“ოპოზიციას კი აწველინებს კაცებს… ამ ღლიცინში მოვა 26” – ანა მიქაძე

ყველის გილდის თავმჯდომარე, ანა მიქაძე–ჩიკვაიძე: რა უცნაური კაცია ივანიშვილი იმათ, თავისებს, ისეთები გაუგზავნა მესიჯებად თავპირისმტვრევით წავლენ არჩევნებზე… ოპოზიციას კი აწველინებს კაცებს… ვისაც ეს წამოცდენა გგონიათ და სიბრიყვე .. ვერაფრით დაგამშვიდებთ ამ ღლიცინში მოვა 26…

ქართველი მონიკა ბელუჩი – თეა დარჩიას შთამბეჭდავი ფოტოსესია განსხვავებული იმიჯით – Marao

უკვე არაერთი წელია, რაც თეა დარჩიას სახელი “სუხიშვილებს” უკავშირდება. მან სცენაზე 30 წელზე მეტი გაატარა და, მიუხედავად დიდი ოჯახისა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მაყურებელს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. ანსამბლის წამყვანი სოლისტის პოზიციიდან თეა დარჩიამ ბოლო წლებში პედაგოგის ამპლუაში გადაინაცვლა, გახსნა საკუთარი სტუდია და ახლა მსურველებს ამ სფეროში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს. “წესრიგი მნიშვნელოვანია და მას სიმკაცრით […]

ზღაპრული კადრი – ნინა და ანა: დედა-შვილის, ნინა ცქიტიშვილისა და ანა ნაცვლიშვილის შთამბეჭდავი ფოტოსესია – Marao

ყოფილი მოდელის, ნინო ცქიტიშვილისა და კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილის წყვილი წლებია, რაც პოპულარობას ინარჩუნებენ. ყოფილ მოდელს ახლა საკუთარი სამოდელო სააგენტო აქვს და უკვე არაერთ ცნობილ ქართველ მოდელს გაუკვალა გზა. სულ ცოტა ხნის წინ ნინა ცქიტიშვილი მისი სამოდელო სააგენტოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელის, მატილდა გვარლიანის Victoria`s Secret-ის შოუზე გამოსვლას დაესწრო, ექსკლუზიური კადრები კი სოციალურ ქსელში გაგვიზიარა. ვატო […]

ანალენა ბერბოკი – ლიბანი ჩამოშლის ზღვარზეა, მისი სრული დესტაბილიზაცია საბედისწერო იქნება

ლიბანის სრული დესტაბილიზაცია საბედისწერო იქნება, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ლიბანში ჩასვლისას განაცხადა. „ლიბანი ჩამოშლის ზღვარზეა, ქვეყნის სრული დესტაბილიზაცია საბედისწერო იქნება, როგორც ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს შორის ყველაზე რელიგიურად მრავალფეროვანი საზოგადოებისთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა. მისივე თქმით, გაერო-ს სამშვიდობო მისიის ძალები კონფლიქტის ყველა მხარემ უნდა დაიცვას. „გაერო-ს სამშვიდობოებზე ნებისმიერი […]

თეონა აქუბარდია – სწორედ ის საჯარო მოხელეები გამოუტანენ განაჩენს ივანიშვილს, რომლებიც აქციაზე ასე ძალდატანებით მიჰყავთ

ეს გარკვეულწილად არა ძალის, არამედ შიშის გამოხატულებაა, როდესაც ისინი საჯარო მოხელეებს აიძულებენ აქციაზე მოვიდნენ, – ასე აფასებს „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, თეონა აქუბარდია „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ დღევანდელ შეკრებას. როგორც აქუბარდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ის საჯარო მოხელეები გამოუტანენ განაჩენს „ქართულ ოცნებას“, რომლებიც ძალდატანებით დღევანდელ ღონისძიებაზე მიჰყავთ. „ადამიანებს დილის 09:00 სთ-დან 19:00სთ-მდე ალოდინებენ იმისთვის, რომ შუშის „ბუტკაში“ […]

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართული შეხვედრის მთავარი საკითხი მგვ ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული სიტუაციური სახელმძღვანელო იყო

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მგვ (მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების) ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული სიტუაციური სახელმძღვანელო განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის და მგვ ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ BAG-ს ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა შემოსავლების სამსახურთან, რათა მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გამოეყენებინა კუთვნილი უფლებამოსილება, მხედველობაში არ მიეღო სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც […]

იანვარში ბელარუსში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება მასობრივი მღელვარების შემდეგ

ბელარუსის პარლამენტარებმა 26 იანვარს დანიშნეს საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც იქნება პირველი კენჭისყრა მას შემდეგ, რაც 2020 წლის არჩევნებს მასობრივი მღელვარება მოჰყვა, რადგან გამარჯვებულად ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა გამოცხადდა. ოპოზიცია და დასავლეთის ბევრი ქვეყნის მთავრობები არჩევნებს გაყალბებულად აცხადებდნენ. 26 იანვრის კენჭისყრა ასევე პირველი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება მას მერე, რაც მოსკოვი სრული მასშტაბით შეიჭრა უკრაინაში და რასაც ლუკაშენკაც […]

“ფულს დაგვპირდნენ, წამოდითო, მაგრამ რამდენს ჯერ არ ვიცი” – კოლონები ქუთაისიდან დაიძრნენ

“ქართული ოცნების” პარტიული ღონისძიებისთვის კოლონები ქუთაისიდან თბილისში წამოსასვლელად ემზადებიან – ქუთაისელები და მათ შორის, საჯარო მოხლეების ნაწილი “პირველებთან” მოქალაქე ამბობს: თბილისში მივდივარ, ზუსტად არ ვიცი, არჩევნებისთვის თუ რაღაც, მოვა აგერ ჩემი მანქანა და ვიკითხავ, ფულს დაგვპირდნენ, წამოდითო, მაგრამ რამდენს ჯერ არ ვიცი”, – ამბობს მოქალაქე. თბილისში დაანონსებული პარტიული ღონისძიებისთვის “ქართულმა ოცნებამ” ადმინისტრაციული რესურსი სრულად მოაბილიზა […]

(ვიდეო) – ახალციხიდან “ოცნების” ღონისძიებაზე მიმავალი ხალხი სახეს მალავს

ახალციხიდან “ქართული ოცნების” ღონისძიებაზე მიმავალი ხალხი თავზე შარფებს იფარებს – ამის ამსახველ სოციალურ ქსელში TOK TV Georgia ავრცელებს. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, პლედებს იფარებდნენ “ქართული ოცნების” ის აქტივისტებიც რომლებიც ევროპულ მარშზე გამომსვლელებს სახეში ლაზერებს ანათებდნენ. რაც შეეხება “ქართული ოცნების” აქციას, მმართველ პარტიამ საჯარო მოხელეების მობილიზება დილიდან დაიწყო. http://