თათია ნიკოლაშვილი – გურიაში ქუჩაში გადაადგილება შეუძლებელია, „ზონდერები” უკვე რუსულნომრიანი მანქანებით დადიან

მინდა მივმართო გურულებს – ნუ შეგეშინდებათ, ვერავინ გაიგებს თქვენს არჩევანს მას შემდეგ, რაც ხმას მისცემთ – ბიძინას მოსაშორებლად, ჩვენ დავიცავთ ყველა თქვენს ხმას და დასრულდება ეს ძალადობა, დაპირისპირება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა. ნიკოლაშვილის თქმით, გურიაში, მოჭიდავეები ამომრჩევლებზე ძალადობენ. „გურიაში „ზონდერი“ მოჭიდავეების მხრიდან ადგილი აქვს ძალადობას ამომრჩევლებზე […]
„ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა „ფულის გათეთრებასა“ და თაღლითობაზე“ გამოძიების ფარგლებში ჩატარდა

„ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა გამოძიების ფარგლებში, რომელიც ფულის ჯგუფურად გათეთრებისა და ჯგუფური თაღლითობის მუხლებით მიმდინარეობს. ხუთშაბათ დილას, 24 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს ამერიკული კვლევითი ცენტრის, „ატლანტიკური საბჭოს“ ორი ქართველი თანამშრომლის სახლებში. გელავას სახლიდან წაიღეს კომპიუტერული ტექნიკა. „მიაქვთ ოჯახიდან ყველა დივაისი [ტექნიკური, საკომუნიკაციო მოწყობილობა – […]
ადვოკატის თქმით, ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლის სახლში ჩხრეკა უკანონოდ ტარდება

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ატლანტიკური საბჭოს ქართველის თანამშრომლის, სოფო გელავას ადვოკატის თქმით, მის სახლში ჩხრეკა უკანონოდ ტარდება. “ეს ჩხრეკა არის უკანონო, იმიტომ რომ ის განჩინება, რომლის საფუძველზეც ჩატარდა, უკანონოა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოახერხა ჩხრეკის ნებართვა მისცა ისე, რომ არც კი ჩაწერა, რა არის ძებნის საგანი. არადა ეს აუცილებელი კომპონენტია. გამომძიებლებმა ზეპირად იცოდნენ, რომ ეძებდნენ ციფრულ მატარებლებს. […]
34 საათი უკანონოდ ვიყავი დაკავებული თბილისის აეროპორტში – ჩეხი ჟურნალისტი

ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, პრაღაში ბრუნდება. ამის შესახებ მან პლატფორმა X-ზე დაწერა. ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ის თბილისის აეროპორტში 34 საათის განმავლობაში უკანონოდ იყო დაკავებული. „თბილისის აეროპორტში 34-საათიანი უკანონო დაკავების შემდეგ, გარე სამყაროსთან თითქმის ყოველგვარი კავშირის გარეშე, ახლა უსაფრთხოდ ვარ ვარშავის აეროპორტში. დამწუხრებული ვარ საქართველოს დატოვების გამო. ეს არჩევნები გადამწყვეტია ქვეყნისთვის და […]
ამერიკული კომპანიის Concentrix-ის საქართველოს ოფისში საგამოძიებო სამსახური შევიდა

თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. ამ წუთებში, 3 სართულზე მიმდინარეობს ჩხრეკა. Concentrix Georgia კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც მსხვილ ბიზნესკომპანიებს საზღვარგარეთ კონსულტაციებს უწევს. ის SYNEX Coorporation-ის შვილობილი კომპანიაა. Concentrix აშშ-ში 500 უმსხვილესი კომპანიის სიაში შედის.
პანდემიის პერიოდში დაჯარიმებული კლინიკები, 20 %-ის გადახდის შემთხვევაში, ჯარიმის სრულად გადახდისგან გათავისუფლდებიან

პანდემიის პერიოდში დაჯარიმებული კლინიკები, 20 %-ის გადახდის შემთხვევაში, ჯარიმის სრულად გადახდისგან გათავისუფლდებიან კოვიდ-პანდემიის პერიოდში, მთელ რიგ კლინიკებს დაეკისრათ გარკვეული ჯარიმები, შემოწმების შედეგად. აქ მიღებული იქნება გადაწყვეტილება შეღავათების დადგენის თაობაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, 20 %-იანი გადახდის პირობებში, კლინიკები გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან. „20 %-იანი გადახდის პირობებში, კლინიკები […]
არჩევნები ტარდება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბოლომდე, 26 ოქტომბრის ჩათვლით სწორედ ასეთ გარემოში ჩატარდეს არჩევნები – კობახიძე

არჩევნები ტარდება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბოლომდე, 26 ოქტომბრის ჩათვლით სწორედ ასეთ გარემოში ჩატარდეს არჩევნები – კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 26 ოქტომბერს საქართველოში ტარდება პრინციპული არჩევნები. როგორც კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მადლობას უხდის სამართალდამცავ ორგანოებს, რომელთა მუშაობის შედეგად ქვეყანაში უზრუნველყოფილია უპრეცედენტოდ მშვიდი საარჩევნო გარემო. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა […]
“ვინისიუს, მოკვდი!” – კარს მომდგარი “ელ კლასიკოს” წინ ვითარება სულ უფრო იძაბება [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში “ბარსელონამ” “ბაიერნს” უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. მატჩის წინ უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა ადგილი. კატალონიელთა გულშემატკივრები ქუჩაში “ვინისიუს, მოკვდის” სკანდირებდნენ. კარს მომდგარი და უმნიშვნელოვანესი “ელ კლასიკოს” წინ კი ეს ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს. მოგეხსენებათ, “რეალისა” და “ბარსელონას” სეზონის პირველ დაპირისპირებას 26 ოქტომბერს თბილისის დროით 23:00 საათზე “სანტიაგო ბერნაბეუ” უმასპინძლებს. სათქმელია […]
ჩხრეკა ტარდება „ატლანტიკური საბჭოს“ მეორე თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილის სახლშიც

ამერიკული კვლევითი ცენტრის, „ატლანტიკური საბჭოს“ კიდევ ერთი თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილის სახლში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა ეთო ბუზიაშვილის ადვოკატმა ანა გახოკიძემ. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ოფიციალურად მხოლოდ ჩხრეკაზე განჩინება წარუდგინეს. ფინანსური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან ორგანიზაციის კიდევ ერთი თანამშრომლის, სოფო გელავას სახლში. ინფორმაცია სოფო გელავას ქმარმა, პარტია „ფედერალისტების“ წევრმა […]
თბილისში 20-22 ნოემბერს მესამე საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა“ გაიმართება

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენცია – კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით, 2024 წლის 20-22 ნოემბერს, საქართველოში გაიმართება. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, სამ დღიანი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის 20-მდე დელეგაცია ესტუმრება. „კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ […]