კვარაცხელია, თოფურია და “რეალი” VS “ბარსელონა” ერთ დღეს – როცა საქართველოში არჩევნებია…

შაბათს, 26 ოქტომბერს, მნიშვნელოვანი შეხვედრები მხოლოდ ქართველ ფეხბურთელებს არ აქვთ. შერეულ ორთაბრძოლებში ილია თოფურია ტიტულს პირველად დაიცავს. რაც შეეხება გამორჩეულ ფეხბურთს, “რეალი” “ბარსელონას” წინააღმდეგ!.. აქვე შეგახსენებთ, 26 ოქტომბერი საქართველოში არჩევნების დღეა. 8 მატჩში 19 ქულა ამ საუკუნეში “ნაპოლისთვის” ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. ანტონიო კონტემ აშკარად გარდასახა ის გუნდი, რომელსაც გასულ სეზონი ძალიან წარუმატებელი ჰქონდა და ჩემპიონობაზე […]
როგორი ამინდი იქნება 25–26 ოქტომბერს?

25-26 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორია პარტიების საარჩევნო რეიტინგები ბოლო კვლევებით

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის ისტორიაში ეს იქნება პირველი არჩევნები რომელიც სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. მომავალ პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელია არჩევნებში მონაწილე პარტიებმა გადალახონ 5%-იანი ბარიერი. პარლამენტში სულ 150 დეპუტატია, მათ 4 წლის ვადით აირჩევენ. წელს ამომრჩევლების უმრავლესობა, 90% ხმას ელექტრონულად მისცემს. არჩევნების წინ, სამმა ტელეკომპანიამ სამი სხვადასხვა კომპანიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. […]
ვენეციაში ფასიანი შესვლის ვადა მომავალ წლამდე გახანგრძლივდა

იტალიის ქალაქ ვენეციის ხელისუფლებამ ქალაქში ფასიანი შესვლის ვადა მომავალ წლამდე გაახანგრძლივა და სისტემას ოდნავ ცვლის – გაზრდის დღეების რაოდენობას, რომლებშიც ტურისტებმა უნდა გადაიხადონ შესვლისთვის და გააორმაგებენ საფასურს მათთვის, ვინც არ დაჯავშნის ადგილს წინასწარ. „ევროპეისკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ AP იტყობინება. ვენეციის მერმა ლუიჯი ბრუნარომ თქვა, რომ გადასახადი მიზნად ისახავს დაეხმაროს ქალაქს და მის მცხოვრებლებს ოვერტურიზმთან […]
ფაშინიანმა და ალიევმა სამშვიდობო ხელშეკრულება, დელიმიტაცია და საზღვრების დემარკაცია განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღეს, 24 ოქტომბერს გამართეს შეხვედრა ქალაქ ყაზანში (რუსეთის ფედერაცია) “BRICS-ის” მე-16 სამიტის ფარგლებში. როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განაცხადეს, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სამშვიდობო დღის წესრიგის ხელშეწყობის საკითხები, მათ შორის სამშვიდობო ხელშეკრულება, საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია და სხვა ორმხრივი ინტერესის საკითხები. საგარეო საქმეთა […]
სტუდენტური მოძრაობა დღეს რუსთაველზე აქცია-მსვლელობას აანონსებს

სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის დღეს, 25 ოქტომბერს რუსთაველზე აქცია-მსვლელობას აანონსებს. ახალგაზრდული ჯგუფები პარლამენტთან 19:00 საათზე შეიკრიბებიან. “დღეს, გადამწყვეტი არჩევნების წინა საღამოს, ვიკრიბებით რუსთაველზე და მსვლელობით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მოვიდნენ არჩევნებზე და გამოიყენონ საკუთარი გადამწყვეტი ხმის უფლება ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის გადასარჩენად!
ჯოზეფ ბორელი – ჩრდილოეთ კორეას მოვუწოდებთ, რუსეთის უკანონო ომის მხარდაჭერა შეწყვიტოს

ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია ცნობებით, რომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიულ ომში მონაწილეობის მისაღებად ჯარებს აგზავნის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია აღნიშნული. ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ეს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების ყველაზე ფუნდამენტური პრინციპების, სერიოზულ დარღვევას. „ეს იქნება ცალმხრივი მტრული ქმედება […]
1 დღე არჩევნებამდე – ბოლო შეფასებები, იმიგრანტების გამოწვევები და რეაქციები კონფლიქტის ზონიდან

ვაშინგტონში ამბობენ, რომ უნდა გაგრძელდეს საკუთარი დემოკრატიის დაცვაში ქართველი ხალხის დახმარება. ამერიკელი ანალიტიკოსები უმთავრეს ყურადღებას უპრეცედენტოდ ძლიერ ანტიდასავლურ რიტორიკაზე ამახვილებენ. ექსპერტების შეფასებები, იმიგრანტების გამოწვევები და რეაქცია მშვიდობის შენარჩუნების დაპირებებზე Facebook Forum
დღეს უქმე დღეა

საქართველოს მთავრობამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა 21 ოქტომბერს გაავრცელა.
სასამართლოს გადაეცა საქმე პოლონელი ფერმერის, რომელიც პუტინს „წესრიგის დამყარებას“ სთხოვდა

პოლონეთის პროკურატურამ განსახილველად სასამართლოს გადასცა ადგილობრივი ფერმერის და მისი ქალიშვილის საქმე. მათ ბრალად ედება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის ქება-დიდება. 2024 წლის თებერვალში პოლონეთში გამართულ აქციებზე ფერმერები აპროტესტებდნენ საბაჟო გადასახადის გარეშე სოფლის მეურნეობის უკრაინული პროდუქციის იმპორტს. აქციების მონაწილე ფერმერმა პიოტრ გ.-მ და მისმა ქალიშვილმა აგატამ ტრაქტორზე გამოფინეს საბჭოთა კავშირის დროშა და პლაკატი წარწერით: „პუტინო, წესრიგი […]