„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაცია – „ქართული ოცნება” აგრძელებს ძალადობას ამომრჩევლებზე, სკოლებში მშობლებს პირადობის მოწმობებს ართმევენ და ზეწოლას ახდენენ

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ინფორმაციით, „ქართული ოცნება” აგრძელებს ძალადობას ამომრჩევლებზე, სკოლებში მშობლებს ართმევენ პირადობის მოწმობებს და ახდენენ ზეწოლას, რომ მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირონ“. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ნიკა ქაშიბაძის ინფორმაციით, საარჩევნო სიებში გარდაცვლილთა სახელ-გვარებიცაა შეტანილი, რის გამოც, ის რეაგირებას ითხოვს. „ხელვაჩაურში, აჭარისწყლის სკოლის დირექტორის ლელა გორგოშაძის დავალებით გასულ კვირას მასწავლებლებმა მშობლებს მიატანინეს სკოლაში პირადობის მოწმობები […]
სახალხო დამცველი საერთაშორისო კონფერენციაში – „ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტები (NHRIs) არამდგრად პერიოდში: გამძლეობა და გამოწვევები“ მონაწილეობდა

2024 წლის 21-22 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, სომხეთის რესპუბლიკის ომბუდსმენის ანაიტ მანასიანის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ერევანში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში – „ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტები (NHRIs) არამდგრად პერიოდში: გამძლეობა და გამოწვევები“. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ღონისძიებას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი, ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ევროპის საბჭოში შემავალი ქვეყნების ადამიანის უფლებათა დამცველი […]
პრემიერი – გეგმები არის ამბიციური, დანარჩენი გადაწყდება 26 ოქტომბერს და დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება იქნება სწორედ ისეთი, როგორიც წაადგება ჩვენი ქვეყნის სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას

გეგმები არის ამბიციური, დანარჩენი გადაწყდება 26 ოქტომბერს და დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება იქნება სწორედ ისეთი, როგორიც წაადგება ჩვენი ქვეყნის სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის ამბიციური მიზანია, 2030 წლისთვის ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ორი ეროვნული ამოცანაა – ტერიტორიული მთლიანობის […]
რუსებმა კუპიანსკი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი

რუსულმა ძალებმა დღეს დილით ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დარტყმა ადგილობრივ ბაზართან და მაღაზიასთან ახლოს განხორციელდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა კიდევ სამი მოქალაქე. „ადგილზე საგანგებო სიტუაციის სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ, მიმდინარეობს […]
TASS – რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. შეთანხმების მიხედვით, თუ ერთ-ერთ მხარეს შეიარაღებული თავდასხმით დაემუქრებიან, მეორე მას სამხედრო და სხვა სახის დახმარებას დაუყოვნებლივ გაუწევს. ცნობისთვის, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მხარეებმა ხელი 2024 წლის 19 ივნისს ფხენიანში მოაწერეს. […]
პრემიერი – ორ დღეში საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი, პრინციპული არჩევნები ტარდება – მინდა კმაყოფილება გამოვთქვა იმის გამო, რომ უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში ტარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია

ორ დღეში საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი, პრინციპული საპარლამენტო არჩევნები ტარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კობახიძემ მადლობა გადაუხდა შსს და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. „ორ დღეში საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი, პრინციპული საპარლამენტო არჩევნები ტარდება. მინდა კმაყოფილება გამოვთქვა იმის გამო, რომ არჩევნები უპრეცედენტოდ […]
თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, EBRD-ისგან 3 მილიონი ლარი მიიღო

თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან – EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიენტებს საშუალებას მისცემს მზის პანელები შეიძინონ. ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც პარტნიორი ბანკისთვის, EBRD-ის ვაჭრობის დაფინანსების პროგრამამ, მდგრადი განვითარებისთვის და გარემოსთვის სასარგებლო პროექტებისა და ინიციატივების განხორცილებისთვის, რესურსი ადგილობრივ ვალუტაში გასცა. „ჩვენთვის, როგორც ბიზნესის […]
პაციენტს კლინიკებში VIP მომსახურებით სარგებლობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე შეეძლება

მთავრობის დადგენილებით, პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა, განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სტანდარტულად მაღალი მომსახურებით სარგებლობა ან ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე, რა დროსაც სრული ოდენობის ფარგლებში მიიღებს პროგრამულ დაფინანსებას, ხოლო დამატებით საკუთარი არჩევანით იკისრებს მხოლოდ ე.წ. VIP მომსახურების საფასურის გადახდას. აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. […]
რუსული მედიის ინფორმაციით, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

„ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია-ნოვოსტი“ ავრცელებს. რუსული სახელმწიფო გამოცემის ცნობით, მუსა აბუ მარზუკმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ ბოგდანოვს სთხოვა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს ღაზაში ერთიანი მთავრობის შექმნის მიზნით „ჰამასთან“ მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდოს. „ჩვენ პალესტინის ეროვნულ ერთიანობასთან და […]
ატლანტიკური საბჭოს ქართველი თანამშრომლების სახლებს ჩხრეკენ

ატლანტიკური საბჭოს (Atlantic Council) თანამშრომლის, სოფო გელავას სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გელავას ქმარი, პოლიტიკური პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ნონიაშვილი იუწყება. “ჩემთან სახლში მიმდინარეობს ჩხრეკა – ამოღება. მიაქვთ ოჯახიდან ყველა დივაისი. ბავშვის ლეპტოპიც. ჩემიც. საფუძველი – Atlantic Council-თან დაკავშირებით რაღაც გამოძიება მიმდინარეობს, რომლის თანამშრომელიც სოფოა”, – წერს გიორგი ნონიაშვილი. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ჩხრეკა მიმდინარეობს […]