სასამართლოში ფიროსმანის ქუჩაზე, ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იოსებ ბალარჯიშვილისა და მასთან ერთად დაკავებული კიდევ სამი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ფიროსმანის ქუჩაზე, ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იოსებ ბალარჯიშვილისა და მასთან ერთად დაკავებული კიდევ სამი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. დაცვის მხარე კი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. სხდომას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბალარჯიშვილი სავარაუდოდ, დისტანციურად დაესწრება კლინიკა […]
მიხეილ სარჯველაძემ ახალქალაქში სასწრაფო დახმარების რაიონული სამსახურის ახალი შენობა გახსნა

მიხეილ სარჯველაძემ ახალქალაქში სასწრაფო დახმარების რაიონული სამსახურის ახალი შენობა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების ოცდახუთი თანამშრომელი მუშაობას ახალ სამუშაო პირობებში გააგრძელებს. უწყების განმარტებით, შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებით არის დაპროექტებული და სრულად ახალი ტექნიკითა და […]
იაგო ხვიჩია – ოპოზიციაში პრემიერობაზე ყველა ოცნებობს და პრეზიდენტს ვიღაც მეცნიერი, ფიზიკოსი ან ბიოლოგი რომ დაესახელებინა, ხომ დარჩებოდა ამდენი ხალხი გაღიმებული? – პრეზიდენტი ან „მიაკაჩავეს“ და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს

პრეზიდენტი ან „მიაკაჩავეს“ და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს – „ლელოს“ არ უჭირს, რომ დისკომფორტი ფულით აღმოეფხვრა, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის შეცვლილ გადაწყვეტილებას, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არჩევნების შემდეგ წარადგინოს. იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტს ფული „ლელომ“ გადაუხადა, რადგან ბოლოს ის სწორედ ამ პარტიას შეხვდა. „ან „მიაკაჩავეს“ […]
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – რეგიონებში კორუფციული შემთხვევები იზრდება – პარლამენტის დეპუტატები ჩამოყალიბდნენ ადგილობრივ „ფეოდალებად“, აქვე არიან მუნიციპალიტეტების მერები

საქართველოს რეგიონებში იზრდება კორუფციული შემთხვევები. პარლამენტის დეპუტატები ჩამოყალიბდნენ ადგილობრივ „ფეოდალებად“, აქვე არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერები, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ინფორმაციას აქვეყნებს სახელწოდებით „კორუფციის რუკა“. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კორუფციის რუკის განახლებულ ვერსიაში, დატანილია თანამდებობის პირებთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ის კომპანიები, რომლებმაც 2013 წლიდან დღემდე ჯამურად 3 მილიარდ 280 […]
კახა ოქრიაშვილი – მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „საარჩევნო კამპანიის ფარგლებში უამრავ ადამიანს შევხვდი და კიდევ ერთხელ პირადად დავრწმუნდი, რომ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ევროპა. 26 ოქტომბერს წყდება, ვიქნებით ევროპაში თუ არა! უკვე ყველასთვის ნათელია, რომ „ოცნება“ და მისი მოკავშირე სატელიტები – იაგო ხვიჩიას „გირჩი“, ალტინფო-ს „კონსერვატიული მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს […]
თბილისში, 65 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

მიხეილ სარჯველაძემ, 65 დევნილ ოჯახს, თანამედროვე სტანდარტების ახალაშენებული, გარემონტებული ბინები გადასცა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „თბილისში, 65 დევნილმა ოჯახმა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში, სრულად გარემონტებული ბინები მიიღო. სახლის გასაღებები, მათ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გადასცა. მიხეილ სარჯველაძემ, ოჯახებს, ახალსახლობა მიულოცა და აღნიშნა, რომ დევნილთათვის, ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა […]
IMF-მა საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.55%-მდე გაზარდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა, რომლითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა. ახალი პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა წელს 5.74%-ის ნაცვლად 7.55%-ით გაიზრდება. შესაბამისად, სავალუტო ფონდი საქართველოში 1.81 პროცენტით უფრო მაღალ ზრდას მოელის, ვიდრე ეს ფონდის მიერ აპრილში იყო ნავარაუდევი, 2025 წლისთვის კი IMF საქართველოსთვის 5.97%-იან ზრდას მოელის, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.74%-ით მეტია. […]
რუსულმა პლატფორმამ Wildberries საქართველოში საქონლის გაყიდვა და მიწოდება დაიწყო

რუსულმა ონლაინ გაყიდვების კომპანია Wildberries- მა საქართველოსი საქონის გაყიდვა და მიწოდება ფრანჩიზის მქონე ქართული პარტნიორი კომპანიის მეშვეობით დაიწყო. სექტემბერში საქართველოში მიტანის სერვისი აამოქმედა რუსულმა ონლაინ გაყიდვების კომპანია OZON-მა. კომპანია Wildberries 2004 წლის ვლადისლავ და ტატიანა ბაკალჩუკებმა დააფუძნეს. მეუღლეებს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ ცნობილი გახდა მიმდინარე წლის ზაფხულში, მას შემდეგ, რაც Wildberries-ისა და უმსხვილესი გარე რეკლამის […]
მოლდოვის პრეზიდენტი და მისი მეტოქე დებატებს გამართავენ მეორე ტურის წინ

მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, ალექსანდრ სტოიანოგლო შეთანხმდნენ, რომ 3 ნოემბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, 27 ოქტომბერს საჯარო დებატებს გამართავენ – აცხადებენ კანდიდატების გუნდები. პროევროპული ორიენტაციის სანდუმ ხმათა 42,49 პროცენტით გამარჯვება მოიპოვა არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართა, ხოლო სოციალისტ სტოიანოგლოს, საბოლოო შედეგებით, ერგო 25,9 პროცენტი. საარჩევნო კამპანია […]
საქართველოში არ შემოუშვეს ჩეხი ჟურნალისტი – სახელმწიფო უწყებები კომენტარს არ აკეთებენ

22 ოქტომბრის საღამოს, საქართველოში არ შემოუშვეს ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი – ინფორმაცია მან X-ზე (ყოფილი ტვიტერი) თავად გაავრცელა საღამოს 8 საათისთვის. ამ პოსტში რეი წერდა, რომ საღამოს 8-ის ნახევრისთვის მას საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს ყველანაირი დასაბუთების გარეშე და ითხოვდა დახმარებას. დოკუმენტში, რომელიც მან გამოაქვეყნა, უარის მიზეზად მითითებულია ყველაზე ზოგადი პუნქტი: “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ […]