ახალი „ქემრი“ – დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია

„ტოიოტა კავკასიამ“ რეგიონში სეგმენტის ლიდერის სრულიად ახალი ვერსია, მე-9 თაობის „ქემრი“ წარადგინა. ღონისძიებას ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი ჟურნალისტები, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, ავტოენთუზიასტები და „ტოიოტა ქემრის“ ლოიალური მომხმარებლები ესწრებოდნენ. ახალი მოდელის პრეზენტაციის ოფიციალური ნაწილი ზუგდიდში, დადიანების სასახლეში გაიმართა. თუმცა, მონაწილეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ტესტდრაივის ნაწილი იყო. ღონისძიების სტუმრებმა „ტოიოტას“ ფლაგმანი ავტომობილი სხვადასხვა ტიპის გზაზე გამოსცადეს. მარშრუტი რამდენიმე […]

ფიროსმანის ქუჩაზე, ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ფიროსმანის ქუჩაზე, ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იოსებ ბალარჯიშვილს, გიორგი ბუბუტეიშვილს, დავით მაჭარაშვილსა და ჯემალ ფირანიშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. მისი განმარტებით, მოწმეები ადგილზე არსებულ დაპირისპირებაში რამდენიმე პირის არსებობას უთითებენ. „მოწმეები უთითებენ, რომ არ იცოდით ბალარჯიშვილს სად მიყვებოდით, მაგრამ ფაქტს შეესწარით და თქვენივე სიტყვებით, რომ ვთქვათ, […]

ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული – უაზრო ბრალდებაა, საერთოდ აქ არ უნდა ვისხდეთ – ყველა მათგანი ტყუილადაა დაკავებული

უაზრო ბრალდებაა, საერთოდ აქ არ უნდა ვისხდეთ, – ამის შესახებ ფიროსმანის ქუჩაზე ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა დავით მაჭარაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყველა მათგანი ტყუილადაა დაკავებული. „ნასამართლევიაო რომ ამბობს პროკურორი, დანა არასდროს მქონია, იარაღზე გამართლებული ვარ. ეს არის გამოძიება და პროკურატურა? ეს გამოიძიეთ, რომ ჩვენ ვართ დამნაშავეები? რატომ უნდა გამიშვან ციხეში?” […]

აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები სხვადასხვა სტომატოლოგიურ მომსახურებას უფასოდ მიიღებენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური საუნივერსიტეტო კლინიკა „ეუ დენტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე დღეიდან აფხაზეთიდან დროებით დევნილი 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები სტომატოლოგიურ კლინიკა „ეუ დენტში“ სხვადასხვა სტომატოლოგიურ მომსახურებას უფასოდ მიიღებენ. როგორც აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა აღნიშნავს, […]

ვასო ურუშაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციულ რუკაზე“ – ივანიშვილმა საქართველოში რუსული მმართველობის სტილი, კორუფციული პირამიდა შექმნა

რუსმა ოლიგარქმა, საქართველოში შექმნა რუსული კორუფციული მმართველობის სტილი, კორუფციული პირამიდა, სადაც სახელმწიფო რესურსები, წიაღისეული, ყველა ის სიმდიდრე, რაც გააჩნია ქვეყანას და სახელმწიფოს და ეკუთვნის ხალხს, გადანაწილებულია მხოლოდ მის ვიწრო კლანზე, – ასე შეაფასა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კორუფციის რუკის განახლებული ვერსია, სადაც ორგანიზაციის განცხადებით, […]

დიმიტრი პესკოვი – BRICS-ის სამიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრებისას უკრაინის საკითხი ბევრჯერ იქნა განხილული

BRICS-ის სამიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრებისას უკრაინის საკითხი ბევრჯერ იქნა განხილული, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „გუშინდელი ორმხრივი საუბრების დროს, რომელიც პრეზიდენტს ბევრი ჰქონდა, უკრაინა ბევრჯერ იქნა განხილული. როგორც წესი, უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული ნაწილი ყოველი შეხვედრის დღის წესრიგშია. პრეზიდენტი არსებული მდგომარეობისა და მოგვარების პერსპექტივების შესახებ მკაფიო შეფასებებს აკეთებს. რა თქმა უნდა, აღვნიშნავთ,რომ […]

სოფელ საჩინოში ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი 10 წლის ბავშვს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოზარდი გარდაცვლილი დახვდა. ადგილობრივის ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა თვითმკვლელობის მიზნით სხეულზე დაზიანებები მიიყენა. მისი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ჰორიზონტი ევროპის“ ეროვნულმა ოფისმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ჰორიზონტი ევროპის” ეროვნული ოფისის წარმომადგენლებმა, დოქტორანტებისთვის, პოსტდოქტორანტებისთვის, ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის საინფორმაციო შეხვედრას გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და სამომავლოდაც შეიტანს „ჰორიზონტი ევროპის“ განვითარებაში და ამ პროცესისგან თავადაც დიდ სარგებელს […]

ეროვნულმა ბანკმა $60 მილიონი გაყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ლარის კურსის შესანარჩუნებლად უცხოური ვალუტის გაყიდვას. ბანკმა დღეს, 23 ოქტომბერს, $60 მილიონი გაყიდა. ინფორმაცია ბანკის ვებსაიტზე, სტატისტიკის გვერდზე, გამოქვეყნდა.

ლოიდ ოსტინმა ახსნა, რატომ არ აძლევს აშშ უკრაინას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების უფლებას

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ამერიკული რაკეტებით დარტყმის უფლებას სხვათა შორის იმის გამო არ აძლევს, რომ რუსეთის სამხედროებმა თავიანთი საბრძოლო თვითმფრინავები უკვე განათავსეს ფრონტის ხაზიდან 300 კმ-ზე მეტ მანძილზე. და, შესაბამისად, ისინი ახლა განლაგებულია ATACMS რაკეტების წვდომის მიღმა. ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. კიდევ ერთი […]