„ჩემთვის ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა“ – გიორგი გახარია

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას აცხადებს, რომ „ივანიშვილი მისთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა“. მისი განცხადებით, ბიძინამ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა პერსონალური ინტერესები და შიშები დააყენა. „ჩემთვის ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. ბიძინა ივანიშვილისგან ველოდი სიტყვის შესრულებას. ველოდი, რომ ის იმდენად შემდგარი ადამიანია, რომ თავის პირად, პერსონალურ ინტერესებს და შიშებს არ დააყენებდა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა […]
წვიმა და ქარი – როგორი ამინდი იქნება დღეს

25 ოქტომბერს ქუთაისში +15 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა. ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით […]
ოსაკაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ქალაქ ოსაკაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge” ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა, რომელსაც ღვინის იმპორტიორები, ბაიერები, სავაჭრო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები, ჯამში 120-მდე სტუმარი დაესწრო. საქართველოს მეღვინეობის კულტურას, ისტორიისა, ვაზის ჯიშებისა და ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია Red Bridge-ის დირექტორმა, ღვინის ცნობილმა მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ წარმოადგინა. ამასთან ერთად, ცნობილმა […]
ფისტის გაშენების მსურველთა რიცხვი და ფართობები წლიდან წლამდე იზრდება – ასოციაცია

საქართველოს ფისტას ასოციაციის თავმჯდომარე, ოთარ ანგურიძე ამბობს, რომ საქართველოში ფისტის მიმართ მოთხოვნის ზრდის მიზეზი ის არის, რომ ფისტა წლიდან წლამდე ძალიან პოპულარული ხდება. საკითხზე მან BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა. საქმე ის არის, რომ საქართველოში ფისტას იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიმდინარე წლის 9 თვეში, წინა წელთან შედარებით იმპორტი გაორმაგებულია. კერძოდ, იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით, საქართველომ 18,9 მილიონი დოლარის […]
“სოკარში” საწვავის ფასი შემცირებას განაგრძობს

ბოლო 1 კვირის განმავლობაში სოკარში საწვავის ფასები საშუალოდ 20-25 თეთრით შემცირდა. როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, გასულ კვირასთან შედარებით, ორივე ტიპის „ევრო 5 დიზელს“ კომპანიაში 25 თეთრით იაფად, ხოლო „ნანო პრემიუმსა“ და „ნანო ევრო რეგულარს“ 20-23 თეთრით იაფად შეიძენთ. კომპანიაში აცხადებენ, რომ ფასების კლება გამოწვეულია საერთაშორისო პლაცზე საწვავის ფასის შემცირებით: „ბოლო პერიოდის განმავლობაში, საერთაშორისო პლაცზე საწვავის […]
სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” დღეს რუსთაველზე შეიკრიბება და არჩევნებში მონაწილეობის მოწოდებით მსვლელობას გამართავს

სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის” დღეს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბება და მსვლელობას გამართავს, რომლის ფარგლებშიც თანამოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. აქცია პარლამენტის წინ 7 საათიდან დაიწყება. “დღეს, გადამწყვეტი არჩევნების წინა საღამოს, ვიკრიბებით რუსთაველზე და მსვლელობით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მოვიდნენ არჩევნებზე და გამოიყენონ საკუთარი გადამწყვეტი ხმის უფლება ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის გადასარჩენად!” – ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.
რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 25 ოქტომბერს

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 25 ოქტომბერს – ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.7174; 1 ევრო – 2.9356; 1 ფუნტი – 3.5253; 1 ლირა კი 0.0793 ლარი ეღირება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. მთავრობის შესაბამის დადგენილებას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი 23 ოქტომბერს მოაწერა. დოკუმენტით ზუსტდება ის სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები, რომელთა ხელში ჩაგდება ან ბლოკირება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. ობიექტების ჩამონათვალშია მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაც. დოკუმენტის მიხედვით სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს განეკუთვნება: ა) საქართველოს […]
იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს ახალ სერვისს – „გონიერ კონტრაქტს“ სთავაზობს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ინოვაციური პროდუქტის – „გონიერი კონტრაქტის“ სისტემის გამოყენება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, „გონიერი კონტრაქტის“ სისტემა ტრადიციული ოპერაციების ახლებურად განხორციელების საშუალებას იძლევა. „თანხის გადახდა და ქონების რეგისტრაცია ერთდროულად ხდება – მხარეები ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას ციფრულ ფორმატში, დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით გააფორმებენ; ასევე, „გონიერი კონტრაქტის“ მეშვეობით […]
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბილბორდებს, მათი საწინააღმდეგო ბანერები გადააკრეს

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბილბორდებს, ამავე გაერთიანების საწინააღმდეგო ბანერები გადააკრეს. ბანერებზე გაკეთებულია წარწერა: „ნაცების კლასტერი = უსამშობლო აგენტებს“ . აღნიშნული ბანერები თბილისში, წუხელ ღამიდან გაჩნდა.