სანქცირებულმა რუსულმა კომპანია Wildberries-მა საქართველოში გაყიდვები დაიწყო

რუსულმა მულტიკატეგორიულმა პლატფორმა Wildberries-მა საქართველოში გაყიდვები დაიწყო, რაც ქართული პარტნიორი კომპანიის ფრენჩაიზით განხორციელდება. Interfax-ი Wildberries-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ქართველ მომხმარებელს ექნება წვდომა პროდუქციის ფართო ასორტიმენტზე, რაც მოიცავს 8 მილიონზე მეტ პროდუქტს სხვადასხვა კატეგორიებში. პირველ ეტაპზე ფრენჩაიზი მიწოდებას თბილისში, შეკვეთების გამცემ პუნქტში განახორციელებს. მიწოდების დრო, დაახლოებით, 7 დღე იქნება. კომპანია, ასევე, საკურიერო მომსახურების ჩაშვებას განიხილავს. […]
საქართველოში კრემლთან დაკავშირებულმა, სანქცირებულმა Wildberries-მა ონლაინ გაყიდვა დაიწყო

საქართველოში კრემლთან დაკავშირებულმა და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერის გამო სანქცირებულმა რუსულმა უმსხვილესმა ონლაინ სავაჭრო კომპანია Wildberries-მა საქონლის გაყიდვა და მიწოდება ფრანჩიზის მქონე ქართული პარტნიორი კომპანიის მეშვეობით დაიწყო. რუსული საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი წერს, რომ კომპანიის მეშვეობით, რომელიც Amazon-ის ანალოგად მოიაზრება, ქართველი მომხმარებლები მიიღებენ წვდომას “საქონლის ფართო ასორტიმენტზე”. როგორც ცნობილია, კომპანია Wildberries და მისი დირექტორი, უკრაინისა და […]
საჩხერის მუნიციპალიტეტში კოლეჯ „სპექტრის“ ახალი ფილიალი გაიხსნა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში კოლეჯ „სპექტრის“ ახალი ფილიალი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, კოლეჯის ფილიალის დაფუძნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა. მინისტრის განცხადებით, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდისა და ქვეყანაში ადამიანური […]
არმიაში გაწვევისთვის თავის არიდების შესახებ სკანდალის ფონზე გადადგა უკრაინის გენერალური პროკურორი

უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრი კოსტინი თანამდებობიდან გადადგა გამოძიების ფონზე, რომელმაც გამოავლინა, რომ ხელისუფლების ათობით წარმომადგენელმა სამხედრო გაწვევას თავი აარიდა ავადმყოფობის ყალბი ცნობის მოპოვებით და შესაბამისად, ავადმყოფობისთვის დაწესებული დახმარების მოთხოვნით. სამხედრო გაწვევა მწვავე თემაა უკრაინაში, სადაც არმიის რიგები შეთხელებულია ქვეყანაში შეჭრილ რუსეთის ძალებთან ორ-ნახევარ წელზე მეტი დროის განმავლობაში მიმდინარე ომის შედეგად. კოსტინმა გადადგომის შესახებ 22 ოქტომბერს […]
ცესკო მიიჩნევს, რომ ომზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპით კანონი არ ირღვევა

საქართველოს ცენტრალურმა სარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა სამი ტელეარხის საჩივარი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „TV პირველი“ უარს ამბობენ ეთერში გაუშვან მმართველი პარტიის საარჩევნო კლიპი ომზე, რადგან მიაჩნიათ, რომ რეკლამის შინაარსით ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა, რომლითაც აკრძალულია ომის პროპაგანდა. ვიდეოკლიპში გამოსახულების ერთ მხარეს ნაჩვენებია უკრაინის დაბომბილი ადგილები, მეორე მხარეს კი საქართველოში გადაღებული კადრები. „მთავარი არხი“, […]
177 169 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება

„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2024 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 177,169 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8.00%-ზე უცვლელი დატოვა. შესაბამისად, 177,169 მსესხებელს არ შეეცვალა სესხზე ყოველთვიური შენატანი. „177,169 ხელშეკრულებიდან, უმეტესი ნაწილი იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებია (81%). 16% მცირე […]
Turkish Airlines-ი 220 ერთეულ Airbus-ს შეისყიდის

თურქეთმა ხელი მოაწერა ყველაზე დიდ კონტრაქტს ქვეყნის საავიაციო ინდუსტრიაში. თურქეთის ეროვნული გადამზიდავი Turkish Airlines-ი შეისყიდის 220 ერთეულ Airbus-ს, რაშიც 30 მილიარდ დოლარს გადაიხდის. ხელშეკრულება გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის მოლაპარაკების შედეგად გაფორმდა. 19 ოქტომბერს სტამბოლში გერმანიის ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის შედეგად, […]
შვედურად ითარგმნა და გამოიცა ეკატერინე ტოგონიძის „შინ შენ“

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, შვედურად ითარგმნა და გამომცემლობა Smockadoll förlag-ის მიერ გამოიცა ეკატერინე ტოგონიძის „შინ შენ“. მთარგმნელები: მანანა კობაიძე და კრისტიან კარლსონი. ეკატერინე ტოგონიძის მოთხრობები 2011 წლიდან იბეჭდება ქართულ და უცხოურ პერიოდიკაში. არის ბერლინის ლიტერატურული კოლოკვიუმის ორგზის სტიპენდიატი და პრემია „საბას” ლაურეატი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ჩეხურ, რუსულ და აფხაზურ ენებზე.
“მაგთიმ” 5G ინტერნეტი გაუშვა – კომპანიის განცხადებით, 5G ტარიფების გაძვირებას არ გამოიწვევს

“მაგთიმ” 5G ინტერნეტი უკვე გაუშვა, კომპანიამ გუშინ გაიმარჯვა კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ სიხშირულ აუქციონში და 5G სიხშირეების გამოყენების ლიცენზია მთლიანობაში 149 მილიონ ლარად შეიძინა. დღეიდან კი კომპანიამ ამ სიხშირეების ოპერირება და მომხმარებლებისთვის 5G ინტერნეტის მიწოდება დაიწყო. მეხუთე თაობის ინტერნეტზე გადასვლასთან დაკავშირებით “მაგთის” დირექტორთა საბჭომ დღესვე პრესკონფერენცია გამართა და ახალი თაობის ინტერნეტთან დაკავშირებით სადაც მათ განმარტეს, […]
GT Motors ციფრულ ტრანსფორმაციას იწყებს – კომპანიის პარტნიორი ამბიციურ გზაზე კომპანია Inspark Intelligent Business Solutions-ი იქნება

GT Motors ციფრულ ტრანსფორმაციას იწყებს – ავტომობილების საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორის პარტნიორი ამბიციურ გზაზე კომპანია Inspark იქნება. Inspark – მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, 20-წლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიაა, სწორედ ეს კომპანია იქნება GT Motors-ის პარტნიორი ტრანსფორმაციის გზაზე. Trendyol, Carrefour, Coca-Cola, P&G, TAV, Bosch, Shell, Liberty, DHL, Diageo, Edenred, Migros, INNIO და […]