კახა ოქრიაშვილი – მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას – მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა და გაძლიერდა მოსახლეობის დაშინების მცდელობა, განსაკუთრებით მასწავლებლების, საჯარო სექტორში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანების და იმ მოქალაქეების, ვინც სოციალურ შემწეობას იღებს. მათ მიმართ მუქარამ მასობრივი ხასიათი მიიღო, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობას ურეკავენ და სატელეფონო ზარის მეშვეობით ემუქრებიან. რა შეგვიძლია […]

რატი ბრეგაძე – ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია საბოლოოდ დარწმუნდება, რომ მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის

ვფიქრობ, ამ არჩევნების შემდეგ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია საბოლოოდ დარწმუნდება, რომ მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება ისეთი ოპოზიცია, რომელიც სახელმწიფოსგან უსამართლოდ არ მოითხოვოს მილიარდ ნახევარზე მეტ ამერიკულ დოლარს, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მსგავსად. რატი […]

დარწმუნებული ვარ, გაირკვევა, რომ Concentrix-ის საქმიანობა ლეგალურია – მინისტრის პირველი კომენტარი

“დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში გაირკვევა, რომ ეს არის კომპანია, რომელიც აკეთებს ღირებულ BPO ბიზნესს და ეს არ არის არალეგალური საქმიანობა” – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანია Concentrix Georgia-ში საგამოძიებო სამსახურის შესვლის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. ეს პირველი ოფიციალური კომენტარია, დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებულ ჩხრეკის სერიაზე. თავად […]

საქართველოში რუსეთს გავლენა არ აქვს – პრემიერი

შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთს არ აქვს გავლენა საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ EURONEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. Euronews-მა პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს ამონარიდი გამოაქვეყნა, რომლის სრული ვერსიაც ტელეეთერში პარასკევს გავა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებითაც ის იქონიებდა გავლენას. „არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებითაც ის იქონიებდა გავლენას. ასევე არ არსებობს გავლენა […]

კერძო სექტორში რომ არ იზრდება დასაქმების მაჩვენებელი ეს იმიტომ ხდება, რომ ბიზნესი საკმარისი რაოდენობის პროდუქტს ვერ ქმნის – ეკონომისტი

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული დასაქმებულთა მაჩვენებლების საკუთრების ფორმების ანალიზი აჩვენებს, რომ რომ ბოლო 10 წელში დასაქმების მაჩვენებლის გაუმჯობესება უმეტესწილად განპირობებულია სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ზრდით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში (კერძო სექტორში დაქირავებით დასაქმებულები და თვითდასაქმებულები) დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. 10 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვი გაზრდილია 12%-ით, ხოლო თვითდასაქმებულთა მაჩვენებელი შემცირებულია 9%-ით. ასევე, აღსანიშნავია, რომ […]

ვაკეში, ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს

24 ოქტომბრის დილით, თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. Concentrix ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში მომუშავე კომპანიაა, რომელიც კონსულტაციებს უწევს მსხვილ ბრენდებს 70-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის booking.com -ს . „სულ 9 სართული არის [შენობაში] და ჩვენი არის 3 სართული. ძალიან დიდი გაუგებრობაა, დილის 9 საათიდან არიან შესულები. […]

მითხრეს, რომ გაზის შესამოწმებლად იყვნენ — ეთო ბუზიაშვილი ჩხრეკაზე

ამერიკული კვლევითი ცენტრის, „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი ეთო ბუზიაშვილი ამბობს, რომ მის სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად შესული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ გაზის შესამოწმებლად მივიდნენ. „დაახლოებით დილის რვა საათზე მოვიდნენ. არ მითხრეს, რომ ფინანსური პოლიციიდან იყვნენ. მითხრეს, რომ გაზის შემოწმების სამსახურიდან იყვნენ, რაღაც გაჟონვა იყო პრობლემა. შემოვარდა დაახლოებით 6 ადამიანი. დაიწყეს პირდაპირ ჩხრეკა. ჩამომართვეს ტელეფონი. […]

ფინანსური პოლიცია შემოვიდა დღეს ჩემთან და ჩემს ძმასთან ამოიღეს ყველანაირი ტექნიკა”- ონისე ცხადაძე

“ფინანსური პოლიცია შემოვიდა დღეს ჩემთან და ჩემს ძმასთან ამოიღეს ყველანაირი ტექნიკა,” – ამის შესახებ სთენდაფერი ონისე ცხადაძე სოციალურ ქსელში წერს. “ფინანსური პოლიცია შემოვიდა დღეს ჩემთან და ჩემს ძმასთან. გარაჟის დაშენებაში გვაქვს ნაქირავები, მე ყველა ანგარიში დაყადაღებული მაქვს, ჩემს ძმას ბანკის ვალები და ჩვენთან მოვიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჩაატარეს ჩხრეკა, ამოიღეს ყველანაირი ტექნიკა (ერთი წლის […]

ქუთაისში, ვალერი ტყეშელაშვილის სახლში საგამოძიებო სამსახური შევიდა

ქუთაისში, მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილის სახლში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. ამ წუთებში ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს. ოჯახის თქმით, პოლიცია სახლში სასამართლო განჩინების გარეშე შევიდა და ჩხრეკას ისე ატარებს. ვალერი ტყეშელაშვილის თქმით, გამოძიება მას ე.წ. ქოლცენტრებთან კავშირს ედავება, რასაც თავად უარყოფს. “დილიდან შემოვიდნენ ჩემი მშობლების სახლში, სადაც სტუმრად ვიმყოფები, რადგან რამდენიმე თვეა აქ ვარ, საქართველოში არ ვცხოვრობ. […]

კობახიძე “ქვეყნის სამსახურისთვის” სანქცირებულ ხარებას და ლაგაზაურს მადლობას უხდის

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის მხრიდან სანქცირებულ შსს-ს მაღალჩინოსნებს – ზვიად ხარაზიშვილსა და მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურს “ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის” მადლობას უხდის. “მოგეხსენებათ, მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, იმისათვის, რომ დაცული იყოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები და ამ კუთხით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ყველა მიმართულებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობას. მე მინდა, მადლობა გადავუხადო დეპარტამენტს […]