სჯობს, შენს პატარა ქვეყანაში იყო ვარსკვლავი…” – ია ფარულავა ჰოლივუდიდან წამოსვლისა და საკუთარი კარიერის შესახებ – Marao

კინომცოდნე ბექა მაისურაძე კინოსა და თეატრის შესახებ ია ფარულავას ესაუბრა. მსახიობმა აღნიშნა, რომ ჰოლივუდიდან წამოსვლას არ ნანობს, რადგან მისთვის პრიორიტეტი საკუთარ ქვეყანაში წარმატების მიღწევა იყო: “მაშინ სხვა ჰოლივუდი იყო, არ ვნანობ, მაგრამ, მე, ალბათ, ჰოლივუდში 20-30-იან წლებში უნდა მოვხვედრილიყავი, როდესაც გრეტა გარბო იყო ვარსკვლავი, მაგრამ არაფერს არ ვნანობ. იგივე კითხვა ჟულიეტ ბინოშს ან ჯულია ორმონდს […]

მათი სიყვარული საზღვრებს გასცდა – რას წერს ბულგარეთის პრესა ქართველი “კონკიას”, მარიამ შარმანაშვილის შესახებ – Marao

მარიამ შარმანაშვილს, რომელიც ფართო აუდიტორიამ ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის, სოფი ლორენის სარძლოს სტატუსით გაიცნო, ცოტა ხნის წინ რჩეულმა, კარლო პონტი უმცროსმა ხელი სთხოვა. კითხვაზე, „როგორი გრძნობაა, როდესაც სოფი ლორენი შენი დედამთილია“, – მარიამმა უპასუხა, რომ „საპასუხისმგებლო და სასიამოვნო ერთად“. კითხვაზე, „ღირს თუ არა უცხოელზე დაოჯახება“, – მარიამმა უპასუხა, რომ ეს ინდივიდუალურია, რადგან „ყველგან არიან ღირსეული ადამიანები, […]

კროოსი: არ მომწონს, რომ ფეხბურთელები საუდის არაბეთში გადადიან

ლეგენდარულმა გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსტმა, რომელმაც ბუცები ლურსმანზე ამ ზაფხულს ჩამოჰკიდა, განაცხადა, რომ საუდის არაბეთში ფეხბურთელების გადასვლის წინააღმდეგია. მან რამდენიმე თვის წინ გაბრი ვეიგა გააკრიტიკა, რომელმაც 21 წლის ასაკში “სელტადან” საუდის არაბეთის ჩემპიონატს მიაშურა და მისი საქციელი ნაჩოსა და ხოსელუს ტრანსფერს შეადარა. “გაბრი ვეიგას ტრანსფერი ნაჩოსა და ხოსელუსგან სრულიად განსხვავებულია. ბოლო ორმა რამდენიმე ჩემპიონთა ლიგა […]

„ტერმინი რუსული კანონით ქართული კანონის დაბრენდვა, რომელიც იყო ჩვეულებრივი დეზინფორმაციული სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, გუშინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ხუხულასავით ჩამოშალა“ – შალვა პაპუაშვილი

„ტერმინი რუსული კანონით ქართული კანონის დაბრენდვა, რომელიც იყო ჩვეულებრივი დეზინფორმაციული სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, გუშინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ხუხულასავით ჩამოშალა“ – შალვა პაპუაშვილი „დღეს წარმოგიდგენთ მონაცემებს, რომელიც შეეხება დარღვევებთან დაკავშირებით შესულ საჩივრებს საარჩევნო კომისიაში. თქვენ ხშირად გსმენიათ ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან აპელირება, თითქოს ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, წინასაარჩევნო აგიტაციის დარღვევას და ასე შემდეგ. […]

საქართველოში სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა დამტკიცდა

საქართველოში სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა დამტკიცდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გადარჩენის პრაქტიკულ ღონისძიებათა წესების შესახებ სახელმძღვანელო – „სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა“ დაამტკიცა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. „უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნა გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა მრავალ სახეობას. აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ შემუშავდა სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა, რომლის […]

სისტემური რეგისტრაციის პროექტით კიდევ 4 021 მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება

თბილისის მთავრობის დღევანდელი განკარგულებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეძლევა თანხმობა, მოქალაქეებს კიდევ 4 021 მიწის ნაკვეთი დაურეგისტრიროს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რეგისტრაცია შეეხება ახალდაბის, ტაბახმელის, წავკისისა და შინდისის არეალებს. „თბილისის მერია იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვან პროექტს – მიწის სისტემურ რეგისტრაციას ახორციელებს. წინა მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია, […]

მარიამ ლაშხი – აშშ და ევროკავშირი უხეშად ერევიან ხალხის არჩევანში – ხედავენ, რომ ოპოზიცია დაუძლურებულია და გადაწყვიტეს, რომ თავად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში

წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ევროკავშირი უხეშად ერევიან ხალხის არჩევანში – ხედავენ, რომ ოპოზიცია დაუძლურებულია და გადაწყვიტეს, რომ თავად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, პირველად ხდება, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საელჩოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ქალაქში ბილბორდები აქვს. როგორც ლაშხი აღნიშნავს, მათი მიზანი საქართველოს […]

24 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმა, აღმოსავლეთში კი თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი – 25 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 24 ოქტომბერს სითბოს ფონზე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამასთან, განმარტავენ, რომ 25 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან 27 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. „თბილისში 24-25 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი […]

მამუკა მდინარაძე – დიახ, ვისაც რეგიონებიდან წამოსვლა უნდა, მთლად ყველას ვერა, მაგრამ, მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ, ნუ ღელავთ ასე – თბილისი რომ თავის სიტყვას იტყვის, იმაზე შეიძლება მართლა დამამშვიდებლები დაჭირდეთ

დილიდან, თურმე, ისტერიკაში არიან ნაცტელევიზიები, ხალხი მოჰყავთ რეგიონებიდანო. დიახ, ვისაც წამოსვლა უნდა, მთლად ყველას ვერა, მაგრამ, მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ, ნუ ღელავთ ასე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტებს რეგიონები ადარდებთ, მაგრამ, თბილისი რომ თავის სიტყვას იტყვის, იმაზე შესაძლოა, დამამშვიდებლებიც დასჭირდეთ. თუმცა, როგორც მდინარაძე […]

ბაღდათში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები იწყება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ბაღდათში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს იწყებს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობის დაწყების ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. „აღნიშნული პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ნაწილში გათვალისწინებულია: ბაღდათის და საირმის სათავეებისა და არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია; 36,6 კმ წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა. აშენდება ბუსტერული ტიპის სატუმბი […]