ევროპა ლიგა. III ტური: აქტიური ოდიშარია – “რიგასი” “აინტრახტთან” 0:1 დამარცხდა

ევროპა ლიგის მესამე ტურში შვიდი მატჩი ჩატარდა. „რიგასი“ გასვლაზე „აინტრახტთან“ 0:1 დამარცხდა. სტუმართა გუნდში ლაშა ოდიშარიამ 83-ე წუთამდე ითმაშა და ძალიან აქტიური გახლდათ, ლუკა სილაგაძე კი სათადარიგო იყო. ლატვიურ კლუბს 1 ქულა აქვს და ტურნირზე მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს სახლში „ანდერლეხტთან“ გამართავს. აინტრახტი – რიგასი 1:0 გოლი: ლარსონი (79) სხვა მატჩების შედეგები: მიდტიულანდი – უნიონი […]

ჩეჩნეთში „როსგვარდიის“ კოლონა დაცხრილეს – მოკლულია ერთი სამხედრო

ჩეჩნეთში „როსგვარდიის“ კოლონა დაცხრილეს. ამის შესახებ „მედუზა“ იტყობინება. მედიის ცნობით, შემთხვევა დღეს, 24 ოქტომბრის დღის საათებში მოხდა. მომხდარის შედეგად დაიღუპა „როსგვარდიის“ ერთი სამხედრო, ერთიც დაიჭრა. უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს თავდამსხმელთა ძებნა.

ლევან ხაბეიშვილმა “ქართული ოცნების” ასიათასობით მხარდამჭერს “დაღრეჯილი” და “ნარკომანი” უწოდა

დაღრეჯილი ადამიანებიც ვნახეთ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა, “ქართული ოცნების” დასკვნითი ღონისძიების შეფასებისას ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. მისი ვარაუდით, ყველა ადამიანი, ვინც ტელევიზორში ნახა, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო. “შეურაცხყოფა არ მინდა ვინმეს მივაყენო, მაგრამ სახეზე რომ აწერიათ არ ვიცი როგორ გითხრათ, აი, ზემოქმედების ქვეშ რომ არიან. მე რაც ვნახე ტელევიზორში, […]

“როსგვარდია” – ჩეჩნეთში სამხედრო კოლონას ესროლეს, არის მსხვერპლი

ჩეჩნეთში სამხედრო კოლონას ესროლეს, არის მსხვერპლი. ამის შესახებ რუსეთის ეროვნული გვარდია (“როსგვარდია”) ავრცელებს. მათი განცხადებით, ხუთშაბათს უცნობმა პირებმა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს შემოგარენში სამხედრო კოლონას ესროლეს. უწყების ცნობით, მინიმუმ ერთი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა, ხოლო კიდევ ერთი დაჭრილია. “როსგვარდიის” განცხადებით, რუსეთის ძალოვანი სტრუქტურები ცდილობენ იპოვონ და დააკავონ თავდამსხმელები.

გიორგი გახარია 20 ივნისის ღამეზე – ვნანობ, რომ ყოველთვის შეიძლება უკეთ გაკეთება – პარლამენტს მაინც დავიცავდი, მაგრამ დაშლის ღონისძიებას ჩავატარებდი სხვანაირად

პარლამენტის შენობას მაინც დავიცავდი, აქ ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ვეცდებოდი, რომ ეს გაკეთებულიყო ბევრად ნაკლები დაზიანებებით, რომელიც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, – ასე უპასუხა პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ “პალიტრანიუსის” გადაცემის “თავისუფალი სტუდიის” წამყვანის შეკითხვას, რა ემოციას იწვევს მასში ის პოლიტიკური ზედმეტსახელი, რომელიც ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ შეარქვეს. გახარიას თქმით, ამ ღამესთან დაკავშირებით […]

პრემიერ-მინისტრი წყალბურთელთა კლუბ „დინამო თბილისის” შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, წყალბურთელთა კლუბ „დინამო თბილისის” შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერას დაესწრო, რომლის სახელწოდებაა „32 წუთი”. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. “დოკუმენტური ფილმი ასახავს კლუბ „დინამო თბილისის” ისტორიას, რომელიც 1938 წლიდან იწყება. 1992 წელს კლუბმა არსებობა დროებით შეწყვიტა, 25 წლის შემდეგ კი, მოქმედმა წყალბურთელებმა კლუბი ხელახლა დააფუძნეს. იმავე წელს […]

პრეზიდენტი აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების, პრემიერობის კანდიდატის თემებზე დიალოგი ექნება პროდასავლურ პარტიებთან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების, პრემიერობის კანდიდატის თემებზე დიალოგი ექნება პროდასავლურ პარტიებთან. სალომე ზურაბიშვილს კითხვა დაუსვა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა: „რა უზრუნველყოფს ქარტიით დათქმული პირობების აღსრულებას, ხომ არ შეიძლება დაუშვათ, რომ რომელიმე ცალკეულმა აქტორმა შეიძლება გადაიფიქროს და წლის ბოლოს უარი თქვას ძალაუფლების დათმობაზე?“ „ქარტიაში მთავარია ყველაფერი ის, რაც მიმართულია რეკომენდაციების შესრულებისკენ, რომლებიც […]

გიორგი გახარია – ჩემთვის ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა

შენ, საპატიო თავმჯდომარეს რომ ეძახი თავს, სინამდვილეში უკვე სახე გაქვს დაკარგული, მე რომ რაღაცას მაბრალებ, იმის თავი თუ გაქვს, რომ დამაბრალო და იჭორაო, მაშინ გამოდი და ან დებატებში დაჯექი, ან წადი სასამართლოში, ან რაღაც ქენი , – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა […]

ბათუმში მცხოვრებ 82 ოჯახს ახალი ბინები გადაეცა

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” პროგრამის ფარგლებში, ოჯახებს, რომლებიც ავარიულ სახლებში ცხოვრობდნენ, საცხოვრებელი სახლები გრიშაშვილისა და კვინიტაძის ქუჩებზე აშენებულ ახალ კორპუსებში გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ოჯახებს ახალი საცხოვრებელი ბინების გასაღები ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გადასცა. “გრიშაშვილის ქ. #9-ში, ასევე კვინიტაძის ქ. #1, #3-სა და […]

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა იაპონიაში გაიმართა

ქალაქ ოსაკაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge” ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა, რომელსაც ღვინის იმპორტიორები, ბაიერები, სავაჭრო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები, ჯამში 120-მდე სტუმარი დაესწრო. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. „საქართველოს მეღვინეობის კულტურას, ისტორიისა, ვაზის ჯიშებისა და ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია Red Bridge-ის დირექტორმა, ღვინის ცნობილმა მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ წარმოადგინა. […]