კიევზე დრონებით მორიგი შეტევა იყო

რუსული დრონებით მორიგი თავდასხმის გამო 24 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ უკრაინის დედაქალაქ კიევში სამჯერ გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომელიც საერთო ჯამში, თითქმის ექვს საათს გაგრძელდა. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის გარშემო ათამდე უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს. ადმინისტრაციას არ მიუღია ინფორმაცია დაშავებულების ან ნგრევის შესახებ. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, ოქტომბრის დასაწყისიდან კიევზე […]
Deutsche Bank-მა მესამე კვარტალში წმინდა მოგება 42%-ით გაზარდა

Deutsche Bank-მა მესამე კვარტალში წმინდა მოგება 42%-ით გაზარდა Deutsche Bank AG, გერმანიის უმსხვილესმა ბანკმა, მკვეთრად გაზარდა მესამე კვარტლის წმინდა მოგება და გაზარდა შემოსავალი, ორივემ გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს. როგორც ბანკის პრესრელიზშია აღნიშნული, მისი წმინდა მოგება ივლის-სექტემბერში 42%-ით გაიზარდა და 1,46 მლრდ ევრო შეადგინა, წინა წლის 1,03 მლრდ ევროსთან შედარებით. იმავდროულად, გადასახადამდე მოგება გაიზარდა 31%-ით და 2,26 […]
დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 24 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ერწოს ქუჩის მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს […]
აეროკოსმოსურ კომპანიაზე თავდასხმის შემდეგ თურქეთმა ქურთების პოზიციები დაბომბა სირიასა და ერაყში

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიის და ერაყის ჩრდილოეთში იერიში მიიტანეს „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ობიექტებზე. ამის შესახებ 24 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ განაცხადა თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ. მისი ინფორმაციით, 23 ოქტომბერს „წარმატებით გაანადგურეს 32 სამიზნე, რომლებიც ტერორისტებს ეკუთვნოდათ“. განცხადებაში კონკრეტული ობიექტები დასახელებული არ არის. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, თურქეთმა, რომელსაც თავდაცვის უფლება აქვს, ოპერაცია ჩაატარა ტერორისტული შეტევების აღკვეთის მიზნით და […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეზღუდვა სოფელ დიღმის რამდენიმე ქუჩას შეეხება. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს 11:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში ბარათაშვილის, დიდგორის, ზემოუბნის, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება […]
დონალდ ტრამპი – ამხანაგი კამალა ჰარისი ხედავს, რომ აგებს და მიწოდებს ადოლფ ჰიტლერს და სხვა ყველაფერს, რაც მახინჯ გონებაში მოსდის

ამხანაგი კამალა ჰარისი ხედავს, რომ აგებს და ძალიან აგებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენს არჩევნები მოპარა, ასე რომ, ახლა ის სულ უფრო ამაღლებს თავის რიტორიკას და მიდის იქამდე, რომ მიწოდებს ადოლფ ჰიტლერს და სხვა ყველაფერს, რაც მახინჯ გონებაში მოსდის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისი მტკიცებით, კამალა ჰარისი […]
კამალა ჰარისი – ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპი ფაშისტია

მიმაჩნია, რომ დონალდ ტრამპი არის არასტაბილური, სულ უფრო არასტაბილური და თანამდებობისთვის შეუფერებელი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „დემოკრატიული“ პარტიიდან, კამალა ჰარისმა განაცხადა. „ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ მასთან თეთრ სახლში, ყველა „რესპუბლიკელი“, სხვათა შორის, რომლებიც მსახურობდნენ მის ადმინისტრაციაში, მისი ყოფილი შტაბის უფროსი, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, თავდაცვის ყოფილი მინისტრები და მისი ვიცე-პრეზიდენტი, ყველა საშიშს და შეუფერებელს […]
ზაზა თავაძის განცხადებით, ლევან გოგიჩაიშვილს, რომელსაც თავს დაესხნენ, თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული

„გახარია საქართველოსთვის“ წევრს ლევან გოგიჩაიშვილს, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ, თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის წევრმა, ზაზა თავაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ლევან გოგიჩაიშვილს, თხემის ზემოთა ნაწილში სიწითლე აღენიშნება. „გარეგანი დათვალიერებით ფიზიკური ძალადობის ნიშნები აღენიშნება, კერძოდ, თავის არეში. თხემის ზემოთა ნაწილი დაზიანების შედეგად, გაწითლებული აქვს“, – აღნიშნა ზაზა თავაძემ, რომელმაც ლევან გოგიჩაიშვილი პოლიციის […]
ლოიდ ოსტინი იოავ გალანტს – ისრაელმა უნდა გამოიყენოს მძევლების გათავისუფლების და ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა, რომელიც იაჰია სინვარის სიკვდილის შემდეგ გაჩნდა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ისრაელელ კოლეგასთან, იოავ გალანტთან საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მისაღწევად, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა განაცხადა. „მინისტრმა ოსტინმა მოუწოდა ისრაელის მთავრობას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი ღაზაში მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის მოსაგვარებლად და იმუშაოს მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობის გამოსაყენებლად, […]
თურქეთმა ერაყსა და სირიაში “ქურთისტანის მუშათა პარტიის” ობიექტებს დაარტყა

თურქეთმა ერაყსა და სირიაში “ქურთისტანის მუშათა პარტიის” ობიექტებს დაარტყა თურქეთის საჰაერო ძალებმა ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში “ქურთისტანის მუშათა პარტიის” (PKK) ობიექტებზე დარტყმები განახორციელა, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. უწყების ცნობით, საჰაერო თავდასხმის შედეგად ტერორისტების კუთვნილი 32 სამიზნე „წარმატებით განადგურდა“. ამასთან, თავდაცვის სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რომელი სამიზნეები გაანადგურეს. მათი მტკიცებით, ყველა ზომა მიიღეს მშვიდობიანი […]