26 ოქტომბერს ანტიქართული რაც არის ყველაფერს ეთქმება დამაჯერებელი უარი ქართველი ხალხის მხრიდან და დღეს ამ ხალხის ხმას გაიგონებს მთლიანად საქართველო

ეს კითხვა ნიშნავს იმას,რომ ოპოზიციის შიშს დიდი თვალები აქვს. ხვდებიან და ხედავენ ამ დიდ თვალებში, თუ როგორი დამარცხება ელით 26 ოქტომბერს, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს კითხვაზე, რომლის მიხედვითაც დღეს დაგეგმილ ღონისძიებაზე მისასვლელად მოქალაქეებს ბენზინის ტალონები ურიგდებათ.
„ეს არის სინამდვილეში შიში და გაცნობიერება იმისა, რომ ოპოზიცია, ღიად გაერთიანებული ენჯეო სექტორთან და ზოგიერთ უცხოელ აქტორთან ღიად დამარცხდება 26 ოქტომბერს. ეს არია ამ შიშის თვალებიდან დანახული რეალობა, სადაც ხედავენ საკუთარ მარცხს და ცდილობენ გარკვეულ სპეკულაციებს.
26 ოქტომბერს ანტიქართული რაც არის ყველაფერს ეთქმება დამაჯერებელი უარი ქართველი ხალხის მხრიდან და დღეს ამ ხალხის ხმას გაიგონებს მთლიანად საქართველო. ეს ის ხალხია, ვინც 17 მაისს გამოვიდა ოჯახური ღირებულებების სადარაჯოზე, და ეს ხალხია ის ვინც დღეს შეიკრიბება და გასცემს მათ პასუხს ვინც აგინებს ეკლესიას, ხაზს უსვამს ჩვენს ისტორიას, ავრცელებს ბოღმას, ღვარძლს და მტრობას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს