ნათია მეზვრიშვილი – ივანიშვილის გამოსვლაში გავიგე ორი რამ: გახარიასი ეშინია და ფულზე მოთქვამდა – სახელმწიფო ფულში დაახურდავა

ივანიშვილის გამოსვლაში გავიგე ორი რამ: გახარიასი ეშინია და ფულზე მოთქვამდა, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა. მეზვრიშვილმა შეაფასა ივანიშვილის ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე გიორგი გახარიას გუნდის გასამართლებაზე საუბრობს. როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, “ქართული […]
ირაკლი ქარსელაძე – რიკოთის მაგისტრალური გზის უპრეცედენტო პროექტში, სხვადასხვა დარგის, 400-მდე სპეციალისტი იყო ჩართული

კვლევების შესაბამისად, რიკოთის მონაკვეთი აღიარებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის, იგივე შუა დერეფნის, ყველაზე გამომწვევ მონაკვეთად და მხოლოდ ახალი, თანამედროვე სტანდარტის მაგისტრალური გზის მშენებლობა შეძლებდა აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას და ყველა გამოწვევის გადაჭრას, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-იანი მონაკვეთის ავტოტრანსპორტისთვის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მინისტრმა განმარტა, რომ საინჟინრო-გეოლოგიური და […]
რიკოთზე გახსნილი 48 კმ-ით უკვე ვსარგებლობთ რიკოთის ახალი გზის 93%-ით, სამუშაოების პროგრესი კი 98%-ია – ირაკლი ქარსელაძე

,,რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა და საერთო ჯამში, ტრანსპორტი ისარგებლებს რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 48 კმ-ით, რომელიც 8 კმ-ით ამცირებს გადაადგილების მანძილს და სულ მცირე ანახევრებს მგზავრობის დროს. კერძოდ კი, რიკოთის მონაკვეთის გავლას მხოლოდ 35 წუთი დასჭირდება,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-იანი […]
მომავალ წელს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა მაქსიმუმ 3 საათში იქნება შესაძლებელი – პრემიერი

ჩვენ მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საერთაშორისო მაგისტრალური გზების არაერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი გავხსენით, ეს ყველაფერი ჩვენ მიერ გაწეული სამუშაოს მასშტაბსა და შედეგებზე ყველაზე უკეთ მეტყველებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რიკოთის გზის, დამატებითი, 12 კმ-იანი მონაკვეთის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რიკოთთან ერთად, ეტაპობრივად დასრულდება ყველა მიმდინარე მონაკვეთის […]
„ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში უნიკალური პროექტია“ – ლევან დავითაშვილი

„ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების, ენერგოდამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი მსხვილი ინვესტიციები ბევრი არ განხორციელებულა და პროექტის მასშტაბურობა, რა თქმა უნდა, გამორჩეულია. ეს არის ნათელი მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მაღალ დონეზე კოორდინაციის, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ქვეყანაში ახალი ინდუსტრია ჩამოვაყალიბოთ“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა […]
ხათუნა სამნიძე – ივანიშვილი არ არის გამარჯვებაში დარწმუნებული, იცის, რომ ხმებს კარგავს – საზოგადოებას ეხვეწებოდა, რაც არ უნდა მოგბეზრდეთ ჩემი სახელი და გვარი, ხმა მომეცითო

ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს ბოლოს საზოგადოებას ეხვეწებოდა ხმა მომეცით, რაც არ უნდა მოგბეზრდათ ჩემი სახელი და გვარი, მე მომეცით ხმაო – იცის, რომ ხმებს კარგავს, – ასე შეაფასა “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა ხათუნა სამნიძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ. როგორც სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, ყველა ჯერზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ გამოჩნდება, კიდევ […]
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ანგარიშს უწევს ოთხ პარტიას“ და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს, რადგან „ანგარიშს უწევს ოთხ პარტიას“, რომელთაც „ქართულ ქარტიას“ მოწერეს ხელი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ამასთან, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ნეიტრალური პრემიერი, რომელიც არ არის პოლიტიკური ფიგურა, იმ გაგებით, რომ არ არის „პოლიტიკური პარტიებიდან წამოსული“, გაუადვილებს პარტიებს შეჯერდნენ. გარდა […]
Financial Times – აშშ-ის მხრიდან გაფრთხილების შემდეგ თურქეთმა რუსეთში სამხედრო დანიშნულების საქონლის ექსპორტი აკრძალა

აშშ-ის მხრიდან გაფრთხილების შემდეგ თურქეთმა რუსეთში სამხედრო დანიშნულების საქონლის ექსპორტი აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times ვითარებასთან ნაცნობ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროების მოსაზრებით, თურქეთის ხელისუფლებამ მიღებული შეზღუდვების შესახებ საჯაროდ “პოლიტიკური მგრძნობელობის” გამო არ გამოაცხადეს. გამოცემის ცნობით, საექსპორტო შეზღუდვებში მოხვდა დასავლური წარმოების კომპონენტების 50 საქონელი, რომლებსაც აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი და იაპონია საკვანძოდ მიიჩნევენ […]
მარკ რუტე აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩრდილოეთ კორეელების მონაწილეობის შესახებ ცნობების დადასტურება ამ მომენტისთვის არ შეუძლია და ინფორმაციას სამხრეთ კორეა მიაწვდის

ჩრდილოეთ კორეელების რუსეთის მხარეს საბრძოლველად გაგზავნის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეა გაგვიზიარებს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რუტემ აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის მას არ შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩრდილოეთ კორეელების მონაწილეობის შესახებ ცნობები დაადასტუროს. “ამ მომენტში არ შემიძლია ინფორმაციის დადასტურება და მხოლოდ აღვნიშნავ, რომ ინფორმაციას სამხრეთ კორეა მოგვაწვდის,” – განაცხადა რუტემ. […]
რიკოთის მაგისტრალის დამატებითი 12 კმ გაიხსნა

რიკოთის მაგისტრალის დამატებითი 12 კმ გაიხსნა რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა და საერთო ჯამში, ტრანსპორტი ისარგებლებს რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 48 კმ-ით. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. „რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა 4 მონაკვეთზე მიმდინარეობდა. ამჟამად, ავტოტრანსპორტისთვის სრულად გახსნილი იქნება 3 მონაკვეთი (ხევი-უბისა, უბისა-შორაპანი, შორაპანი-არგვეთა) და პირველი (ჩუმათელეთი-ხევის) 11 […]