“ჩვენს ეკონომიკურ ინვესტიციებს პატივი უნდა სცეს” – დე ლაურენტისი კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე

“კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი? – ფეხბურთელები, რომლებიც ახლა “ნაპოლიში” არიან, გუნდში მანამდე დარჩებიან, სანამ ჩვენ მოგვესურვება. წარსულში გვქონია შემთხვევები, როდესაც ზოგიერი მოთამაშის თავგადასავალი დასრულებლად მიგვიჩნევია და პრობლემა არასდროს შექმნილა. ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით იმას, რისი გაკეთებაც ფეხბურთელს სურს და მოთამაშეც გუნდის ეკონომიკურ ინვესტიციებს ასე უნდა მიუდგეს”, – თქვა დე ლაურენტისმა. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია და “ნაპოლი” ახალ […]

პრემიერი – გიორგი გახარიასთვის ეპითეტი „გარეწარიც“ კი ძალიან რბილი შეფასებაა – იყო მომენტი, როცა გადაწყდა შს მინისტრობიდან მისი გადაყენება, თუმცა აქ გარკვეული ამბები მოხდა, რამაც ამას ხელი შეუშალა

გიორგი გახარიასთვის ეპითეტი „გარეწარიც“ კი ძალიან რბილი შეფასებაა – ის გარე დავალებების საფუძველზე, უმძიმეს დანაშაულებს ჩადიოდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ერთმანეთს შეგნებულად უპირისპირებდა სახელმწიფოს და ადამიანებს, სამართალდამცველებს და ახალგაზრდებს. „პრინციპში, ხელის გულზე დევს მისი ძირითადი დანაშაულები. კიდევ ერთხელ შემიძლია […]

გია ვოლსკი – თუ დამტკიცდა, რომ გახარია თანამდებობიდან სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების მიზნით გადადგა, მის გვერდით მყოფი ადამიანები მოიაზრებიან, როგორც დანაშაულის თანამონაწილეები – არჩევნების შემდეგ ღალატის ფაქტები შეიძლება დაიდოს

თუკი დამტკიცდა, რომ გიორგი გახარია პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან იმის გამო გადადგა, რომ სახელმწიფოსთვის ზიანი მიეყენებინა, რასაკვირველია, მის გვერდში მყოფი ადამიანები მოიაზრებიან, როგორც დანაშაულის თანამონაწილეები – არჩევნების შემდეგ ღალატის ფაქტები შეიძლება დაიდოს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ შეიძლება ღალატის კოლექტიური დანაშაული იყოს ან შეიძლება იყოს უმეცრება! – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ […]

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ვარკეთილში კრივის დარბაზის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატმა ვარლამ ლიპარტელიანმა ვარკეთილში კრივის დარბაზის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კრივის კლუბის „მგლები“ დარბაზი საქართველოს კრივის ფედერაციისა და სამგორის რაიონის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით შეიქმნა და 200-ზე მეტ მოზარდზეა გათვლილი. „დარბაზის გახსნაში ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად მონაწილეობა მიიღო კრივში მსოფლიო ჩემპიონმა გიორგი კანდელაკმა, რომელიც კლუბის მხარდამჭერია. ინფორმაციისთვის, კლუბი „მგლები“ 16 […]

პაატა მანჯგალაძე – გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მთავარი პრობლემა ერთიანობის, ევროინტეგრაციისა და კეთილდღეობის გზაზე ივანიშვილი და მისი რეჟიმია – ფაქტობრივად, ჩვენება მისცა, რომ საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი

„ივანიშვილის გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ ყველას დაანახა, რომ მას არ აინტერესებს საქართველო და მისი მოქალაქეები,” – ასე ეხმაურება “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს. მანჯგალაძის თქმით, ივანიშვილის მიზანი ფულის დაგროვება და ხალხის ძარცვაა. „გუშინ კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა, რომ საქართველოს მთავარი პრობლემა ერთიანობის, ევროინტეგრაციისა და კეთილდღეობის გზაზე არის ივანიშვილი და მისი […]

პრემიერ-მინისტრი – 26 ოქტომბერს „ქუდზე კაცი“ უნდა გამოვიდეს – ეს არის გადამწყვეტი დღე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით

რამდენიმე დღეში იმართება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც არის რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთხოვოთ სრულიად საზოგადოებას, რომ გამოვიდეს „ქუდზე კაცი“ ამ არჩევნებზე, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის გადამწყვეტი დღე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა მმართველი პარტიის მიერ 23 ოქტომბერს დაგეგმილ […]

მალტაში, დეველოპერებს ახალი შენობების სახურავებზე მზის პანელების დაყენება დაევალებათ

მალტელ დეველოპერებს მოეთხოვებათ მზის პანელები ან განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების დაყენება ახალი მაღალსართულიანი შენობების სახურავებზე – ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს. ინიციატივა მთავრობამ უკვე დაამტკიცა და ახლა მას დაგეგმვის სამსახური და არქიტექტორთა პალატა შეათანხმებენ. ახალი მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ შენობებზე, რომლებიც მიაღწევენ მაქსიმალურ დასაშვებ სიმაღლეს (განსხვავებები იქნება უბნების მიხედვით). ეს ხელს შეუშლის მზის პანელების დაჩრდილვას მეზობელი შენობების მიერ. […]

ათ წელიწადში ვერავინ იცნობს საქართველოს, ქვეყანას კიდევ ერთი ოქროს ხანა ელოდება – იან პიტერ იანდენული

ანაკლიის პროექტს ნამდვილად შეიძლება ეწოდოს იშვიათი, დღეიდან, 10 წელიწადში ვერავინ იცნობს საქართველოს, ადგილობრივი წარმოება განვითარდება, დასაქმება გაიზრდება, – ამის შესახებ საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებელი ბელგიური კომპანიის „იან დე ნულ“ მმართველმა დირექტორმა, იან პიტერ იანდენულმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს კიდევ ერთი ოქროს ხანა ელოდება. „ჩვენი კომპანია 117 ქვეყანაში ოპერირებს. დღემდე ასე იყო, საქართველო იქნება 118-ე, ეს თუ […]

Wildberries საქართველოშია: ახალი შესაძლებლობები და მრავალფეროვანი პროდუქტები მომხმარებლებისთვის

22 ოქტომბრიდან საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი მულტიკატეგორიული პლატფორმა, Wildberries იწყებს ფუნქციონირებას. ეს ქართველი მომხმარებლებისთვის შოპინგის ახალ ჰორიზონტს ხსნის, ისინი მრავალფეროვანი პროდუქციის მიღებას საქართველოში, მათთვის მოსახერხებელ შეკვეთის პუნქტებში შეძლებენ. შეკვეთის მიღების პირველი ადგილი თბილისში, ფალიაშვილის 54 ნომერში მდებარეობს. ნოემბერში დედაქალაქში კიდევ ერთ ლოკაციაზე გაიხსნება ფილიალი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება კომპანიის ლოჯისტიკური ქსელის განვითარებისკენ. გაყიდვებს Wildberries ოფოციალური პარტნიორი, […]

კობახიძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს არის ერთგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის ელჩის განცხადებები არაობიექტურია. კობახიძემ პაველ ჰერჩინსკის მიერ შეფასებების გაკეთებას “ადმინისტრაციული რესურსის” გამოყენება უწოდა. “ეს შეფასება არ არის ობიექტური და ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. როდესაც ასეთი არაობიექტური განცხადება არჩევნებს უკავშირდება, ეს არის შემაშფოთებელი. ეს არის ერთგვარად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რაც საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა. როდესაც უცხოელი დიპლომატი არჩევნებთან დაკავშირებით […]