შალვა პაპუაშვილი – მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ქუდზე კაცს, 26 ოქტომბერს, მოვუწოდო იმისთვის, რომ საბოლოოდ დავაგვირგვინოთ გამარჯვებით ეს საარჩევნო მარათონი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, 23 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქციაზე მოსულ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა. მან მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ და აქტიურობისკენ მოუწოდა. „მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც 23 ოქტომბერს აქციაზე იმყოფებოდა. ყველამ დაინახა ის ასობით ათასი მოქალაქე – მშობლები, შვილები, ექიმები, საჯარო მოხელეები, ყველა, ვისაც გული შესტკივა საქართველოსთვის. ეს არის საქართველოს რეალური სახე. ეს არის […]
“ვენდეტა” – რა დავალება აქვს ზარქუას? – გაბრაზებული წალენჯიხელების პასუხები და ოპონენტების კომენტარები

პოლიტიკოსი ირაკლი ზარქუა, 2024 წლის არჩევნებზე ქართული ოცნების სიის 72–ე ნომერია. 2020 წელს ის იგივე პარტიის სიის 41–ე ნომერი გახლდათ. რატომ ჩამოასამოცდათორმეტა ის ქართულმა ოცნებამ, ეს ირაკლი ზარქუამ ნამდვილად ჩვენზე უკეთ იცის და თუ ოდესმე ამაზე საუბარს მოისურვებს, სიამოვნებით მოგაწვდით მის ვერსიას. დღეს ირაკლი ზარქუა, რომელიც წალენჯიხიდანაა, წალენჯიხაში იბრძვის ქართული ოცნების გამარჯვებისთვის. წალენჯიხის დელეგატი, ილია […]
MN ჯგუფი სამაცივრე მეურნეობას აფართოებს – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, „MN ჯგუფი“ სამაცივრე მეურნეობას აფართოებს და მშრალ საწყობს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 3,2 მილიონი ლარია, რაც სრულად საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციაა. პროექტი “აწარმოე საქართველოს” სუბსიდირების პროგრამითაა თანადაფინანსებული. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, „MN ჯგუფი“ თბილისში, ანდრონიკაშვილის ქ. 14, კომპანიის მფლობელობაში არსებულ სამაცივრე მეურნეობის […]
2022 წლიდან მიმდინარე წლის 8 ოქტომბრამდე თბილისის მერიამ ბინა უსახლკაროს სტატუსის მქონე 120 ოჯახს გადასცა

2022 წლიდან მიმდინარე წლის 8 ოქტომბრამდე თბილისის მერიამ, ბინა უსახლკაროს სტატუსის მქონე, ჯამში, 120 ოჯახს გადასცა. კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან საჯარო წესით გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ 2022 წელს შეძენილია 56 ერთეული უძრავი ქონება, 2023 წელს 38 ერთეული უძრავი ქონება და 2024 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით შეძენილია 26 ერთეული უძრავი ქონება. […]
„დაკრედიტების პრობლემა გვაქვს, სესხების გაცემა გართულებულია“- Georealty-ის დამფუძნებელი

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბინების და კერძო სახლების ფასი გაიზარდა. სტატისტიკის თანახმად, საცხოვრებელი ბინების შემთხვევაში ფასები წლიურად 7.5%-ით არის გაძვირებული. რაც შეეხება კერძო სახლებს, ამ შემთხვევაში 9.7%-იანი ზრდა ფიქსირდება. Georealty-ის დამფუძნებლის, მაია გამზარდია ადასტურებს, რომ ბინებზე ფასების ზრდა შედარებით გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება. თუმცა, ახლა მთავარი პრობლემას ბანკების მხრიდან […]
„გვაქვს ამბიციური გეგმები თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებთან დაკავშირებით“ – პრემიერი

„გვაქვს ამბიციური გეგმები თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებთან დაკავშირებით“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ერთ შემთხვევაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაზეა საუბარი, მგზავრთნაკადი უნდა გაიზარდოს 5 მილიონამდე, დღევანდელი მაჩვენებელი არის 1.7 მილიონი მგზავრი და საუბარია თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზე, რაც დასრულდება რამდენიმე წელიწადში და რაც თბილისის აეროპორტს მისცემს 18 მილიონი მგზავრის მიღების შესაძლებლობას. რა […]
Associated Press – საქართველო ემზადება არჩევნებისთვის, რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს ევროპაში

სამხრეთ კავკასიის ამ 3,7 მილიონიან ქვეყანაში ბევრს სჯერა, რომ არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება მათ ცხოვრებაში, გადამწყვეტი ხმა ევროკავშირში გაწევრიანების შანსზე, არჩევნებში ოპოზიციური პარტიების კოალიცია უპირისპირდება „ქართულ ოცნებას“, რომელიც 2012 წლიდან მზარდი ავტორიტარული გზით მართავს, – ამის შესახებ აღნიშნულია Associated Press-ის სტატიაში სათაურით: „საქართველო ემზადება არჩევნებისთვის, რომელიც ევროპაში მის მომავალს განსაზღვრავს“. გამოცემა წერს, რომ გამოკითხვები მიუთითებს, […]
“ატლანტიკური საბჭო” საქართველოში თავისი თანამშრომლების სახლების ჩხრეკაზე განცხადებას ავრცელებს

ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭო” განცხადებას ავრცელებს თავისი ქართველი თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლების ჩხრეკის გამო. განცხადებაში აქცენტი კეთდება ჩხრეკის ჩატარების დროზე – ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოვლენების ამგვარი განვითარება შემაშფოთებელია. რუსულ დეზინფორმაციასთან მებრძოლი მკვლევრების სახლები საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, 24 ოქტომბერს, გაჩხრიკეს ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა. “ატლანტიკური საბჭო მოვლენების […]
25 ოქტომბერი ცნობილი ქართველი ფერმწერის, ავთანდილ ვარაზის დაბადების დღეა

ავთო ვარაზის დედა თურქეთიდან გენოციდს გამოქცეული-გასპარიანების ოჯახის წევრი იყო. ავთოს ბიძამ, გიორგი ვარაზიშვილმა თბილისის პირველი წყალსადენი დააპროექტა. კონსტანტინე გამსახურდიას სწავლის ხარჯები საზღვარგარეთ ავთო ვარაზის ბიძებმა გასწიეს. ავთო ვარაზის «ხარის თავი» პარიზში, ალექსანდრე გლეზერის კოლექციაშია დაცული. ავთო ვარაზის პაპა – სოფრომ ვარაზიშვილი რაჭის სოფლიდან – მუხლიდან იყო. თბილისში პურის მცხობელთა უსტაბაში გახდა. სოფრომის შვილები ერთმანეთზე გამოჩინებულნი […]
მალაგის 43 უბანში, ტურისტებზე ბინების მოკლევადიანი გაქირავება აიკრძალება

ესპანეთში, მალაგაში, მოქალაქეების საბინაო პრობლემების გადასაჭრელად, ქალაქის 43 უბანში, ტურისტებზე საცხოვრებლის მცირე ვადით გაქირავება აიკრძალება. „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, რომ ამის შესახებ Reuters იტყობინება. მალაგას საკრებულოს მიერ გამოცხადებული აკრძალვა გავლენას მოახდენს იმ ტერიტორიებზე, სადაც სახლების 8%-ზე მეტზე მოდის მოკლევადიანი გაქირავება. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მალაგას ცენტრში მოკლევადიანი საცხოვრებლის გაქირავება ტურისტთა განსახლების მთლიანი რაოდენობის 65%-ს […]