო შედეგს გორ აივაზიანმა (57 კგ) მიაღწია. მომავალმა ჩემპიონმა ფინალამდე ბულგარელ, უკრაინელ, ირლანდიელ და ინგლისელ მეტოქეებს მოუგო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი სომხეთის წარმომადგენელი რუსლან ასლიკიანი 4-1 დაამარცხა და კვარცხლბეკის პირველ […]

„მინიმუმ არჩევნებამდე ლარის კურსზე წნეხი კიდევ იქნება“ – როგორია არჩევნების შემდგომი მოლოდინები

„გასაკვირი არ არის, რომ არჩევნების თვეს დოლარზე მოთხოვნა გაზრდილია, როგორც ბიზნესის, ასევე მოსახლეობის მხრიდან“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეებსა და ბიზნესებს, რომლებიც ვაჭრობენ უცხოურ ვალუტაში, საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რომ ლარის გაუფასურების რისკები გაზრდილია და სწორედ ამიტომ თავს იზღვევენ. „მაგალითად, ბიზნესს, რომელსაც უწევს ტრანზაქციების განხორციელება დოლარში და […]

„არჩევნების მიუხედავად, ჯავშნებს ჩვეულებრივად ვიღებთ, შემოდგომის სეზონი აქტიურად მიმდინარეობს“ – Crowne Plaza Borjomi

“მოახლოებული არჩევნების მიუხედავად, Crowne Plaza Borjomi-ში ჯავშნების გადადება თითქმის არ ხდება, სტუმრებს ჩვეულებრივად ვმასპინძლობთ, აქტივობა ისეთივეა, როგორც შემოდგომაზე, სხვა შემთხვევებში არის ხოლმე. ზამთრისთვის ვემზადებით,”-ამის შესახებ Crowne Plaza Borjomi-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ავთანდილმა წურწუმიამ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. “მოგეხსენებათ რეგიონი ცოტა სპეციფიკურია, თუმცა, ყველას თავისი მომხმარებელი ჰყავს. შესაბამისად, გარე ფაქტორები, თუ ეს არ არის ისევ პანდემია და […]

ისანში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს

ისანში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს – ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, წუხელ მოკლეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში – გაიცანით თიბისის მხარდაჭერილი იდეა

ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოელტურისტებს. თანამედროვეობას შერწყმული, რეგიონისთვის დამახასიათებელი წინა საუკუნეების არქიტექტურა, გამორჩეულს ხდის მას. ერთი მხრივ, განსხვავებული და ამავე დროს ავთენტური გარემო, განსაკუთრებით ხიბლავს ვიზიტორებს. მართალია, სასტუმროს ისტორია ერთ წელს ითვლის. თუმცა, გაცილებით დიდი ისტორია აქვს […]

პრეზიდენტი ნიკა გვარამიას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას უმასპინძლა. როგორც გვარამიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისი კოალიცია „ქართული ქარტიის“ ერთგული რჩება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ევროინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და „ის ხალხი, ვინც ამაში ხელს გვიშლის, უნდა გავწიოთ“. „ნებისმიერ ვითარებაში როგორც ქარტიის ხელმომწერები ჩვენ აბსოლუტურად უპრობლემოდ მიგვაჩნია მხარდაჭერა, რაზეც არ უნდა […]

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი სანზონის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატმა ირაკლი ხელაძემ მოსახლეობასთან შეხვედრები სანზონის დასახლებაში გამართა. დელეგატი N8, 9, 19, 20, 21 და N25 კორპუსებში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ხელაძემ ადგილობრივებს გუნდის სამომავლო გეგმები და საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო, ასევე, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საარჩევნო კამპანია დასკვნით ფაზაში გადადის. მოქალაქეებთან ინტენსიურ შეხვედრებს ვმართავთ. […]

აჩიკო ბერიძე – 26 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და მშვიდობისთვის

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, ქალაქ ბათუმში, თაყაიშვილის ქუჩის მოსახლეობას კარდაკარ შემოვლის პრინციპით შეხვდა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას შეაჯამა ქალაქში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, მათივე ცნობით, დელეგატმა ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე […]

ოპოზიცია ყველაფერს ქართულს ებრძვის – კუბილიუსის, როთის და კელის ნათქვამი უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე საკუთარი ერის ხმა

პარლამენტის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის ქმედებებს ეხმიანება. „ეს არის ოპოზიციის სახიფათო სიძულვილი საკუთარი ხალხისა და ქვეყნის მიმართ“- წერს დიმიტრი ხუნდაძე და აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ებრძვის ყველაფერ ქართულს, მათ შორის წარსულს, რწმენას, ტრადიციებსა და მშვიდობას. დეპუტატის თქმით, რადიკალური ოპოზიციისთვის მათი უცხოელი პატრონების მოსაზრებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს მოსახლეობის ხმა. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, […]