“ვიკვლევდი რუსულ საინფორმაციო ოპერაციებს” – ჩხრეკა „ატლანტიკური საბჭოს“ მეორე თანამშრომლის სახლშიც

ჩხრეკა ტარდება „ატლანტიკური საბჭოს“ კიდევე ერთი თანამშრომლის სახლშიც – ეთო ბუზიაშვილის საცოხვრებელ ბინაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. “ეგრევე ჩამომართვეს ტელეფონი და დაიწყეს პირადი ჩხრეკა და შემდეგ გადავიდნენ სახლის ჩხრეკაზე. თქვეს, რომ ეძებდნენ დოკუმენტაციას და ნებისმიერ ტექნიკას, რომელიც ამ გამოძიების ფარგლებში იქნებოდა საინტერესო. ახსენეს ორგანიზაცია სადაც მე ვმუშაობ, ეს არის “ატლანტიკურ საბჭო” – ამერიკული […]

ვახტანგ გომელაური – თუ ხდება შტურმი და შეტევა, შეგიძლია გამოიყენო ერთდროულად გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებებიც, 2021 წელს ეს ცვლილება მე შევიტანე – ბოდიში ახლა და ცოცხლად წვავდნენ პოლიციელებს, ეგ შეიძლებოდა?!

თუ ხდება შტურმი და შეტევა, შეგიძლია გამოიყენო ერთდროულად გაზიც, წყალიც და სხვა სპეცსაშუალებებიც. 2021 წელს ეს ცვლილება მე შევიტანე პირადად – სპეცრაზმს არ შეუძლია გამოიყენოს თუ არიან პატარა ბავშვები, არასრულწლოვანები, ფეხმძიმე ქალები და ა.შ. – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა წყლის ჭავლთან გაზის შერევის დასაშვებობასთან დაკავშირებით განაცხადა. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამოსაკვლევი […]

თსუ-ის ბიბლიოთეკების ერთიანი საძიებო პროგრამა იქმნება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, თსუ-ს ვებგვერდზე შეიქმნება თსუ-ს ბიბლიოთეკების კატალოგების ერთიანი, საერთო საძიებელი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაერთიანებული თსუ ბიბლიოთეკის, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და იოსებ გრიშაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა-მუზეუმში არსებული წიგნადი ფონდი ერთ-ერთი ყველაზე დიდია საქართველოში. „თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას ინიციატივით, თსუ-ს ვებგვერდზე შეიქმნება თსუ ბიბლიოთეკების კატალოგების ერთიანი, საერთო საძიებელი. ერთიანი საძიებო პროგრამა […]

ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება

ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება, რომელიც წაღვერისა და ჯავახიშვილის ქუჩებს ერთმანეთს დააკავშირებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, აღნიშნული პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია, რომლისთვისაც თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. „აღნიშნული პროექტით ქალაქს მნიშვნელოვანი პრობლემა მოეხსნება და ცენტრალური საავტომობილო გზა განიტვირთება. ახალი ხიდი მდინარე ჩხოუშზე ბოლო 40 წელია არ აშენებულა. მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდის […]

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ პარლამენტის არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისიას სამართლისა და საარჩევნო ანალიტიკოსი ირაკლი ღლონტი შეუერთდა

სამართლისა და საარჩევნო ანალიტიკოსი ირაკლი ღლონტი შეუერთდა საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღეზე სადამკვირვებლო მისიას, რომელიც განხორციელდება 300 მოკლევადიანი დამკვირვებლის მიერ და დაფარავს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 21 საარჩევნო ოლქს. ამის შესახებ ინფორმაციას „მრავალეროვანი საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული ოლქებია: მარნეული, ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო, გარდაბანი (ქვემო ქართლი), ნინოწმინდა, ახალქალაქი, […]

ლევან სანიკიძე – ივანიშვილი არის სრულ ისტერიკაში – 26 ოქტომბრის საღამოს ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ახალი ქართული სახელმწიფოს დაბადება

არჩევნებამდე ორი დღით ადრე მსგავსი ტიპის რეპრესიები მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ ერთზე – ივანიშვილი არის სრულ ისტერიკაში. 26 ოქტომბრის საღამოს ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ახალი ქართული სახელმწიფოს დაბადება, – ამის შესახებ ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ, ისე […]

სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების სისტემის გაუმართაობის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიის ინფორმაციით, დაჯარიმების მიზეზს წარმოადგენს თბილისში, წყნეთის გზატკეცილი N5-ში სასმელი წყლის მიწოდების საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და ტექნიკურ რეგლამენტებთან შეუსაბამობა და სემეკის მიერ დადგენილი წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა. „კომპანიას დაევალა ჯარიმის სახით […]

გომელაური ძალადობის ორგანიზატორებს, სანქცირებულ ხარებას და ლაგაზაურს გმირებს უწოდებს

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აქციებზე ძალადობის ორგანიზატორებს, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ზვიად ხარაზიშვილსა (ხარება) და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს “გმირებს” უწოდებს. ეს მან ჟურნალისტებთან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზის გახსნაზე თქვა. “რაც შეეხება მადლობის თქმას, მინდა ყველას ვუთხრა მადლობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, განსაკუთრებულად გდდ-ის სპეცდანიშნულების ბაზაზე ვართ და მათ. ეს ადამიანები იცავენ ყოველთვის სამშობლოს, […]

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა თბილისშია, ის საარჩევნო პროცესს დააკვირდება

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, რომ ოფიციალურ სადამკვირვებლო მისიასთან ერთად 26 ოქტომბერს არჩევნებს დააკვირდება. ის უკვე თბილისშია. “ბოლო დიდი წინასაარჩევნო ღონისძიება – და დემონსტრაცია მის წინააღმდეგ გაიმართა საქართველოში შაბათის საპარლამენტო არჩევნებამდე. მე ახლა ჩამოვედი თბილისში ოფიციალურ სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, ამიტომ კვირამდე კომენტარს არ გავაკეთებ არჩევნებზე. უპირველეს ყოვლისა, მიეცით საშუალება, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი”, – წერს ის […]

საგამოძიებო სამსახური ირწმუნება, რომ ჩხრეკა სავარაუდო „ქოლცენტრების” საქმიანობას უკავშირდება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ჩხრეკა სამ სავარაუდო „ქოლცენტრში” ჩაატარა. „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპარატიული ინფორმაციის შესაბამისად, სამ სავარაუდო ე.წ. ქოლცენტრში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები. მიღებული ინფორმაციით, ქოლცენტრების საქმიანობა დაკავშირებულია იმავე სახის დანაშაულთან, რა დანაშაულზეც აღნიშნული გამოძიება მიმდინარეობს და საქმე გვაქვს […]