არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილისა და რობინ დანიგანის შეხვედრა, საქართველოს სასიკეთოდ ურთიერთობების გადატვირთვისთვის გარდამტეხი ნაბიჯი იქნება
„საქართველოში აკრედიტებული ელჩების განცხადებებში უკვე შეინიშნება ტონი იმის, რომ ისინი არჩევნების გზით დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან ითანამშრომლებენ,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარლამენტის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა და დასძინა, რომ დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი რეალურია. მისივე თქმით, არჩევნებზე ქუდზე კაცის გასვლა აუცილებელია იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდი ლეგიტიმაციით მოხდეს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარება. „საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვის […]
დილიდან თურმე ისტერიკაშია ნაცტელევიზიები, ხალხი მოჰყავთ რეგიონებიდანო, რა დაამშვიდებთ – მათი ხუთნომრიანი მთავარი პარტიაც კი იმდენ ხმას ვერ მიიღებს, რამდენი ადამიანიც იქნება დღეს აქციაზე!

დილიდან თურმე ისტერიკაშია ნაცტელევიზიები, ხალხი მოჰყავთ რეგიონებიდანო, რა დაამშვიდებთ – მათი ხუთნომრიანი მთავარი პარტიაც კი იმდენ ხმას ვერ მიიღებს, რამდენი ადამიანიც იქნება დღეს აქციაზე! დილიდან თურმე ისტერიკაშია ნაცტელევიზიები, ხალხი მოჰყავთ რეგიონებიდანო. დიახ, ვისაც წამოსვლა უნდა, მთლად ყველას ვერა, მაგრამ, მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ, ნუ ღელავთ ასე, – წერს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, […]
მიდით შაბათს და ამ არარაობის მოწოდებას მიეცით ხმა. ოღონდ თუ მაინც გადავრჩი, ჩემზე წყენას არ ვიყოთ, რამეთუ გამარჯვებას, უსისხლო და მშვიდობიანს, წყალი არ გაუვა

მიდით შაბათს და ამ არარაობის მოწოდებას მიეცით ხმა. ოღონდ თუ მაინც გადავრჩი, ჩემზე წყენას არ ვიყოთ, რამეთუ გამარჯვებას, უსისხლო და მშვიდობიანს, წყალი არ გაუვა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინაში მებრძოლის ქართველი მოხალისის მიერ გაჟღერებულ მუქარას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ამ არაკაცს, უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისე, პარტია „ქართველთა ერთობის“ ლიდერ, ლადო გამსახურდიას პირადად ველოდები ჩემი […]
კონგრესმენი ტერნერი: გარდამტეხი მომენტია საქართველოსთვის

რესპუბლიკელი კონგრესმენის მაიკ ტერნერის შეფასებით, ის რაც საქართველოში ხდება, ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის ბრძოლის ნაწილია და მომავალი არჩევნები „გარდამტეხი მომენტი საქართველოსთვის“. ამის შესახებ ტერნერმა American Enterprise Institute-ის მიერ, საქართველოს არჩევნების შესახებ ორგანიზებულ დისკუსიაზე განაცხადა. „ჩვენი ყურადღება უნდა გავამახვილოთ, თუ რა მოხდება შაბათს [არჩევნებზე] და მის შემდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს და გვინდა […]
ხალხისთვის: გამოძიების დასრულებამდე ვწყვეტთ ნებისმიერი სახის თანამშრომლობას დავით ფერაძესთან

ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ტრანსგენდერ ქალზე ნატა ტალიკიშვილზე თავდასხმის ფაქტზე დავით ფერაძე დააკავეს და აცხადებს, რომ გამოძიების დასრულებამდე მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობას წყვეტს. პარტიაში ასევე ამბობენ, რომ დავით ფერაძემ ერთი თვის წინ, თავისი ნებით დატოვა პარტია და არ წარმოადგენს ხალხისთვის წევრს. პარტია გმობს ძალადობის ყველა გამოხატულებას. “ქართული ოცნება დიდი ხანია […]
ქარტიის ინფორმაციით, ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი სასაზღვრო ზონაში იმყოფება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი სასაზღვრო ზონაში იმყოფება. 22 ოქტომბერს, საღამოს საქართველოში არ შემოუშვეს ჩეხი/ბრიტანელი ჟურნალისტი რეი ბეისლი. ამის შესახებ ჟურნალისტმა პლატფორმა X-ზე თავად დაწერა და დახმარება ითხოვა. ბოლო შეტყობინებაში ბეისლიმ სტუდია მონიტორს მისწერა, რომ ტელეფონის ჩამორთმევას უპირებდნენ, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი გაწყდა. დოკუმენტში, რომელიც რეი ბეისლიმ სტუდია მონიტორს გაუგზავნა, შინაგან საქმეთა […]
საერთაშორისო სავალუტო ფონდი – 2024 წელს, საქართველოს რეალური ეკონომიკა წლიურად 7,6%-ით გაიზრდება, რითაც ევროპისა და აზიის სახელმწიფოებს შორის უპირობოდ ლიდერობს და პირველ ადგილზეა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2030 წლამდელი პერიოდის (2029 წლის ჩათვლით) მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულებში, მსოფლიოში მეორე და მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში პირველ ადგილზე დეკადური (ათწლიანი) ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მოხვდა. ესენია: ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ს ზრდა; $GDP per capita მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ზრდის […]
ფიროსმანის ქუჩაზე, ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობაში ბრალდებული იოსებ ბალარჯიშვილი ბრალს არ აღიარებს

ფიროსმანის ქუჩაზე, ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობაში ბრალდებული იოსებ ბალარჯიშვილი ბრალს არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ სასამართლო პროცესზე მისმა ადვოკატმა ნათია პაჭკორიამ განაცხადა. როგორც უფლებადამცველი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ უდანაშაულოა. პაჭკორიას თქმითვე, ბალარჯიშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. ადვოკატი ბრალდების მხარის შუამდგომლობას, რომ დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას არ დაეთანხმა. სასამართლოში პოზიცია კლინიკა „ჰელსიკორიდან“ […]
ვახტანგ ცინცაძე – სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024 წელს, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზრდილია 7.6 %-მდე, რაც, როგორც ევროპის, ასევე რეგიონის ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

სავალუტო ფონდის მიმოხილვის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზრდილია და 7.6%-ს შეადგენს, რაც, როგორც ევროპის, ასევე რეგიონის ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობის ამოცანაა, შეინარჩუნოს ეკონომიკური ზრდის ტემპი უფრო მაღალ ნიშნულზე, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ და მაქსიმალურად […]
შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ბანერზე – მტრად გამოაცხადებენ კი არა, ყველას სათითაოდ გაჟუჟავენ, ამათ რომ ხელისუფლება ჩაუვარდეთ ხელში

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ბანერს ეხმაურება, რომელზეც გაკეთებულია წარწერა: „ქოცი=რუსს“. როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ყველამ უნდა დავხედოთ ამ ფოტოს, რათა ყველა დავფიქრდეთ, „თუ რას დაამსგავსეს საკუთარი თავები“. „ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ე.წ. მედია ქართველების უმრავლესობას მტრად აცხადებს. საინტერესოა, რა პოზიცია აქვს ამაზე ევროკავშირის საელჩოს. ყველამ უნდა დავხედოთ ამ ფოტოს. ყველა დავფიქრდეთ იმაზე, […]