ვახტანგ გომელაური – 2012 წლის შემდეგ არ მახსოვს ამდენი ხალხის გამოსვლა ქალაქში – გაგვიხარდა ძალიან, რომ ამდენი ჩვენი მოქალაქე უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ, ქალაქში იმ ოდენობის მოქალაქეები არ გამოსულან, რაც გუშინ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ შეკრებაზე იყვნენ.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი პარტია [მხარდამჭერების ნახვის ფონზე[ ხელისუფლების გადაბარებაზე არ ფიქრობს.
„ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა. 2012 წლის შემდეგ არ მახსოვს ამდენი ხალხის გამოსვლა ქალაქში. გაგვიხარდა ძალიან, რომ ამდენი ჩვენი მოქალაქე უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“.
[ხელისუფლების გადაბარება] დარწმუნებული ვარ, არ დაგვჭირდება, არ მოხდება. რასაც უყურებთ, ეს არ მოხდება“,- განაცხადა გომელაურმა.