მზადება “ოცნების” ღონისძიებისთვის – რუსთაველი და თავისუფლება ქუჩის ძაღლებისგან გაასუფთავეს

საგანგებო მზადება “ოცნების” ღონისძიებისთვის – რუსთაველი და თავისუფლება ქუჩის ძაღლებისგან გაასუფთავეს. ადგილზე ერთ მიუსაფარ ცხოველსაც კი ვეღარ იპოვით. ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ. მთელი რუსთაველი და თავისუფლება გაასუფთავეს ქუჩის ძაღლებისგან. ჩამოყრიან საწყლებს სადღაც ფონიჭალაში და ზაჰესთან და ვერასოდეს მოაგნებენ იმ ადგილებს, სადაც მიჩვეულნი არიან არსებობას დიდი ალბათობით დაიხოცებიან კიდეც… რა საჭირო იყო? ვის რას […]

ქოცი=რუსს – ფოტო

ქოცი=რუსს – ამ შინაარსის ბანერი გაჩნდა დღეს “ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერის თავზე. უცნობია, ვინ არის პერფორმანსის ავტორი.

ცესკოს “ნეიტრალური” საარჩევნო კომისია ოცნების სამსახურში – აი, ფაქტის გამოძიება

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ შეისწავლა, ვინ დანიშნა ცესკომ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის საარჩევნო კომისიების შემადგენლობებში 12-ვე ოლქსა და 74 უბანში. აი, ფაქტმა შეამოწმა როგორც ოლქის შემადგენლობა, ისე ქალაქის და სოფლის უბნების 750-ზე მეტი კომისიის წევრის ვინაობა და აღმოჩნდა, რომ: · საუბნო კომისიების 62 წევრი მერიის, საკრებულოს, სახელმწიფო დაწესებულებების ან მუნიციპალური ა(ა)იპ-ის თანამშრომელია; · საუბნო კომისიების 185 წევრი […]

რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური კომისიის სხდომამ 25 საკითხი განიხილა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2024 წლის მეოთხე სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. „კომისიას განსახილველად 25 საკითხი წარედგინა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარდგენილი 22 საკითხი დადებითად გადაწყდა. სომეხთა თემის მიერ წარდგენილი 3 საკითხი კი დახარვეზდა. კომისიის სხდომას […]

თეონა აქუბარდია – ბატონ პაპუაშვილს ვეტყვი, რომ აჯაფსანდალი ძალიან გემრიელი კერძია – შევჯერდებით „ტექნიკურ მთავრობაზე“, ქვეყანას ევროკავშირის გზაზე დავაბრუნებთ და ევროკავშირშიც შევიყვანთ

ბატონ პაპუაშვილს ვეტყვი, რომ აჯაფსანდალი ძალიან გემრიელი კერძია, -ასე გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, თეონა აქუბარდია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ოპოზიციის სახით აჯაფსანდალი გვაქვს და იმასაც ვერ ბედავენ თქვან, როგორია მათი მთავრობის შემადგენლობა”. თეონა აქუბარდიას განმარტებით, ახლა მთავარია 26 ოქტომბრის არჩევნები და ქართველი ხალხის გამარჯვება. „ახლა, როცა ნახეს, რომ „ტექნიკური მთავრობა“ არჩევნების […]

გიორგი გახარია – მე თანავუგრძნობ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დღეს, თბილისში ძალით ჩამოიყვანენ და მინდა ვუთხრა მათ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, სად მოუწევთ დღეს დგომა, მნიშვნელოვანია, როგორ არჩევანს გააკეთებენ ისინი 26 ოქტომბერს

მე თანავუგრძნობ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დღეს, თბილისში ძალით ჩამოიყვანენ და მინდა ვუთხრა მათ, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, სად მოუწევთ დღეს მათ დგომა, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ არჩევანს გააკეთებენ ისინი 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც თავისუფლების მოედანზე, მმართველი გუნდის მიერ დღეს დაგეგმილ შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, […]

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მატარებელი მწყემსს დაეჯახა – მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მატარებელი მწყემსს დაეჯახა, შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. საქართველოს პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 25 იანვარს, თბილისში, ათონელის და მტკვრის ქუჩების მიმდებარედ, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 26 […]

“რეალის” შესაძლო დანაკლისი – როდრიგოს ელ კლასიკოს გამოტოვება ემუქრება

ესპანური AS-ის ინფორმაციით, “რეალის” შემტევმა როდრიგომ შესაძლოა, მომავალი ელ კლასიკო გამოტოვს. ბრაზილიელმა ტრავმა “დორტმუნდთან” ჩემპიონთა ლიგაზე 5:2 მოგებულ შეხვედრაში მიიღო. მადრიდელთა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ დაადასტურა, რომ ფეხბურთელს კუნთის ტრავმა აქვს, მას დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება, რის შემდეგაც მისი უქმოობის ვადები დადგინდება. ინფორმაციისთვის, სეზონის პირველ ელ კლასიკოს “რეალსა” და “ბარსელონას” შორის 26 ოქტომბერს მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუ” უმასპინძლებს.

SOS auto-მ საერთაშორისო გადაზიდვები დაიწყო

საგზაო დახმარების ქართული აპლიკაცია – SOS auto-მ საერთაშორისო გადაზიდვები დაიწყო. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ნათია შუბითიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, SOS auto გადაზიდვებს თბილისი-ბაქოს მიმართულებით ახორციელებს და ნოემბრიდან კომპანია ბაქოში რეექსპორტს ევროპის ქვეყნებიდანაც დაიწყებს. გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, 21 ოქტომბერს SOS auto-მ ბელგიიდან თბილისის მიმართულებით პირველი გადაზიდვა განახორციელა, ხოლო ნოემბრიდან აღნიშნული პროცესი უფრო აქტიურად დაიწყება. „ცოტა ხნის წინ […]