საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა

23 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: “სპაერი” – “გაგრა” და თბილისის “დინამო” – “კოლხეთი 1913”. ნახევავარფინალური შეხვედრები 5 ნოემბერს გაიმართება, ხოლო ფინალური მატჩი, რომელსაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს, 5 დეკემბერს შედგება. GFF.GE

„თავისუფლების მოედანზე“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება მიმდინარეობს

„თავისუფლების მოედანზე“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა. მანამდე რამდენიმე ლოკაციიდან მსვლელობა გაიმართა. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს ცოტნე ივანიშვილი შეუერთდა. კიდევ ერთი მსვლელობა გაიმართა ბარათაშვილის ხიდიდან. ამ დროისთვის, თავისუფლების მოედანზე, სადაც სცენაა დამონტაჟებული, „ქართული ოცნების“ ლიდერები ამომრჩევლებს სიტყვით მიმართავენ. ღონისძიების გამო, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აკრძალულია. […]

ალეკო ელისაშვილი – ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გატაცებაა თბილისში ექსკურსიების მოწყობა – დღეს გადავწყვიტე ხელობის გახსენება, ტურის მოწყობა და თქვენთვის ივანიშვილის მექრთამე ჩინოვნიკების ქონების და სახლების ჩვენება

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გატაცებაა თბილისში ექსკურსიების მოწყობა. დღეს გადავწყვიტე ხელობის გახსენება, ტურის მოწყობა და თქვენთვის ივანიშვილის მექრთამე ჩინოვნიკების ქონების და სახლების ჩვენება. ტურის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის გახრწნილი მექრთამე ჩინოვნიკების ქონებას გაგაცნობთ. გაჩვენებთ, სინამდვილეში როგორ ანიავებენ ჩვენს ქონებას და ჩვენთვის მოპარულ ფულს როგორ ეძახიან ისინი უფასო ფულს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, […]

“მათი ბაბლი შემოვარდა და სხვაგან ლანძღავენ იგივე ოთხეულს და მე მიწერენ რატო გამოყავი ეს ოთხეულიო“- ზურა ხაჩიძე

“ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ვიდეორგოლში ეროვნული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის გამოჩენას სოციალურ ქსელში მომღერალი ზურა ხაჩიძე ეხმაურება და წერს, რომ მის მიერ სპორტსმენებისადმი გამოხატული მხარდაჭერის გამო, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. “სასწაული ხდება ჩემს მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე სადაც ნაკრების ოთხეულს მხარდაჭერას ვუცხადებ და იქვე ვწერ – ნაკრების ყველა წევრს დიდი პატივი ჩემგან! მათი ბაბლი შემოვარდა […]

სებ-ის მიერ ინტერვენციის განხორციელება მიზანშეწონილია გამომდინარე იქიდან, რომ ლარის რყევებს მეტ-ნაკლებად მინიმუმამდე ამცირებს – ლაშა ქავთარაძე

სებ-ის მიერ ინტერვენციის განხორციელება მიზანშეწონილია გამომდინარე იქიდან, რომ ლარის რყევებს მეტ-ნაკლებად მინიმუმამდე ამცირებს – ლაშა ქავთარაძე ვფიქრობ, ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული ტრანზაქციები მთლიანობაში პოზიტიურია, იქედან გამომდინარე, რომ მეტ-ნაკლებად ლარის რყევებს მინიმუმამდე ამცირებს. ლარის კურსის სტაბილურობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც სხვა ბევრ მაკროეკონომიკურ მაჩვენებელზე პოზიტიურად აისახება, მათ შორის ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე, – ამის შესახებ Galt […]

ლაშა ბექაური – ჩემი აქ დგომის მიზეზი არის ის, რომ მე ვიყო ჩემი ქართველი ხალხის გვერდით

ჩემი აქ დგომის მიზეზი არის ის, რომ მე ვიყო ჩემი ქართველი ხალხის გვერდით, – ამის შესახებ ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა განაცხადა, რომელიც თავისუფლების მოედანზე, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ დასკვნით ღონისძიებას ესწრება. როგორც ბექაურმა აღნიშნა, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ძალიან ბევრი რამ წყდება და ქართველმა ხალხმა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. „ჩემი აქ დგომის მიზეზი […]

ნატო ადასტურებს ჩრდილოეთ კორეის სამხედროების რუსეთში გადაყვანას

ნატო ადასტურებს ჩრდილოეთ კორეის სამხედროების რუსეთში გადაყვანას. ამის შესახებ ნატოს სპიკერმა ფარა დაჰლალამ განაცხადა. მისი განცხადება ნატოს შტაბ-ბინამ გამოცემა „ინტერფაქს-უკრაინას“ გადასცა. „მოკავშირეებმა დაადასტურეს ჩრდილოეთ კორეის სამხედროების რუსეთში განლაგება. თუ ამ სამხედროებს უკრაინაში ბრძოლა მოუწევთ, ეს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთის უკანონო ომის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ესკალაცია და ფრონტის ხაზზე რუსეთის მნიშვნელოვანი დანაკარგების კიდევ ერთი ნიშანი იქნება”, – […]

რუსეთმა უკრაინაზე დრონებით თავდასხმის ახალი ტალღა დაიწყო

23 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დრონებით ინტენსიური დარტყმების კიდევ ერთი სერია დაიწყო. ამავე დროს, ბრიტანეთი აცხადებს, რომ დაასრულა 200 უკრაინელი პილოტის სწავლება, რომლებიც F-16 გამანადგურებლებით იფრენენ. დასავლელმა მოკავშირეებმა თვითმფრინავები კიევს ანტისაჰაერი თავდაცვის გასაძლიერებლად მიაწოდეს. უკრაინის საჰაერო ძალებმა 23 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ ქვეყნის 12 რეგიონში უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვამ რუსეთის მიერ გაშვებული 81 დრონიდან 57 ჩამოაგდო. კიდევ […]

ორბანი ევროკავშირს მისი მთავრობის დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ოთხშაბათს ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება მისი კაბინეტის დამხობის და „მარიონეტული მთავრობის“ დანიშვნის მცდელობაში დაადანაშაულა. 14-წლიანი მმართველობის განმავლობაში, ორბანი ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხის წინაშე დგას მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტია, რომელსაც ახალბედა პოლიტიკოსი ხელმძღვანელობს, გამოკითხვებში მოსახლეობის მზარდ მხარდაჭერას იღებს. პრემიერ-მინისტრმა თავის მხარდამჭერებს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ იმ აჯანყების წლისთავზე მიმართა, რომელიც წითელმა არმიამ ჩაახშო. უნგრეთის პრემიერმა, […]

ლონდონი უარყოფს ტრამპის გუნდის ბრალდებებს არჩევნებში ჩარევის თაობაზე

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა 23 ოქტომბერს უარყო ამერიკის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის გუნდის მიერ წაყენებული ბრალდებები. შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებს ამერიკის არჩევნებში „უხეშ საგარეო ჩარევაში” სდებს ბრალს და ამ საკითხს საარჩევნო კომისიაში ასაჩივრებს. სტარმერის თქმით, მისი თანაპარტიელების მხრიდან ამერიკულ საარჩევნო კამპანიაში მოხალისედ ყოფნა დასაშვებია. ის ასევე აცხადებს, […]