ვერავინ გაიგებს, ვის მიეცით ხმა არჩევნებზე — აი, რატომ

2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული სისტემის გამოყენებით ჩატარდება, ანუ ამომრჩევლები ხმას ელექტრონული აპარატების გამოყენებით მისცემენ. მაინც რამდენად იცავს მსგავსი მიდგომა ჩვენი ხმის ფარულობას? შეიძლება თუ არა, ვინმემ გაიგოს, ვის მივეცით ხმა? ამის საპასუხოდ მალხაზ რეხვიაშვილს, ფაქტ-მეტრის მთავარ რედაქტორს, გავესაუბრე. ეს პლატფორმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან (ცესკო) წლის დასაწყისიდანვე თანამშრომლობს, რათა არჩევნებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებას […]

“არ გრცხვენიათ “ბლიაძ?” – რას წერს ნუგზარ სულაშვილი

ზოგიერთი კადრის გადასაღებად მჭირდება ასეულობით კილომეტრის გავლა. ვხარჯავ დიდ დროს და ფინანსებს. რა თქმა უნდა ამას ჩემი პირადი სიამოვნებისთვის ვაკეთებ და ვცდილობ თქვენც გაგიზიაროთ. უკვე უამრავი ჩემი ფოტო ვნახე პლაგიატურ ფორმატში. ბევრს ვუსაყვედურე, ბევრს ვთხოვე მსგავსი საქციელი არ გაემეორებინ, მაგრამ ჩემი …! მაღაზიებიდან იპარავთ, სახლებიდან იპარავთ, ჯიბიდან იპარავთ, ფეისბუკიდან იპარავთ, ბიუჯეტიდან ხომ იპარავთ და იპარავთ! […]

“რუსული დაფინანსება” – “დროა, ოლიგარქს მკაცრი სანქციები დაუწესდეს” – ფოტიგა

“სანდო ქართველი ექსპერტები “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში ფულის რუსულ ფესვებზე მიუთითებენ. დონორები ან პირდაპირ არიან კავშირში რუსეთთან, ან რუსულ ბაზარზე არიან დამოკიდებული. ისინი ასევე მჭიდრო კავშირში არიან ბიძინა ივანიშვილთან ან მისი ოჯახის წევრებთან. დროა, ოლიგარქის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაწესდეს”

მეორე სიმძლავრის აუქციონის გამარჯვებულებს დღემდე არ აქვთ მთავრობასთან ხელშეკრულება გაფორმებული – Helios Energy Georgia

ენერგოპროექტების მხარდამჭერი სქემის, პირველი CFD აუქციონის გამარჯვებულთა სიაში სულ 27 საინვესტიციო პროექტია, მათ შორის 14 ჰიდროელექტროსადგურის (149 მეგავატი); 3 [77 მეგავატი] ქარის, 10 [70 მეგავატი] კი მზის ელექტროსადგურის. მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელის, თორნიკე დარჯანიას განცხადებით, პირველი სიმძლავრის აუქციონში გამარჯვებული მცირე სიმძლავრის მზის პროექტების განხორციელება დაწყებულია, თუმცა დიდი პროექტები მშენებლობის ეტაპზე ჯერ არ გადასულან. რაც […]

„თავისუფლების მოედანზე“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება მიმდინარეობს

„თავისუფლების მოედანზე“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა. მანამდე რამდენიმე ლოკაციიდან მსვლელობა გაიმართა. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს ცოტნე ივანიშვილი შეუერთდა. კიდევ ერთი მსვლელობა გაიმართა ბარათაშვილის ხიდიდან. ამ დროისთვის, თავისუფლების მოედანზე, სადაც სცენაა დამონტაჟებული, „ქართული ოცნების“ ლიდერები ამომრჩევლებს სიტყვით მიმართავენ. ღონისძიების გამო, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აკრძალულია. […]

თბილისში რამდენიმე ახალი ბიზნესცენტრი შენდება და არსებულ საოფისე სივრცეებს 70 000 კვ.მ. დაემატება – Colliers Georgia

დიდი ზომის საოფისე ფართებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, დედაქალაქში რამდენიმე ახალი ბიზნესცენტრი შენდება და მომავალი 2 წლის განმავლობაში, თბილისში არსებულ საოფისე სივრცეებს 70 ათასი კვადრატული მეტრი დაემატება, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ მარიამ მითაიშვილმა – Colliers Georgia-ს კომერციული უძრავი ქონების ბროკერმა განუცხადა. მისი თქმით, დღეს თბილისში საოფისე ფართებზე არსებულ მოთხოვნას, მიწოდება ჩამორჩება და ვერ აკმაყოფილებს. „Colliers Georgia-ს […]

ანკარაში აფეთქება და სროლა იყო აეროკოსმოსური კომპანიის შენობის წინ

ანკარაში რამდენიმე უცნობმა პირმა აეროკოსმოსური კომპანია TUSAS-ის შენობის შესასვლელთან აფეთქება და სროლა მოაწყო. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი ერლიკაიამ განაცხადა, რომ არიან დაღუპულები და დაშავებულები. მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ არ გამოუცხადებიათ. ერლიკაიამ ინციდენტი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა. თურქეთის ტელეარხი NTV იუწყება, რომ თავდამსხმელები TUSAS-ის შენობასთან ჩვეულებრივი ტაქსით მივიდნენ. იარაღის ამოღების შემდეგ შენობაში შესვლას ცდილობდნენ, მაგრამ ისინი […]

“2012-ში ნაცებმა ზუსტად ასე “მარშუტკებით” ჩამოიყვანა ხალხი – მაშინ უფრო მეტი “მარშუტკა” იდგა ევროპის მოედანზე” – ფოფხაძე

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე: წრეზე ვტრიალებთ… 2012-ში ნაცებმა ზუსტად ასე “მარშუტკებით” ჩამოიყვანა ხალხი (სხვათაშორის მაშინ უფრო მეტი “მარშუტკა” იდგა ევროპის მოედანზე) ზუსტად ასე მალავდა სახეს რეგიონებიდან ჩამოსული ხალხი და ზუსტად ასე დადევდნენ ჟურნალისტები .. ამას დეჟავიუც აღარ ქვია.. რა დავაშავეთ ამის დედაც ჯეკ.. რააა? როდემდე ასე ერთ წრეზე ტრიალი თორე კიი..

“თავი ამოვყავი „ოცნების“ აქციაზე” – რას წერს მეზვრიშვილი

პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი: მთელი დღეა რუსთაველის გამზირის ტერიტორიაზე მაქვს შეხვედრები. სრულად გადაკეტილი ჰქონდათ ყველა საპარკინგე სივრცე ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსებისთვის. შესაბამისად, შორს დავაყენე მანქანა და მივედი ფეხით. გამოვედი შეხვედრიდან და თავი ამოვყავი „ოცნების“ აქციაზე. მივსეირნობ მანქანამდე, ხალხი მცნობს და მიყურებს გაოცებული, ვერ გაიგეს ვის აქციაზე მოხვდნენ, მაგრამ თბილად მესალმებოდნენ მეგობრებო, ყველაფერი კარგადაა, […]