ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის განვითარების პარალელურად, სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა განიხილება

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის განვითარების პარალელურად, სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა განიხილება. როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, პორტის განვითარების პარალელურად, ხელისუფლება აღნიშნულ იდეაზე პოტენციურ ოპერატორებსა და წარმატებულ საერთაშორისო კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. „ჩვენ ხშირად აქცენტს ვაკეთებთ ტრანზიტზე, თუმცა, როცა ვსაუბრობთ პორტების განვითარებაზე, საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება […]

ლევან დავითაშვილი – დარწმუნებული ვარ, გაირკვევა, რომ Concentrix Georgia არის კომპანია, რომელიც აკეთებს ღირებულ BPO ბიზნესს და ეს არალეგალური საქმიანობა არ არის

დარწმუნებული ვარ, გაირკვევა, რომ Concentrix Georgia არის კომპანია, რომელიც აკეთებს ღირებულ BPO ბიზნესს და ეს არ არის არალეგალური საქმიანობა, – ასე უპასუხა ვიცე -პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების შესვლას ეხებოდა. მისივე თქმით, სამართალდამცავების პრეროგატივაა, რომ გაარკვიონ რა ხდება ამ კომპანიასთან […]

ვლადიმერ პუტინი – მათ, ვისაც სურთ რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენონ, ქვეყნის ისტორია არ იციან

მათ, ვისაც სურთ რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენონ, ქვეყნის ისტორია არ იციან, ეს ილუზიური გათვლებია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა RICS-ის სამიტის დასკვნით შეხვედრაზე განაცხადა. „საერთოდ არ მალავენ მიზანს ჩვენს ქვეყანას სტრატეგიული მარცხი მიაყენონ, გულწრფელად ვიტყვი, რომ ეს არის ილუზიური გათვლები, რომელთა გაკეთება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც არ იცის რუსეთის ისტორია“, – განაცხადა პუტინმა. […]

ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ შეკრებაზე – ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენი ამბიციური მიზანი, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ძალიან რეალურია

ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენი ამბიციური მიზანი, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, არის ძალიან რეალური, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ამაში საზოგადოება მაშინ დარწმუნდა, როდესაც ოპოზიციის აქცია „ჩავარდა“, გუშინ კი „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად უამრავი ადამიანი შეიკრიბა. „ამაში საზოგადოება დარწმუნდა, როდესაც ოპოზიციის აქცია „ჩავარდა“, ახლა კი […]

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – წინასაარჩევნო პერიოდში შესწავლილმა 8 საარჩევნო სუბიექტმა ჯამურად 18,8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო და 25,3 მლნ-ს ხარჯი გასწია – ჯამური ხარჯების 53% „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში შესწავლილმა 8 საარჩევნო სუბიექტმა ჯამურად 18,8 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო და 25,3 მილიონი ლარის ხარჯი გასწია – ჯამური ხარჯების 53% (13,3 მილიონი ლარი) “ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 8 საარჩევნო სუბიექტის დაფინანსების შესწავლის შედეგად კვლავ გამოიკვეთა “ქართული ოცნების“ მკვეთრი ფინანსური უპირატესობა სხვა პარტიებთან შედარებით. მათივე […]

მიხეილ სარჯველაძე – ვერ გეტყვით, რომ თანაგადახდის მექანიზმის შემოტანა რაიმე ფორმით ნაკლოვანების აღიარებაა – თანაგადახდის შემოტანის მიზეზი ნამდვილად არ არის ის, რომ რაიმე დაეწუნებოდა რომელიმე სერვისს

ვერ გეტყვით, რომ თანაგადახდის მექანიზმის შემოტანა რაიმე ფორმით ნაკლოვანების აღიარებაა – თანაგადახდის შემოტანის მიზეზი ნამდვილად არ არის ის, რომ რაიმე დაეწუნებოდა რომელიმე სერვისს, – ასე შეაფასა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ინიციატივა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში თანაგადახდის მექანიზმის შემოტანას ითვალისწინებს. როგორც მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, ყველა სერვისი, რომელსაც სახელმწიფო დღეს პაციენტს სთავაზობს, საერთაშორისო სტანდარტის აკმაყოფილებს. „ჩვენ ვერ […]

საია-ს ინფორმაციით, არჩევნების მიმდინარეობას 1500-ზე მეტ უბანზე დააკვირდებიან

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, 26 ოქტომბერს, არჩევნების მიმდინარეობისას, საია 1500-ზე მეტ უბანს დააკვირდება. როგორც საია-ს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა ნანუკა ყრუაშვილმა განაცხადა, ორგანიზაცია, ასევე საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებს, 20 დამკვირვებლით დააკვირდება. მისივე თქმით, დამკვირვებლები მაქსიმალურად არიან გადამზადებულები და საარჩევნო უბანზე ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად არიან. „ჩვენ არჩევნებზე 650-მდე დამკვირვებელი გვყავს და 1500-ზე მეტ […]

თბილისი მსოფლიოს 7 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა

თბილისი მსოფლიოს 7 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრესტურის ფარგლებში ინდურ ავიაკომპანია Vistara-ს საბორტო ჟურნალის წარმომადგენლებს უმასპინძლა და საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო. ავიაკომპანია Vistara-ს საბორტო ჟურნალი მგზავრებსა და გამოცემის ონლაინ მკითხველებს საქართველოში დასვენებას ურჩევს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, სტატიაში საოჯახო […]

იამალი “ელ კლასიკოს” წინ: “ბარსელონაში” გვჯერა, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ვართ

“ბარსელონას” ამომავალმა ვარსკვლავმა ლამინ იამალმა მოახლოებული “ელ კლასიკოს” წინ განაცხადა, რომ კატალონიური გრანდი ამჟამად მსოფლიოში საუკეთესოა. “გუნდში გვჯერა, რომ ამჟამად მსოფლიოში საუკეთესოები ვართ და ამას ვამტკიცებთ. “რეალთან” მთელ ძალებს დავხარჯავთ და ყველაფერს ვიზამთ, რომ ამ მატჩში გავიმარჯვოთ”, – ციტირებს იამალს CBS SPORTS. შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველ “ელ კლასიკოს” “რეალსა” და “ბარსელონას” შორის 26 ოქტომბერს მადრიდის […]

ისრაელმა ბეირუთს დაარტყა კიდევ ერთხელ, გაანადგურა საცხოვრებელი კომპლექსი – მედია

ლიბანის სახელმწიფო მედიის თანახმად, ისრაელმა 23 ოქტომბერს საჰაერო თავდასხმები განახორციელა ბეირუთის სამხრეთში, არეალზე, სადაც ჰეზბოლაა გამაგრებული. ისრაელის ომი ლიბანის წინააღმდეგ ერთი თვეა გრძელდება. ისრაელის მიერ განხორციელებული 17 იერიშის შედეგად განადგურდა ექვსი საცხოვრებელი შენობა. ამ თავდასხმების ღამე ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი იყო 23 სექტემბრის შემდეგ, როცა ისრაელმა დაიწყო ბეირუთის სამხრეთის დაბომბვა. AFP-ი იმოწმებს სირიის სახელმწიფო მედიას, რომელიც […]