„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია ქუთაისში პარტიულ აქტივს და მხარდამჭერებს შეხვდა

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია ქუთაისში პარტიის წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებენ. პაატა დავითაიას თქმით, ქუთაისელები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო არჩევნებში და მხარი დაუჭირონ ცვლილებებს. „არჩევნებამდე 4 დღით ადრე ჩვენს პარტიულ აქტივთან და მხარდამჭერებთან ერთად განვიხილეთ წინასაარჩევნო გარემო, რაც შექმნილია ქუთაისში. ქუთაისელები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო არჩევნებში და […]
ლევან სანიკიძე – მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ გზავნილს იღებს, რომ ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩატარდეს

მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილი იღებს კიდევ ერთ გზავნილს, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, – ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ „ქართველი ხალხის აქტს” კიდევ ათმა სენატორმა დაუჭირა მხარი. მისივე თქმით, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების პირობებში ქვეყანაში აუცილებლად შეიცვლება ხელისუფლება. „ჩვენ არაერთხელ […]
ლევან სანიკიძე – 26 ოქტომბერი არის რეფერენდუმის დღე, როდესაც გადავწყვეტთ 27 ოქტომბერს დადგეს ახალი 26 მაისი, თუ 25 თებერვალი – ეს არის არჩევანი, ან ირჩევ ილიას, ექვთიმეს, ქაქუცას გზას, ან ბიძინას და პუტინის გზას

26 ოქტომბერი არის რეფერენდუმის დღე – დღე, როდესაც ჩვენ გადავწყვეტთ 27 ოქტომბერს დადგეს ახალი 26 მაისი, თუ 25 თებერვალი. ამ ბრძოლაში ყველა ხმა მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა 26 ოქტომბერს უნდა გააკეთოს არჩევანი, რომელიც ქვეყნის ბედს გადაწყვეტს. „ზუსტად, 3 დღე დარჩა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში […]
როდესაც „ლელოს’’ მიყოლებით ტოვებენ ჩემი კოლეგები და მეგობრები, ვერ დავრჩები ამ მევახშისა და სპეკულანტის პარტიაში – ვტოვებ ხელმძღვანელის პოსტს, ასევე გავდივარ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ აჭარის უმაღლეს საბჭოს სიიდან

როდესაც „ლელოს’’ მიყოლებით ტოვებენ ჩემი კოლეგები და მეგობრები, ვერ დავრჩები ამ მევახშისა და სპეკულანტის პარტიაში – ვტოვებ ხელმძღვანელის პოსტს, ასევე გავდივარ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ აჭარის უმაღლეს საბჭოს სიიდან „ვტოვებ „ლელოს“ პარტიის ხელმძღვანელის პოსტს, ასევე გავდივარ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სიიდან“- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი რეზო აიოზბა სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ვერ […]
26 ოქტომბერს ანტიქართული რაც არის ყველაფერს ეთქმება დამაჯერებელი უარი ქართველი ხალხის მხრიდან და დღეს ამ ხალხის ხმას გაიგონებს მთლიანად საქართველო

ეს კითხვა ნიშნავს იმას,რომ ოპოზიციის შიშს დიდი თვალები აქვს. ხვდებიან და ხედავენ ამ დიდ თვალებში, თუ როგორი დამარცხება ელით 26 ოქტომბერს, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს კითხვაზე, რომლის მიხედვითაც დღეს დაგეგმილ ღონისძიებაზე მისასვლელად მოქალაქეებს ბენზინის ტალონები ურიგდებათ. „ეს არის სინამდვილეში შიში და გაცნობიერება იმისა, რომ ოპოზიცია, ღიად გაერთიანებული ენჯეო სექტორთან და ზოგიერთ […]
კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ. „საარჩევნო კამპანიის ფარგლებში უამრავ ადამიანს შევხვდი და კიდევ ერთხელ პირადად დავრწმუნდი, რომ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ევროპა. 26 ოქტომბერს წყდება, ვიქნებით ევროპაში თუ არა! უკვე ყველასთვის ნათელია, რომ „ოცნება“ და მისი მოკავშირე სატელიტები – იაგო ხვიჩიას „გირჩი“, ალტინფო-ს „კონსერვატიული მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს […]
მოურინიოს მდიდრული ცხოვრება სტამბულში – მინიმუმ 1000 ფუნტი დღეში, “დონერ ქებაბი” და რა საკვები შედის პორტუგალიელის ყოველდღიურ მენიუში [PHOTOS]

Daily Mail ჟოზე მოურინიოს სტამბულში მდიდრულ ცხოვრებაზე წერს. უკვე 4 თვეა რაც პორტუგალიელი “ფენერბაჰჩეს” ავარჯიშებს და ის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სასტუმრო Four Seasons Hotel Bosphorus-ში ცხოვრობს, სადაც 24 საათის გატარება ყველაზე იაფ ნომერში 1000 ფუნტი ჯდება. სასტუმრო მდებარეობს მე-19 საუკუნის სასახლეში, ქალაქის ევროპულ მხარეს, ულამაზესი ხედით ბოსფორისა და აზიის მხარეზე. Four Seasons Hotel Bosphorus-ს […]
ზელენსკის აქვს ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების ორმხრივად შეწყვეტის ინიციატივა

გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების ორმხრივად შეწყვეტა შესაძლოა გახდეს უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედების დასასრულებლად გადადგმული პირველი ნაბიჯი. „მშვიდობის პირველ სამიტზე ჩვენ ვნახეთ, რომ ენერგოუსაფრთხოების საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვესხმით მათ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, ისინი – ჩვენსას. შესაძლებელი გახდება ამით თუ არა ამ ომის ცხელი […]
შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის სახით აჯაფსანდალი გვაქვს – იმისაც ვერ ბედავენ თქვან, როგორია მათი მთავრობის შემადგენლობა – ე.წ. ტექნიკური მთავრობა მათთვის დიდი ხანია ცნობილია

ოპოზიციის სახით აჯაფსანდალი გვაქვს – იმისაც კი ვერ ბედავენ, რომ თქვან, როგორია მათი მთავრობის შემადგენლობა – ე.წ. ტექნიკური მთავრობა მათთვის დიდი ხანია ცნობილია, უბრალოდ, ქართველი ხალხისთვის ამის თქმას ვერ ბედავენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია „დამოკიდებულია იმაზე, რა ინსტრუქციას მიიღებს გარედან“. „უპირველესად, ეს მიუთითებს, რომ ჩვენ ოპოზიციის სახით გვაქვს […]
შროშაში იუსტიციის სახლი გაიხსნა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში იუსტიციის სახლის 122-ე ფილიალი გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შროშის იუსტიციის სახლი აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და თანამედროვე ინვენტარით. „სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება. იუსტიციის სახლის 122-ე ფილიალი, რომელიც მოსახლეობას 500-მდე მომსახურებას თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიაწვდის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე, […]