გილოცავთ რიკოთის ავტომაგისტრალის მორიგი, 12-კმ-იანი მონაკვეთის გახსნას, ახალი გზა საქართველოზე გამავალი სტრატეგიული, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის – პრემიერი

გილოცავთ რიკოთის ავტომაგისტრალის მორიგი, 12-კმ-იანი მონაკვეთის გახსნას, ახალი გზა საქართველოზე გამავალი სტრატეგიული, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის – პრემიერი მინდა, მოგილოცოთ ამ არაჩვეულებრივი ავტომაგისტრალის მორიგი მონაკვეთის გახსნა. ეს არის 12 კმ-იანი მონაკვეთი და ამით, ჯამში, გახსნილი იქნება 4-ზოლიანი 48 კმ-იანი მონაკვეთი, დარჩენილია რიკოთის ისტორიული პროექტის მხოლოდ 4 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა […]

თვითნებურად დაკავებულ მიწებს მოქალაქეები უფასოდ დაიკანონებენ – როდიდან ამოქმედდება დადგენილება?

თვითნებურად დაკავებულ მიწებს მოქალაქეები უფასოდ დაიკანონებენ – როდიდან ამოქმედდება დადგენილება? თვითნებურად დაკავებულ მიწებს მოქალაქეები უფასოდ დაიკანონებენ, შესაბამის დადგენილებას ხელი საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ, 21 ოქტომბერს მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, დადგენილების ამოქმედების ვადა 2025 წლის 1 იანვარია. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 […]

ზურაბიშვილის თქმით, პარტნიორები მზად არიან, ივანიშვილს გარანტიები მისცენ

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორები მზად არიან, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს გარანტიები მისცენ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში ისაუბრა. “ჩვენს პარტნიორებს სულ არ უნდათ, რომ არჩევნების შემდეგ ამ ქვეყანაში რამე ფორმის არასტაბილურობა დაინახონ. მათთვის მთავარია მშვიდობიანი, დემოკრატიული ტრანზიცია… ზოგიერთმა მითხრა, თუ საჭიროა [ბიძინა] ივანიშვილისთვის რაღაც გარანტიები, ამაზეც შეიძლება […]

,,გთხოვთ, დამეხმარეთ… 1 ლარიც კი თამუნას დიდ დახმარებას გაუწევს”

თამუნას დედა საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავს. გთავაზობთ მის წერილს უცვლელად: ,,გთხოვთ ძალიან ჩემს შვილს ჭირდება საზოგადოების დახმარება გთხოვთ ვერ დადის ვერ მეტყველებს აქვს კისტა თავში და შეტევები, საჭიროებს საზოგადოების დახმარებას. 300ლარს ვაგროვებთ რომ თავზე გადაუღოთ და გავიგოთ როგორი მდგომარეობაა… გთხოვთ ძალიან დავეხმაროთ პატარა თამარს 1ლარიც კი დიდ დახმარებას გაუწევს. გთხოვთ პატარა თამუნას ძალიან სწყურია სიცოცხლე. ანგარიშები […]

პრეზიდენტის თქმით, ანგარიშს უწევს პარტიებს, პრემიერობის კანდიდატს არჩევნების მერე დაასახელებს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, გაითვალისწინა პარტიების პოზიცია ქართული ქარტიით გათვალისწინებული პრემიერობის კანდიდატის არჩევნების შემდეგ წარდგენაზე. ფორმულასთან ინტერვიუში მან ასევე თქვა, რომ ტექნიკურ მთავრობაზე, რომელიც შეიძლება იყოს მთლიანად ტექნიკური ან შერეული – შეჯერებას არჩევნების შემდეგ დაიწყებენ. ის ასევე ამბობს, რომ ჰყავს პრემიერობის კანდიდატი, თუმცა დისონანსის თავიდან არიდების მიზნით და პარტიების გათვალისწინებით, მას არჩევნების შემდეგ დაასახელებს. […]

პრეზიდენტი: ივანიშვილს ეშინია რუსეთის – დაემორჩილა ყველა მიმართულებით, მათ არაფერი გაუკეთეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ეშინია რუსეთის, თუმცა მისი თქმით, ეს არც ქვეყნის, არც საზოგადოების და არც ამ არჩევნების პრობლემაა. ეს მან ფორმულასთან ინტერვიუში თქვა. პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთს ყველა მიმართულებით დაემორჩილა, რუსეთმა საპასუხოდ არაფერი გაუკეთა – “ჩაუკეტეს აფხაზეთისა და ოსეთის თემა”. “მასაც მგონი ძალიან ეშინია რუსეთის. კი […]

თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე 23 ოქტომბერს მოძრაობა სრულად შეიზღუდება – თბილისის მერია

23 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „გადაადგილება შეიზღუდება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც. თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩაზე არსებულ პანდუსამდე, ხოლო რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები – პირველი რესპუბლიკის მოედნამდე; მოძრაობა დასაშვები იქნება გიორგი […]

ყაზანში BRICS-ის სამიტის კულუარებში გაიმართა ვლადიმირ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა

სამშაბათს ყაზანში, BRICS-ის სამიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს. როგორც აღნიშნავენ, მოლაპარაკებები დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა ორივე ქვეყნის დელეგაციების მონაწილეობით. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, შეხვედრაზე დიდხანს იმსჯელეს უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, ასევე გაცვალეს მოსაზრებები დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობაზე. შეკითხვაზე, შეეხო თუ არა რუსეთისა და ჩინეთის მეთაურების საუბარი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, […]

პრეზიდენტი – ივანიშვილმა და მისმა პარტიამ აურია დალაგებული საგარეო პოლიტიკა, დალაგება იქნება, როცა მოვა ახალი მთავრობა – ის ჩაჯდა კონსპირაციაში, რომ ყველა ებრძვის, დღეს თურმე არაფერი ყოფილა, ყველაფერი დალაგდება, რადგან ფული დააბრუნეს

ბიძინა ივანიშვილს არავისთან არაფერი დაულაგებია. მან და მისმა პარტიამ აურია დალაგებული საგარეო პოლიტიკა , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ტვ ფორმულას” ეთერში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტის შეფასებით, პარტნიორებთან ურთიერთობები ასე არ ლაგდება. მისივე თქმით, ურთიერთობებს ახალი მთავრობა დაალაგებს. “ბიძინა ივანიშვილს არავისთან არაფერი დაულაგებია. მან და მისმა პარტიამ აურია დალაგებული საგარეო პოლიტიკა, რომელსაც მთელი […]

სალომე ზურაბიშვილი – საჯარო მოხელეები დღეს ძალიან დიდი „პრესის“ ქვეშ არიან, ხვალ ვნახავთ ავტობუსებს და ყველა ფორმით წამოყვანილ ადამიანებს

საჯარო მოხელეები დღეს ძალიან დიდი „პრესის“ ქვეშ არიან, ხვალ ვნახავთ ავტობუსებს და ყველა ფორმით წამოყვანილ ადამიანებს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვ ფორმულას ეთერში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, თავად იზრუნებს იმაზე, რომ საჯარო მოხელეები ხელისუფლების დავალებებისგან გათავისუფლდნენ. “საჯარო მოხელეები დღეს ძალიან დიდი პრესის ქვეშ არიან, ხვალ ვნახავთ მათ ავტობუსებს ვნახავთ და ყველა ფორმით წამოყვანილ […]