ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი ტრაგიკული ტერაქტის გამო, ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს, მხარდაჭერას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანს – პრემიერი

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი ტრაგიკული ტერაქტის გამო, ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს, მხარდაჭერას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანს – პრემიერი ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი ტრაგიკული ტერაქტის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „X’’-ში წერს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის მეთაური უსამძიმრებს მსხვერპლთა ოჯახებს, მხარდაჭერას უცხადებს პრეზიდენტ ერდოღანს და მამაც თურქ ხალხს. „ამ […]
ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის პირველ მონაწილეებს ახალი ბინები გადაეცათ – თბილისის მერია

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულებულია. სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლებაში, მესამე მასივის მე-7 კვარტალის მე-12 კორპუსის მობინადრეებს დღეს ახალი სახლის გასაღები გადაეცათ.მათ სიტყვით მიმართა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, რომელმაც პროგრამის მიზანზე და წინაპირობებზე ისაუბრა. „2017 წელს, როდესაც მენდო თბილისის მოსახლეობა და ამირჩია მერად, ქალაქში ბევრი პრობლემა დაგვხვდა და ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით დავიწყეთ […]
„თუ 1000 ლარი იქნება პენსია და ამ დროს ინფლაცია გაგივარდა, არაფერს არ ნიშნავს 1000 ლარი“ – ფინანსიტი „ლელოს“ დაპირებაზე

1000 ლარიანი პენსია – ეს „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ მთავარი წინასაარჩევნო დაპირებაა. პარტიაში აცხადებენ, რომ ამ დაპირების შესასრულებლად სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს 15%-დან 25%-მდე გაზრდიან. ,,კომერსანტი’’ დაინტერესდა, რამდენად რეალურია ლელოს ეს დაპირება. კითხვით ჩვენ ფინანსისტს გიგა ბედინეიშვილს მივმართეთ. ექსპერტი აცხადებს, რომ პარტიის მიდგომა არასწორია, რადგან გადასახადების გაზრდა შემოსავლის ზრდას არ ნიშნავს. გიგა ბედინეიშვილი განმარტავს, რომ გაზრდილი […]
საარჩევნო ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალების გამო

საარჩევნო ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს. როგორც ცესკოს განცხადებაშია აღნიშნული “მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, კონკრეტული პირები ავრცელებენ განცხადებებს, უხეშად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალებაში ამავე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ადანაშაულებენ”. ცესკოს თანახმად “სათანადო მტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშე მსგავსი ბრალდებები წარმოადგენს […]
ვიდეო: “ჩემი ხალხის გვერდით ვარ” – ლაშა ბექაურის კომენტარი “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიებიდან

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური, “ქართული ოცნების” მიერ დაორგანიზებულ აქციას დაესწრო. ლაშამ მედიასთან კომენტარიც გააკეთა და თქვა რომ ის თავისი ხალხის გვერდით დგას. “ვინც არის სამშობლოს მოყვარული ადამიანი, ტრადიციების მოყვარული და სურს ყველა ჩვენი ღირებულის შენარჩუნება დღეს აქ დგას და მეც ჩემი ხალხის გვერდით ვარ.” – ამბობს ლაშა ბექაური. ნახეთ ვიდეო:
გომელაური: წყლის ჭავლის ახალი მანქანები შევიძინეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლის ახალი მანქანები შეიძინა. ამის შესახებ მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სამინისტრომ სხვადასხვა მოდიფიკაციის სამი ერთეული მანქანა შეიძინა: “ახალი ტექნიკა შევიძინეთ. წყლის ჭავლის მანქანები, რომლებიც იყო შეძენილი 2006 თუ 2007 წელს, წინა მთავრობისგან, უკვე დიდი ხნის იყო და დავამატეთ, აღჭურვილობა განვაახლეთ. ახალი წყლის ჭავლის მანქანა შევიძინეთ რამდენიმე ცალი. […]
ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის შალვა ამირანაშვილის 125 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საიუბილეო სხდომა გაიმართა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს გამოჩენილ ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის კორიფეს და ერთ-ერთ ფუძემდებელს შალვა ამირანაშვილს დაბადებიდან 125 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საიუბილეო სხდომა გაიმართა, რომელიც აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ: – ხელოვნებათმცოდნე ზაზა სხირტლაძე, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი […]
ნინო წილოსანი – მესმის, ძალიან მომგებიანია, ლევან გოგიჩაიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს, თუმცა ეს ტაქტიკა არ გამოვა იმიტომ, რომ ყველამ იცის, „ქართული ოცნება“ მოძალადე ძალა არ არის

მესმის, ძალიან მომგებიანია, ლევან გოგიჩაიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს, თუმცა ეს ტაქტიკა არ გამოვა იმიტომ, რომ ყველამ იცის, „ქართული ოცნება“ არ არის მოძალადე ძალა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, გოგიჩაიშვილი თავისივე ტყუილებში და კონსპირაციებში იჭრება. „იმედი მაქვს, რომ […]
მაჰმუდ აბასი – ისრაელს ღაზას სექტორის პალესტინელებისგან დაცლა სურს

ისრაელს ღაზას სექტორის პალესტინელებისგან დაცლა სურს, – ამის შესახებ პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა BRICS-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ერთი წელი გავიდა იმ უდიდესი კატასტროფიდან, რაც პალესტინელმა ხალხმა 1948 წლის ნაკბას შემდეგ განიცადა, რომელიც ისრაელის ომია და რომლის დროსაც ღაზას სექტორში გენოციდისა და ეთნიკური წმენდის დანაშაულების ჩადენა ხდება. ეს ტერიტორიის მოსახლეობისგან დაცლის მისი გეგმის […]
კახა კალაძე – მართალია, მოდის მუქარა, ზეწოლა, შეურაცხოფა, მაგრამ ყველაზე მთავარი ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა და მშვიდობის შენარჩუნებაა

ეკონომიკური ზრდა, განვითარება, წინსვლა, სამუშაო ადგილების შექმნა, რეკრეაციული სივრცეები, პარკები, სკვერები, ახალი ავტობუსები ვერ იქნება, თუ ქვეყანაში არ გვექნება მშვიდობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის იმ პროგნოზთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასება გაზარდა. მისი თქმით, დადებითი პროგნოზი „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულმა […]