მამუკა მდინარაძე – არც ერთი ადამიანი სახლში არ უნდა დარჩეს და ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველებმა სულით და გულით თავისი სიტყვა უნდა თქვან

ასეულობით ათასი ქართველი დღეს დგას ქვეყნის მთავარ მოედანზე და უღრმესი მადლობა ასეთი ჟინისა და მუხტისათვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე თბილისში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მამუკა მდინარაძემ მოსახლეობას არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მიუხედავად 60%-იანი რეიტინგისა არცერთი ადამიანი სახლში არ უნდა დარჩეს და ამ […]

პაატა დავითაია – კატეგორიულად მიუღებელია პოლიტიკურ ოპონენტებზე განხორციელებული თავდასხმა

კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე ლევან გოგიჩაიშვილზე განხორციელებული თავდასხმა, – ასე გამოეხმაურა „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრზე, ლევან გოგიჩაიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას. დავითაიას განცხადებით, მსგავსი ძალადობის ფაქტები პოლარიზებულ გარემოს მეტად ძაბავს და ქვეყნის იმიჯს აზიანებს. „კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე ლევან გოგიჩაიშვილზე განხორციელებული თავდასხმა. მსგავსი ძალადობის ფაქტები და პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორება მეტად ძაბავს რთულ […]

ადუღებული ოკეანე, გიგანტური ცუნამი და წყვდიადი – ევერესტზე 4-ჯერ დიდი მეტეორის ჩამოვარდნის შედეგები

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გიგანტური მეტეორის დედამიწასთან შეჯახების კატაკლიზმური შედეგები შეისწავლეს. როგორც ისინი ამბობენ, ციური სხეული ევერესტის მთის ზომას დაახლოებით ოთხჯერ აღემატებოდა. პლანეტასთან მეტეორის ძალისმიერმა შეჯახებამ ოკეანის ფსკერი გახეთქა, წყალი აადუღა, არნახული ზომის ცუნამი გამოიწვია და ოკეანის დიდი ნაწილი ააორთქლა. წარმოქმნილმა გიგანტურმა ღრუბელმა პლანეტის მოზრდილ ფართობზე მზეც კი დააბნელა. თუმცა, წარმოუდგენლად დამანგრეველ შედეგებთან ერთად, ირკვევა, რომ […]

ბიძინა ივანიშვილი მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზზე – 2030 წლისთვის, მაღალი ალბათობით, საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით

ვეცადე, მოკლე ანგარიშის სახით გადმომეცა თქვენთვის „ქართული ოცნების“ ძირითადი მიღწევების შესახებ, ახლა კი ვნახოთ როგორ შთამბეჭდავ პროგნოზს აკეთებს საქართველოსთან დაკავშირებით მსოფლიო სავალუტო ფონდი- ათწლიანი ზრდის მონაცემების სამი მიმართულებით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, სავალუტო ფონდის პროგნოზი იმას ნიშნავს, რომ […]

ელისაშვილის თქმით, კომისიაში მათი წევრი “ოცნების” წევრისგან შეურაცხყოფის შემდეგ გარდაიცვალა

კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის წევრი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ დეპუტატ ქეთი თურაზაშვილის მამა, ალექსანდრე თურაზაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც საბურთალოს საოლქო კომისიის სახელისუფლებო წევრმა ტელეფონით საუბრისას “ენით აღუწერელი შეურაცხყოფა” მიაყენა. შემთხვევა დღეს მოხდა. როგორც ელისაშვილმა TV პირველის ეთერში მოყვა, ალექსანდრე თურაზაშვილი საბურთალოს საოლქო კომისიაში კოალიციის წარმომადგენელი იყო. “გარდაიცვალა, მოკლეს პირდაპირ, შეგვიძლია ასე ვთქვათ. ჩვენ […]

ლევან გოგიჩაიშვილს მეტროში თავს დაესხნენ

პარტია საქართველოსთვის წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს მეტროში თავს დაესხნენ. როგორც ცნობილია, მას 20-მდე ადამიანი დაესხა თავს. ფორმულა დეტალების გარკვევას ცდილობს. პარტიაში ამბობენ, რომ პოლიტიკოსი ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის გადაცემაში მონაწილეობისთვის მიდიოდა, როდესაც მას ორ ათეულამდე უცხო ახალგაზრდა კაცი თავს დაესხა. “ბიძინა ივანიშვილის მუქარის მერე ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ მის მიერ არის ორგანიზებულ და რა თქმა უნდა ლევან […]

„კვლავაც შეშფოთებულები ვართ“ – ჯეიკ სალივანი საქართველოზე

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი, ამბობს, რომ ვაშინგტონი შეშფოთებული რჩება საქართველოში არსებული სიტუაციით. გამოცემა „Globalnews.ge“-მა ჰკითხა სალივანს, როგორ აფასებს ჩინეთის სურვილს, ანაკლიის პორტში მიიღოს მონაწილეობა და რას ფიქრობს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. „ჩვენ ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საარჩევნო პროცესის ტრაექტორიასთან დაკავშირებით და კვლავაც შეშფოთებული ვართ ამის […]

ლევან გოგიჩაიშვილს მეტროში თავს დაესხნენ – „საქართველოსთვის“

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს, დღეს, 23 ოქტომბერს, მეტროში თავს დაესხნენ. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს. „ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს სულ ახლახან თავს დაესხა 20 ადამიანი, მეტროსადგურზე. ზუსტად მას შემდეგ, რაც ივანიშვილი ჩვენი პარტიის ლიდერებს დაემუქრა! ასე გამოიყურება “ოცნების” მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო“, – წერს იგი. „ნეტგაზეთი“ დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს […]

“ლეიბორისტული პარტია – 5%” – რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის მორიგი გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, პარტიების რეიტინგები ალოკაციით, შეწონვის მეთოდით შემდეგნაირად განაწილდა: · ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 34% · ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 18% · კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 14% · […]

“ტუალეტში”; “წყალტუბოში”; “ვეღარ ვქაჩავ”; “ივანიშვილი რაში მაინტერესებს” – რას ამბობს აქციიდან წასული ხალხი

რეგიონებიდან ჩამოყვანილი ხალხი ბიძინა ივანიშვილის აქციიდან მის დამთავრებამდე მიდის – მოქალაქეების ნაწილი, რომელიც “ტვ პირველმა” დააფიქსირა, კამერების წინ არ მალავს, რომ “ოცნების” საპატიო თავმჯდომარის სიტყვა არ აინტერესებს, ნაწილი სხვადასხვა მიზეზს ამბობს და მედიის ცნობით, თავისუფლების მოედანს “ქართული ოცნების” აქციაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლამდე ტოვებს. ნაწილმა თავი “გალერეა თბილისს” შეაფარა, ნაწილი კი კოლმეურნეობის მოედანზე ორბელიანების ბაზარში […]