2028 წლისთვის 130 მილიარდს გადააჭარბებს ქვეყნის ეკონომიკა – პრემიერი

2028 წლისთვის 130 მილიარდს გადააჭარბებს ქვეყნის ეკონომიკა, ამისთვის არის გათვალისწინებული კონკრეტული პროგრამები, პროექტები და დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიზანს ჩვენ წარმატებით შევასრულებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებულ პროგნოზის მიხედვით, 2024 წელს საქართველოს ექნება ფართო რეგიონში და მთლიანად ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. „მინდა, […]

საქართველოს ეკონომიკა წელს 9.4%-ით გაიზრდება – „თიბისი კაპიტალი“

„თიბისი კაპიტალის“ დაზუსტებული საბაზო სცენარით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 9.4%-ით გაიზრდება. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეული განახლებაშია აღნიშნული. დაზუსტებამდე ორგანიზაცია საბაზისო სცენარში 9%-ზე მაღალ ზრდას პროგნოზირებდა. პუბლიკაციის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, ტრადიციულ ტურიზმთან ერთად, მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი დაკრედიტების რეალური ზრდაა. ამასთან, ლარის კურსის კუთხით, “თიბისი კაპიტალის” როგორც მიმდინარე ტენდენციის შეფასება, ასევე პროგნოზი უცვლელია. […]

საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის საჰაერო მიმოსვლის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში ICAO-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (ICAN 2024) ფარგლებში, შეხვედრა შედგა საქართველოსა და ჰონგ-კონგის საავიაციო ხელისუფლებებს შორის. მხარეებმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების პროექტი განიხილეს. წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, განხორციელდა ხსენებული შეთანხმების პარაფირება, ამასთან, საქართველოსა და ჰონგ-კონგის საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს […]

რას საქმიანობს ამერიკული კომპანია Concentrix Georgia, სადაც დღეს საგამოძიებო სამსახური შევიდა

ამერიკული ბიზნესსერვისების კომპანია Concentrix Georgia, სადაც ამ წუთებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია შესული, საქართველოს ბაზარზე 2021 წელს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ინვესტიციების მიმართულების მხარდაჭერით შემოვიდა. Concentrix Georgia-ს ფინანსური ანგარიშგება გამოქვეყნებული არ აქვს. კომპანია საქართველოდან მსოფლიოს წამყვან ბრენდებს დისტანციურად აწვდის სხვადასხვა სერვისს – ტურიზმის, ტელეკომუნიკაციების, ელვაჭრობის, საბანკო და სხვა სექტორებში. მსოფლიოს მასშტაბით, Concentrix-სს 250,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს […]

“მაქსიმალურად ვცდილობთ მოვუსმინოთ კლინიკებს” – რას უკავშირდება COVID-თან დაკავშირებული ჯარიმების შემსუბუქება?

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ კოვიდის პერიოდში კლინიკებს ჯარიმები არაერთი მიმართულებით გამოვლენილი ხარვეზების გამო დაეკისრათ, თუმცა ეს შემსუბუქებადია. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკითხზე მუშაობა გრძელდება, თუმცა უკვე შეთანხმებული პრინციპია, რომ კლინიკები დავალიანების ნაწილის, 20%-ის გადახდის შემთხვევაში, ჯარიმის დანარჩენი 80%-ის გადახდისგან გათავისუფლდებიან. მისივე თქმით, ეს […]

მიხეილ სარჯველაძე – მაქვს მოლოდინი, რომ 60-ზე მაღალიც იქნება საზოგადოების მხარდაჭერა – ხელისუფლების გადაბარების მოლოდინი არ მაქვს

მაქვს მოლოდინი, რომ 60-ზე მაღალიც იქნება საზოგადოების მხარდაჭერა. არც დრო მქონია და არც სურვილი გამჩენია ხელისუფლების გადაბარება აქტუალურად დამდგარიყო დღის წესრიგში. ამის მოლოდინი არ მაქვს. შეკითხვა მშვიდობიანად თუ როგორ, მანიპულაციურად გამოიყურება. არასდროს ეს ხელისუფლება ამ ქვეყანაში კანონგარეშე პროცესების ინიციატორი არ ყოფილა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების […]

ლევან დავითაშვილი „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე – ეს იყო უპრეცედენტოდ მასშტაბური აქცია, ალბათ, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ამ მასშტაბის თავყრილობა არ გვახსოვს

ეს იყო უპრეცედენტოდ მასშტაბური აქცია, ალბათ, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ამ მასშტაბის თავყრილობა არ გვახსოვს, – ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თბილისში, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება. მისივე თქმით, აღნიშნულ შეკრებაზე დადასტურდა, რომ ხელისუფლებას მოსახლეობის მყარი მხარდაჭერა აქვს. „გუშინდელ ღონისძიება მეც გახლდით. შესაბამისად, ყველა იქ მყოფი ადამიანი ცალსახად […]

25-26 ოქტომბერს საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-26 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. „საფრთხის დონე საშუალოა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადა 60 დღიდან, შესაძლოა, 45 დღემდე შემცირდეს

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადა 60 დღიდან, შესაძლოა 45 დღემდე შემცირდეს. „ჩვენი ვარაუდით, პირველ ეტაპზე, კალენდარულ თვე ნახევრამდე დაყვანადი იქნება – 45 დღემდე. შევეცდებით ეს ასე იყოს. უახლოეს დღეებში აღნიშნულთან დაკავშირებითაც მეტ დეტალს შეიტყობთ“,- აღნიშნა მინისტრმა. ინფორმაციისთვის, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე […]

გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, მის საცხოვრებელ სახლსა და მეუღლის ოფისში – Atlantic Council-ში ჩხრეკა, სავარაუდოდ, ამ კომპანიის საქმიანობას უკავშირდება

პარტია „ფედერალისტების“ წევრის, გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლსა და მისი მეუღლის ოფისში Atlantic Council, სავარაუდოდ უკავშირდება ამავე კომპანიის საქმიანობას. როგორც გიორგი ნონიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისი მეუღლე, სოფო გელავა აღნიშნულ ამერიკულ კომპანიაში მუშაობს, სადაც რუსულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით კვლევებს ატარებს. ნონიაშვილის განმარტებით, პოლიციამ ჩხრეკა საცხოვრებელ სახლში და Atlantic Councilის ოფისში უკვე […]