ილია თოფურიამ წონა წარმატებით ჩააბარა და ბრძოლისთვის მზად არის [VIDEO]

ისტორიული ბრძოლა მოახლოვდა. ილია თოფურიამ (15-0) წონა წარმატებით ჩააბარა და ბრძოლისთვის მზად არის. UFC 308-ზე ჩვენებური, ამ ორგანიზაციის ისტორიაში, პირველი ქართული ქამრის დაცვას შეეცდება. ქართველი ,,მატადორი” საუცხოო ფორმაშია და ამის შესახებ მან ბრძოლამდე უამრავ ინტერვიუში ისაუბრა. ილიას მეტოქე მაქს ჰოლოვეი (26-7) აქამდე არავის ,,დაუნოკაუტებია”თოფურიას თქმით ის ისტორიაში პირველი მებრძოლი გახდება, რომელიც მაქსის გათიშვას შეძლებს. ილიას […]
შალვა პაპუაშვილი ინფორმაციაზე, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები დუბაის მიმართულებით ბილეთებს ყიდულობენ – თავიდან გაგვეცინა და მერე მივხვდით, რომ შეიძლება გულისხმობთ UFC-ის ბრძოლას, რომელიც იქ იმართება

არც ბილეთი მაქვს და არც ინფორმაცია – ჩვენ 27 ოქტომბერს ვგეგმავთ აღვნიშნოთ ქართველი ხალხის გამარჯვება და ვიყოთ ქართველ ხალხთან ერთად, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვას მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები დუბაის მიმართულებით ფრენის ბილეთებს ყიდულობენ. შალვა პაპუაშვილის თქმით, ის აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას უკავშირებს UFC-ის ბრძოლას, რომელიც სავარაუდოდ, […]
საოლქო საარჩევნო კომისიები ვალდებულნი არიან, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა კენჭისყრის შედეგები ხელახლა გადათვალონ

საოლქო საარჩევნო კომისიები ვალდებულნი არიან კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა, (1-ელი ნოემბერი) კენჭისყრის შედეგები ხელახლა გადათვალონ. უფრო კონკრეტულად, “საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, ყველა საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია, საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან, შემთხვევითი შერჩევით, 5 საარჩევნო უბანი გამოავლინოს, ამ საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტები გახსნას და კენჭისყრის შედეგები ხელახლა დათვალოს. საოლქო საარჩევნო კომისია […]
კენჭისყრის დღეს კანონით დადგენილი მთელი რიგი აკრძალვები ამოქმედდება

კენჭისყრის დღეს კანონით დადგენილი მთელი რიგი აკრძალვები ამოქმედდება. “საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, კენჭისყრის შენობაში წინასაარჩევნო აგიტაცია აკრძალულია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. აღნიშნული მასალა ჩამოხსნას, დემონტაჟსა და აღებას ექვემდებარება. დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე […]
შალვა პაპუაშვილი „ენჯეოების“ განცხადებებზე – ეს საუბრები და ჭორაობა 2020-2021 წლების არჩევნებზეც გვსმენია, ენას ძვალი არ აქვს, დაბრალება ადვილია – ბრიფინგები კი არ უნდა ატარონ, უწყებათშორის კომისიაზე წარმოადგინონ მტკიცებულებები

ერთმანეთს ესაუბრონ, ვიდრე მტკიცებულებს არ წარმოადგენენ, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელიც „ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ამომრჩევლის დაშინებას, ტერორს, შესაძლო მოსყიდვას, პირადობის მოწმობების ჩამორთმევას“ უკავშირდება. პაპუაშვილის თქმით, ეს ყველაფერი ჭორაობაა. „ეს საუბრები და ჭორაობა 2021 წლის არჩევნებში, 2020 წლის არჩევნებშიც და სხვა დროსაც გვსმენია. დაბრალება ადვილია, დაბრალებას რა […]
ხვალ, 26 ოქტომბერს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს აირჩევს

26 ოქტომბერს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს აირჩევს. პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნები იქნება, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცემს. ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 […]
CNBC – საქართველოს საპარლამენტო არჩევნები აიძულებს ამომრჩევლებს, აირჩიონ მომავალი რუსეთთან ან მომავალი ევროპასთან

საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საქართველოში შაბათს უნდა ჩატარდეს, შეფასდა, როგორც უმნიშვნელოვანესი კენჭისყრა, რომელიც განსაზღვრავს, ქვეყანა რუსეთისაკენ წავა თუ დასავლეთისკენ, – ამის შესახებ აღნიშნულია სტატიაში: საქართველოს არჩევნები აიძულებს ამომრჩევლებს აირჩიონ მომავალი რუსეთთან ან მომავალი ევროპასთან, რომელსაც გამოცემა CNBC-ი აქვეყნებს. „შაბათის კენჭისყრას ყურადღებით ადევნებენ თვალს, შეძლებს თუ არა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის მანძილზე […]
26 ოქტომბერს, საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება, კენჭისყრა კი 08:00 საათზე დაიწყება

26 ოქტომბერს, საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება, კენჭისყრა კი 08:00 საათზე დაიწყება. 09:00 საათიდან 19:00 საათამდე გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა წარიმართება. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში არა უგვიანეს 20:00 საათისა უნდა დაბრუნდეს. საუბნო საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში იმ ამომრჩეველს გაატარებს, რომელმაც კანონით დადგენილ ვადაში რეგისტრაცია ვერ გაიარა, არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას კენჭისყრის […]
თუ გიორგი ბაჩიაშვილისთვის ცნობილი იყო სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტი, როგორ შეეძლო დაემალა ასეთი „დანაშაული“ და მხოლოდ არჩევნების წინ გაემჟღავნებინა ის

თუ გიორგი ბაჩიაშვილისთვის ცნობილი იყო სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტი, როგორ შეეძლო დაემალა ასეთი „დანაშაული“ და მხოლოდ არჩევნების წინ გაემჟღავნებინა ის გავეცანი TV პირველზე გასულ გადაცემას “ნოდარ მელაძის შაბათის” ანონსს, სადაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი საუბრობს გარკვეულ ციფრებზე, თითქოს ბატონ ბიძინა ივანიშვილს „მითვისებული“ აქვს ბიუჯეტიდან 400 მილიონი აშშ დოლარი და მიანიშნებს რომ თითქოს […]
მებადება ეჭვი, ბაჩიაშვილის მხრიდან ხდება თემების პოლიტიზირება და იკვეთება პოლიტიკური ნიშნები – თანაინვესტირების ფონდის დირექტორი დავით გალუაშვილი

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორი დავით გალუაშვილი სოციალურ ქსელში განცახდებას აქვეყნებს, რომელიც TV პირველზე გასულ გადაცემას “ნოდარ მელაძის შაბათის” ანონსს პასუხობს. დავით გალუაშვილი ბაჩიაშვილის მხირდან თემის პოლიტიზირებაზე საუბრობს. „გავეცანი TV პირველზე გასულ გადაცემას “ნოდარ მელაძის შაბათის” ანონსს, სადაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი საუბრობს გარკვეულ ციფრებზე, თითქოს ბატონ ბიძინა ივანიშვილს „მითვისებული“ აქვს ბიუჯეტიდან […]