შს მინისტრი – ბატონი ზვიადი და ბატონი ლაგაზაური მართლა გმირები არიან, ომი იყო – ომში მონაწილეობდნენ, ყველაფერს თავისი ქვეყნისთვის აკეთებენ – მინდა მათ მადლობა ვუთხრა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს უწყება სარჩევნო უბნებზე პოლიციის დანაყოფებს სპეციალურად გზავნის და მათ არჩევნებს „აბარებს“. როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა საარჩევნო უბანზე ნაწილდება პოლიციის დანაყოფი, რადგან „ძალიან ბევრი უბანია და მარტო კრიმინალური პოლიცია და საპატრულო არ ჰყოფნის“. „არ შეიძლება ამდენი სიცრუის ტირაჟირება. ყველა საარჩევნო უბანზე ნაწილდება პოლიციის დანაყოფი, […]

ვახტანგ გომელაური – 2012 წლის შემდეგ არ მახსოვს ამდენი ხალხის გამოსვლა ქალაქში – გაგვიხარდა ძალიან, რომ ამდენი ჩვენი მოქალაქე უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ, ქალაქში იმ ოდენობის მოქალაქეები არ გამოსულან, რაც გუშინ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ შეკრებაზე იყვნენ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი პარტია [მხარდამჭერების ნახვის ფონზე[ ხელისუფლების გადაბარებაზე არ ფიქრობს. „ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა. 2012 წლის შემდეგ არ მახსოვს ამდენი ხალხის გამოსვლა ქალაქში. გაგვიხარდა ძალიან, რომ ამდენი ჩვენი მოქალაქე უჭერს […]

„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ მხარდაჭერით, ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა იაპონიაში გაიმართა

ქალაქ ოსაკაში, „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge” ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა, რომელსაც ღვინის იმპორტიორები, ბაიერები, სავაჭრო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები, ჯამში 120-მდე სტუმარი დაესწრო. „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ცნობით, საქართველოს მეღვინეობის კულტურას, ისტორიისა, ვაზის ჯიშებისა და ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია Red Bridge-ის დირექტორმა, ღვინის ცნობილმა მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ […]

ლევან დავითაშვილი – სავალუტო ფონდი ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენც ვსაუბრობთ, რომ საქართველო იქნება ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა მთელს რეგიონში ევროპისა და შუა აზიის ჩათვლით

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზი შეაფასა, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის ანგარიშის თანახმად საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასება გაზარდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდი ავტორიტეტული და უპირობოდ წამყვანი ორგანიზაციაა, რომლის ანალიტიკა და შეფასებები მნიშვნელოვანი საფუძველია ინვესტორებისთვის გადაწყვეტილებების მისაღებად. „ამ შემთხვევაში, სავალუტო ფონდი ადასტურებს […]

ლევან დავითაშვილი – მსხვილი ენერგოპროექტების განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს ენერგორესურსების დაგროვებისა და ქსელის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პირველმა ვიცე-პრემიერმა ენერგეტიკის სექტორში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, მათ შორის, შეეხო მსხვილი ჰესების პროექტებს, რომლებზეც მედიის წარმომადგენლებმა შეკითხვები დაუსვეს. „იცით, რომ „ხუდონჰესი“ სახელმწიფომ დაიბრუნა, გამოისყიდა – ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდა, შესაბამისი იურიდიული პროცედურები საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს იმისთვის, რომ პროექტებმა ახალი სიცოცხლე შეიძინონ, განხორციელდნენ მაქსიმალურად მდგრადად და ჩვენი საზოგადოების, ჩვენი […]

ვახტანგ გომელაური: წყლის ჭავლის მანქანები შევიძინეთ

დაბა კრწანისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზის პრეზენტაციის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანა შეიძინეს. „ახალი ტექნიკა შევიძინეთ, წყლის ჭავლის მანქანები შევიძინეთ, წინა მთავრობის მიერ 2006 ან 2007 წელს შეძენილი მანქანები უკვე დიდი ხნის იყო. მოკლედ, ეს განვაახლეთ. რამდენიმე ცალი, სხვადასხვა მოდიფიკაციის“, – თქვა გომელაურმა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, როდის […]

ფინანსური პოლიცია აცხადებს, რომ ჩხრეკა ჩაატარეს „ქოლცენტრების“ საქმეზე

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩხრეკა ჩატარდა სამ ოფისში. უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, გამომძიებლებს ჰქონდათ მოსამართლის გაცემული განჩინება. „ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ნაწილი დაკავშირებულია წინა პერიოდებში გამოვლენილ ანალოგიური სახის დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან“, – წერია უწყების ინფორმაციაში. დღეს დილით ჩხრეკა „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის […]

პარიზში დაიწყო ლიბანის დახმარების საერთაშორისო კონფერენცია

საფრანგეთში, პარიზში, 24 ოქტომბერს იმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ლიბანში შექმნილ ვითარებას ეხება. საფრანგეთის ინიციატივით ორგანიზებული კონფერენციის მიზანია გასაჭირში მყოფი მოსახლეობისთვის დახმარების გამოყოფა და ქმედითი სახელმწიფო სისტემის შექმნა, – იტყობინება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. კონფერენციაში მონაწილეობს 70-მდე სახელმწიფო, ასევე – საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ლიბანის მოკავშირე ქვეყნები პარიზში წარმოდგენილი არიან მინისტრების დონეზე, კონფერენციაზე არიან ასევე გაეროსა და […]

პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე – მიხეილ სარჯველაძე

პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე – მიხეილ სარჯველაძე „პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა – განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სტანდარტულად მაღალი ხარისხის მომსახურებით სარგებლობა, ან ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე“,- აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, […]

„განვითარების ბანკის კონცეფცია სისულელეა“ – ეკონომისტები „გახარია საქართველოსთვის” დაპირებებზე

„განვითარების ბანკის კონცეფცია სისულელეა“ – ეკონომისტები „გახარია საქართველოსთვის” დაპირებებზე პარტია „გახარია საქართველოსთვის” განვითარების ბანკისა და ექსპორტის სააგენტოს შექმნის ინიციატივით გამოდის. პარტიაში აცხადებენ, რომ განვითარების ბანკი ეკონომიკური ტრანსფორმაციისთვის რეალურ შესაძლებლობას მოგვცემს. რაც შეეხება ექსპორტის სააგენტოს, პარტიაში ამბობენ, რომ უწყება პასუხისმგებლობას აიღებს, რომ შეიქმნას ექსპორტის დაფინანსებისკენ მიმართული ფინანსური და სადაზღვევო პროდუქტები. ,,კომერსანტი“ დაინტერესდა ეკონომისტების პოზიციებით, რამდენად საჭიროა […]